ახალი გურია • Ahali Guria

ახალი გურია • Ahali Guria

Share

კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა I გურია

საარჩევნო ნომერი - 4

02/03/2026

ოპოზიციური პარტიების ალიანსი გამარჯვების ერთობლივ სტრატეგიაზე და ურთიერთთანამშრომლობის წესებზე შეთანხმდა.
დღეს, საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები გამარჯვების საერთო სტრატეგიაზე და თანამშრომლობის წესებზე შეთანხმდნენ.
ოპოზიციის ალიანსი მიზნად ისახავს ბიძინა ივანიშვილის ავტოკრატიული რეჟიმისგან საქართველოს გათავისუფლებას, ევრო-ატლანტიკური კურსის აღდგენას და ამ გზით, საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრიობის გადარჩენას.
ალიანსის წევრი პარტიებია: ახალი, გირჩი - მეტი თავისუფლება, დროა, ევროპული საქართველო, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, თავისუფლების მოედანი, სტრატეგია აღმაშენებელი და ფედერალისტები.

ოპოზიციის ალიანსი შეთანხმდა, რომ დღეს მიმდინარეობს სასიცოცხლო ბრძოლა საქართველოს ისტორიული, ცივილიზაციური არჩევანის შესახებ, რომლითაც გადაწყდება, თუ „რკინის ფარდის“ რომელ მხარეს აღმოჩნდება ქართველი ხალხი შემდეგი ათწლეულების განმავლობაში.

ოპოზიციის ალიანსის სტრატეგიული მიზანია საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის მობილიზება მშვიდობიანი პროტესტისა და რეჟიმის დემონტაჟისთვის.

შეთანხმების ძირითადი პრინციპებია:

• ერთობა ერთფეროვნების გარეშე: პარტიები ინარჩუნებენ იდეოლოგიურ იდენტობას, თუმცა თანხმდებიან ერთიან საკომუნიკაციო და საპროტესტო სტრატეგიაზე.
• დემოკრატიული ალტერნატივა: ალიანსი თანხმდება, რომ ავტოკრატიულ რეჟიმს მხოლოდ მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებული დემოკრატიული ალტერნატივა დაამარცხებს;
• მიზნის მიღწევის გზა: პროტესტის გაფართოება, საერთაშორისო წნეხის გაძლიერება და დემოკრატიული, სანდო ალტერნატივის შეთავაზება ქართველი ხალხისთვის.
ქცევის კოდექსი და პასუხისმგებლობა: დოკუმენტის უმნიშვნელოვანესი ნაწილია ქცევის კოდექსი, რომელიც აწესრიგებს ხელმომწერ პარტიებს შორის თანამშრომლობის წესებს მყარი ერთობის უზრუნველსაყოფად;

პარტიები აღიარებენ ერთმანეთს თანასწორ პარტნიორებად და თანხმდებიან, რომ საერთო მიზნის მისაღწევად კოორდინირებული მოქმედება სტრატეგიული აუცილებლობაა.

ოპოზიციის ალიანსი იბრძოლებს ბოლომდე - პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებამდე და თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების მოპოვებამდე.

Photos from ახალი გურია • Ahali Guria's post 12/02/2026

ნიკა გვარამია თავისუფალია

02/09/2025

ამ ბიჭებს სჯიან ქვეყნის თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვისთვის.
არა რუსულ რეჟიმს!
#დაიცავიუვიზო
#დაიცავიდამოუკიდებლობა
მსვლელობა თსუ-დან პარლამენტამდე
13 სექტემბერი, 19:00 საათი
📣დარეგისტრირდი და გააძლიერე წინააღმდეგობა - https://joinresistance.ge/

02/09/2025

დღეს, ივანიშვილის რუსული რეჟიმის სასამართლომ პატიმრობაში გაუშვა თავისუფლებისთვის მებრძოლი პატრიოტები. ადამიანები, რომლებიც მიუხედავად დიდი წნეხისა და ძალადობისა, ვერ გატეხეს.

