გურული ბაბუას დარიგება 😄😍🤣😅 გია ბაღაშვილი
ოზურგეთი - ozurgeti
ოზურგეთი / Ozurgeti
23/01/2026
სარეკლამო მარკეტინგი ოზურგეთში 😍🤗😁
@გამომწერები
📸Maria Maminashvili
ეს ვიდეო აუცილებლად უნდა ნახოთ 🤗 პოპულარულმა იუთუბერებმა Hungryman • ჰანგრიმენი ოზურგეთელ ბიჭს საოცარი სიურპრიზი მოუწყვეს და ავტომობილი აჩუქეს 💞💝
@გამომწერები @მხურვალე გულშემატკივრები
25/12/2025
ოზურგეთის საახალწლო ნაძვის ხე 2026🎄❄️☃️😍
25/12/2025
ოზურგეთში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აენთო 🎄❄️☃️ აბა როგორ მოგწონთ ?😍 @მხურვალე გულშემატკივრები
07/05/2025
ორი ცნობილი გურული 🤨 იმსახურებენ თქვენ კეთილგანწყობას და სიმპათიას ? 🥰
აბა ვინ იცის რას ნიშნავს არჩივი ? ☺️😁
#გურულილექსიკონი
06/02/2025
საქართველოს რკინიგზა / Georgian Railway : ძვირფასო მგზავრებო!
🚄 გაცნობებთ, რომ 2025 წლის 11 თებერვლიდან თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით სწრაფი და კომფორტული ელექტრომატარებელი (№854/853) იმოძრავებს.
🚆 სამგზავრო მატარებლის ტევადობა დაახლოებით 100 ადგილით გაიზრდება, ხოლო მგზავრობის ხანგრძლივობა თითქმის 2 საათით შემცირდება.
📆 მატარებელი რეისებს დღეგამოშვებით შეასრულებს:
➡️ თბილისიდან გასვლა – 09:00 ⏩ ოზურგეთში ჩასვლა – 16:18
➡️ ოზურგეთიდან გასვლა – 08:40 ⏩ თბილისში ჩასვლა – 16:00
🎟️ ბილეთის ღირებულება – 11-15 ლარი.
14/01/2024
ანზორ ერქომაიშვილი – "კალანდა"
✍️ - იმ პერიოდში, როცა კომუნისტური რეჟიმი მძვინვარებდა, ქალაქში ნაკლებად, სოფელში კი შობას და კალანდას განსაკუთრებულად აღვნიშნავდით.
ჩვენ სოფელ მაკვანეთში ვცხოვრობდით, ოზურგეთიდან ხუთ კილომეტრშია. ერქომაიშვილების გვარი იქიდან მოდის. ჩვენი ოჯახი მგალობელთა ოჯახი გახლდათ. ბაბუაჩემი არტემ ერქომაიშვილი ცნობილი მგალობელი იყო. მთელი ოჯახი ვმარხულობდით. ბავშვებსაც გვაჩვევდნენ. მარხვას კი არ არქმევდნენ, მაგრამ ამბობდნენ, ახლა ხორცი არ გვაქვს, არც ყველიო და სამარხვო საჭმელს შევექცეოდით. ბაბუა არტემს ჰყავდა და, ლისა, რომელიც საოცარი მცოდნე იყო ტრადიციების. მისგან იგებდა მთელი სოფელი, რომელი საეკლესიო დღესასწაული როდის იყო. ოჯახში ახალ წელს მაინცდამაინც არ აღვნიშნავდით. ლისა ბაბუდა იტყოდა ხოლმე: "მომილოცავს, ნენა, მომილოცავს, მაგრამ სა გაგონილა, ჯერ ახალი წელი იყოს და მერე ქრისტეშობა?.."მერე კი დასძენდა, ფუ, რას არ მოიგონებენ ეს კომუნისტებიო.
მარხვის შემდეგ ბებია მუცლის სალოცავს აკეთებდა ოჯახის ყველა წევრისთვის. ეს იყო პატარა ღვეზელი ერთი ცალი კვერცხით შუაში. როგორც კი გათენდებოდა შობა, ბებია თავზე შემოგვავლებდა ოჯახის ყველა წევრს სათითაოდ და გვეტყოდა, მაგალითად: "ანზორის თავის ტკივილი, გულის ტკივილი, მუცლის ტკივილი, ფეხის ტკივილი აღმა ქარს, დაბლა - წყალს", მერე პირჯვარს გადაგვსახავდა. ასე აკეთებდა ოჯახის ყველა წევრთან. შემდეგ მუცლის სალოცავი უნდა გვეჭამა, არავისთვის არ უნდა გაგვეყო, მერე კი ვიგალობებდით "ალილოს".
