ქალაქ ფოთის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახური

ქალაქ ფოთის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახური

Share

ქალაქ ფოთის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახური

Photos from ფოთის მერია / Poti City Hall's post 02/06/2026
31/05/2026

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გიწვევთ საბავშვო დღესასწაულზე!

ღონისძიების პროგრამა:

15:00 საათი
საზეიმო მსვლელობა არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებლის მარშ ბენდის თანხლებით;
მისამართი: აღმაშენებლის ქუჩა (ხიდი აღმაშენებლის ქუჩასა და თავდადებულის კვეთაზე) ;

ფოთის ცენტრალური პარკი:

ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, ატრაქციონები იმუშავებს უფასოდ 12:00 - 22:00 სთ-მდე.

15:15 -17:15 საათი
ანიმატორები და ზღაპრის გმირები;

15:20 – 19:30 საათი
კონცერტი -ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფის მონაწილეობით;

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო-შემოქმედებით ტურნე; საგანმანათლებლო პროგრამების პრეზენტაცია; შემოქმედებითი პერფორმანსები;

საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალის სივრცე-ნავების მასტერკლასი ბავშვებისთვის, სამაგიდე თამაშები, სახის მოხატვა და სხვადასხვა გასართობი აქტივობა;

აკაკი ჩხაიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის მოსწავლეთა გამოფენა, სახის მოხატვა;

მოსწავლე-ახალგაზრდობის შემოქმედების ცენტრთან არსებული ხატვის სტუდია ,,მზესუმზირების“ აღსაზრდელების ნამუშევრების გამოფენა, მასტერკლასი;

ნორჩ სალონელთა პერფომანსი - ,,მზისფერი სიმღერების ქალაქი“ - ქალაქ ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანება;

UCMAS Poti -ის საგანმანათლებლო პროგრამის პრეზენტაცია/ღია კარის დღე;

ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა;

15:20 -17:00 საათი
სპორტული სანახაობები;
სამაგიდო თამაშების კუთხე (ჭადრაკი, ნარდი, შაში);

19:30-21:30 საათი:
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ფოლკლორის ცენტრთან არსებული ბავშვთა საესტრადო ბენდი "გრიფი" ;

არჩილ ხორავას სახელობის სკოლისგარეშე სახელოვნებო სასწავლებელთან არსებული ჯაზ ბენდი "PJ BAND";

გელოდებით პატარებს, ხალისიანი და ბედნიერი დღის გასატარებლად!

#გაუღიმეშენსქალაქს

Photos from ბექა ვაჭარაძე / Beka Vacharadze's post 31/05/2026
31/05/2026
31/05/2026
28/05/2026

2026 წლის 29 – 31 მაისს ქალაქ თბილისში გაიმართება საერთაშორისო ტურნირი კარატეში.

ტურნირი ჩატარდება კატა-კუმიტეში ყველა ასაკობრივ ჯგუფსა და წონაში.

ტურნირზე მონაწილეობას მიიღებს აღმოსავლური ორთაბრძოლების კარატეს სკოლის 3 ფოთელი სპორტსმენი: ლიზი კუპრავა, ლაშა კუპრავა და ნინო ლიპარტია.
მწვრთნელი ბაჩუკი სულამანიძე,
სკოლის მენეჯერი ზაზა ქოიავა.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახური წარმატებებს უსურვებს ფოთელ სპორტსმენებს.

25/05/2026

#ფოთის ცენტრალურ მოედანზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ღონისძიების სტუმრებს შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებს შესთავაზებენ.

პროგრამა
11:00-18:00 - საბავშვო და შემეცნებითი აქტივობები; ფოტოზონა ,,მე პატარა მეზღვაური ვარ“; გემის სიმულატორი; თამაში „გემის უსაფრთხო ნავიგაცია“; აფრიანი ნავის და შუქურების გამოფენა; საქართველოს საზღვაო რუკების გამოფენა;

11:00 – 18:00 - სამხედრო ტექნიკის გამოფენა; ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა;

13:00 – 18:00 - კოსტუმირებული მსახიობების მსვლელობა დრამერების თანხლებით; შემოქმედებითი და გასართობი აქტივობები;

13:30 – 14:30 - კოლხეთისა და გურიის ეროვნული პარკების მიმდებარედ მცხოვრები, კონკურსში - "ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას" - მონაწილე სკოლების მოსწავლეების დაჯილდოება საბავშვო სივრცეში.

13:30 -13: 50 - კონცერტი; საზღვაო აკადემიის ბენდი;

14:30 – 16:30 - ადგილობრივი შემსრულებლების საკონცერტო პროგრამა;

15:00- 2025-2026 სასწავლო წლის საუკეთესო კურსდამთავრებულთა დაჯილდოება;

17:10 – 17:15 - საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

17:20 – გალა კონცერტი.

Photos from ქალაქ ფოთის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახური's post 25/05/2026

2026 წლის 23-24 მაისს სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში გამართულ საერთაშორისო რეგატაზე წარმატებით იასპარეზეს ფოთელმა ნიჩბოსან-კანოისტებმა: საბა მალანიამ და სანდრო ჭოჭუამ, რომლებმაც მოიპოვეს 3 ოქროსა და 1 ვერცხლის მედლები.
მწვრთნელები: ზურაბ მალანია, მურმან მალანია.

I ადგილი
საბა მალანია, 16-წლამდელთა ასაკობრივ ჯგუფში, 200-მეტრ, 500-მეტრ და 1000 მეტრ დისტანციებზე - ოქროს მედალი

II ადგილი
სანდრო ჭოჭუა,18-წლამდელთა ასაკობრივ კატეგორიაში 200-მეტრიან დისტანციაზე - ვერცხლის მედალი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახური მიღწეულ წარმატებას ულოცავს ნიჩბოსნებს, მათ მწვრთნელებსა და კანოე კაიაკის სასპორტო სკოლის მენეჯერს მურმან მალანიას.

Want your business to be the top-listed Government Service in Poti?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Address


ქალაქი ფოთი წმინდა ნინოს N4
Poti
4400