არც ერთი პოლიტიკური პატიმარი არ დარჩება უკანონო ტყვეობაში იმ ვადით, რაც დღეს ე.წ. სასამართლომ დაადგინა.

სწორედ სინდისის პატიმრების გაუტეხელობა და თავდადება არის ჩვენი ბრძოლის მაგალითიც, რადგან სწორედ რეჟიმის თამაშის წესების არმიღებასა და მუდმივ წინააღმდეგობაზე გადის გამარჯვების გზაც.

ბრძოლა გამარჯვებამდე!

Photos from ახალი გურია • Ahali Guria's post 07/08/2025

დიდება გმირებს! 🇬🇪

06/08/2025

17 წელი აგვისტოს ომიდან | დიდება გმირებს! რუსეთი მტერია!

06/08/2025

დღეს მოსამართლისთვის წყლის შესხმის საქმეზე, ნიკა მელიას სასამართლო გაიმართა, რომელსაც ნიკა არ დაესწრო.

წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამო, ისედაც პატიმრობაში მყოფი მელია, ე.წ მოსამართლემ აღკვეთის სახით, კვლავ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

ბრალდების მტკიცებით, არსებობს რისკი, რომ ციხეში მყოფი მელია მტკიცებულებებს გაანადგურებს, მიიმალება ან ახალ დანაშაულს ჩაიდენს. აქედან გამომდინარე, პატიმრობამისჯილი ნიკა მელია, კვლავ პატიმრობაში დატოვეს.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას გატაცების ფაქტზე დღემდე არ მომხდარა რეაგირება, არ არის იდენტიფიცირებული და გამოკითხული არცერთი გამტაცებელი პოლიციელი. ასევე, არ მომხდარა მობილური ტელეფონის, მანქანაში დამონტაჟებული ვიდეოკამერებისა და სხვა პირადი ნივთების დაბრუნება.

15/07/2025

გუშინ დედაქალაქში თბილისის მერიის დანაშაულებრივი დაუდევრობისა და გულგრილობის-გამო ჩამოინგრა საცხოვრებელი კორპუსის სახურავი, რასაც ჩვენი 2 თანამოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.

ვუსამძიმრებთ ოჯახებსა და სრულიად საქართველოს.

04/07/2025

ე.წ. პრეზიდენტის პირით რეჟიმმა დაადასტურა, რომ ადგილობრივ არჩევნებად წოდებულ ყალბ, კრიმინალურ პროცესში პროდასავლური ძალების მონაწილეობა არის რეჟიმის გადარჩენისა და ცვლილებების გადავადების ერთადერთი გზა და რომ ამის მისაღწევად ყველანაირ გარიგებაზე წავლენ.

დადასტურდა ისიც, რომ პოლიტიკური ლიდერები რეალურად უსამართლოდ და მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დაატყვევეს, რომ მათ არ აღიარეს გაყალბებული არჩევნების შედეგები და არ ცნეს რეჟიმის ლეგიტიმაცია.

ნათელი გახდა, რომ რეჟიმი საკუთარი ლეგიტიმაციის ერთადერთ გზად განიხილავს პროდასავლური ძალების ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას და სწორედ ამ საკითხზე ვაჭრობს პოლიტიკური პატიმრების თავისუფლებით.

ჩვენი პოზიცია არის უცვლელი - არცერთ ეტაპზე არ ვაპირებთ რეჟიმთან თანამშრომლობასა და მათთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას. გამარჯვების გზა გადის ართანამშრომლობასა და წინააღმდეგიბაზე.

ბოლომდე!

28/06/2025

სოლიდარობა ელენეს! ✊🏼

ხვალ, 29 ივნისს, 20:00 საათზე პარლამენტთან! 🇬🇪🇪🇺

28/06/2025

გედი ფოფხაძე ელენე ხოშტარიას შიმშილობას უერთდება.
ამ რეჟიმთან ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობა მიუღებელია.

27/06/2025

პატიმრობაში მყოფ ნიკა მელიას 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

Want your business to be the top-listed Government Service in Ozurgeti?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Website

Address


Guria Street 23
Ozurgeti