შობის წინ მეალილოეები ღამით მოივლიდნენ ხოლმე ოჯახებს. ყაბალახით ჰქონდათ სახე ახვეული, რომ არ ეცნოთ. რატომ არ უნდა ეცნოთ, არ ვიცი... ყველა სოფელს თავისი "ალილოს" ვარიანტი ჰქონდა, განსხვავებული. ისე ლამაზად მღეროდნენ... იგალობებდნენ ყველა ოჯახში, სადაც მათთვის სპეციალურად იყო მომზადებული კალათა საჩუქრებით, ტკბილეულით, ხაჭაპურებით, ღვეზლით. კალათაში აუცილებლად ვერცხლის ფულიც უნდა ყოფილიყო, უფრო სწორად - ხურდა. ალბათ, ფული რომ ვერცხლის იყო, იმ პერიოდიდან შემორჩა ეს ტრადიცია... საინტერესოა ერთი ფაქტი - რაიმე მიზეზით სახელგატეხილ ოჯახში მეალილოეები არ მიდიოდნენ და ეს დიდი სირცხვილი იყო. მეორე დღეს ყველა იტყოდა, ამა და ამ ოჯახში მეალილოეები არ მისულანო.
ძველით ახალ წელს კალანდობას ვეძახდით. საკალანდოდ დაამწყვდევდნენ ხოლმე ქათმებს, ღორს და ისე აჭმევდნენ, ასუქებდნენ. მერე გამოთქმაც დამკვიდრდა გურიაში - ბიჭო, რავა გასუქებულხარ საკალანდე ღორივითო. კალანდობის რიტუალს ყველა ოჯახი ასრულებდა. გამთენიას ოჯახის უფროსი გაიტანდა დიდ გობს, რომელზეც ელაგა განსაკუთრებული ხორაგი, ტკბილეული, ხაჭაპური... ჭურთან ან მარანში მიიტანდა და ჭარიკაში (ნახევარფუთიან დოქში) ჩაასხამდა ღვინოს. მერე ამ ყველაფერს მოიტანდა სახლის კართან და იტყოდა: "კარი გამიღეთ!" იქიდან ჰკითხავდნენ: "რა მოგაქვს?"ეს უპასუხებდა:"ოქრო და ვერცხლი აუწონავი, მშვიდობა, ხალხთა ბედნიერება, ჯანმრთელობა, ქორწილები, ლხინი, ხორაგი... კარი გამიღეთ!" სახლიდან კიდევ გამოსძახებდნენ: "რა მოგაქვს?" ეს ისევ ჩამოთვლიდა, რაღაცებს მიამატებდა და დასძენდა, კარი გამიღეთო! ასე სამჯერ ჰკითხავდნენ, მერე კი შემოუშვებდნენ. ეს იმპროვიზებული ტექსტი არ იყო, ყველა ოჯახის უფროსმა იცოდა.
რამდენჯერმე მე და ჩემი ბიძაშვილიც ვახლდით ბაბუას ამ რიტუალის შესრულებისას. შემდეგ გაიშლებოდა დიდი სუფრა. საკალანდოდ მოხარშულ ღორის თავს აუცილებლად თამადისკენ ჰქონდა დინგი მიშვერილი და იწყებოდა ლხინი, გადადიოდნენ ოჯახიდან ოჯახში, იყო გაუთავებელი ქეიფი, სიმღერა... საღამოს გადაინაცვლებდნენ მარანში. საწნახელთან დიდი კომბალი იდო, რომელსაც დაარტყამდნენ და იტყოდნენ:
აგუნა, აგუნა, გადმეიარეო, ორცხვიში და ორკოპე გადმეიტანეო.
ჩვენს მამულში ყურძენიო,
მტრის მამულში ფურცელიო..."
ბოლოს დასძენდნენ: აგუნა, აგუნა ვიი..."
(ორცხვიში და ორკოპე ღვინის ამოსაღები და ჭურის ამოსარეცხია . აგუნა კი ღვინის ღმერთია, წარმართობიდან მოდის – ანზორ ერქომაიშვილი ) ... მერე გადადიოდნენ სხვა ოჯახებშიდა ყველგან დაჰკრავდნენ ამ ხის კომბალს. საწნახლებს ბაგაბუგი გაჰქონდა. ჩვენს სოფელში ფეშკინე თოიძე იყო ამის მოთავე და შემსრულებელი. ბავშვებიც დავყვებოდით - გვაინტერესებდა. ბოლოს ერთ ოჯახში მოიყრიდნენ თავს აგუნას შემსრულებლები და დილამდე ქეიფობდნენ.
14/01/2024
კალანდას გილოცავთ 😍😄🎄
11/09/2023
სოფელ ნაგომარში ხიდი და გზა ჩაინგრა 🚫❌ ეს ოზურგეთი–ჩოხატაურის (ასევე ოზურგეთი–თბილისის ) დამაკავშირებელი გზა გახლავთ
წყარო: ტელეკომპანია კავკასია
08/09/2023
ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს 🥲🖤
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Website
Address
Guria
Ozurgeti
