01/06/2026
ფოთში „დრაგონ ბოათის ევროპის თასი’’ გაიმართა, რომელზეც 10 ქვეყნის 300-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
ტურნირზე ფოთის გუნდმა U24 open-ში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
„დრაგონ ბოათის ევროპის თასი’’ გასულ წელს საქართველოში პირველად ჩატარდა. ტურნირს ბათუმმა უმასპინძლა.
26/05/2026
სლოვაკეთის საერთაშორისო რეგატაზე წარმატებით იასპარეზეს ფოთელმა კანოისტებმა:
საბა მალანია, 16-წლამდელთა ასაკობრივ ჯგუფში, 200-მეტრ, 500-მეტრ და 1000 მეტრ დისტანციებზე - ოქროს მედალი 🥇🥇🥇
სანდრო ჭოჭუა,18-წლამდელთა ასაკობრივ კატეგორიაში 200-მეტრიან დისტანციაზე - ვერცხლის მედალი 🥈
პირადი მწვრთნელები: ზურაბ მალანია, მურმან მალანია.
კანოე კაიაკის სასპორტო სკოლის მენეჯერი მურმან მალანია.
17/05/2026
თბილისში მიმდინარე სამბოს ევროპის ჩემპიონატზე ელიზბარ თურქიამ მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა 👏🇬🇪
პირადი მწვრთნელები: ზურაბ ძაძამია,კოსტანტინე ხუბუტია
ჭიდაობის კომპლექსური სკოლის მენჯერი:გრიგოლ გუგუშვილი
04/05/2026
წარმატება მსოფლიო ასპარეზზე!🥇🥇🥉 🇬🇪✊
🇬🇪 ფოთელი სპორტსმენი, მაკა გაბესკირია საქართველოს ტაიძის (Taiji) ნაკრების შემადგენლობაში ბულგარეთის ქალაქ ბურგასში, მსოფლიოს ტაიძი ცუანის მე-5 ჩემპიონატზე მონაწილეობდა, სადაც 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
🥋 ტურნირში მსოფლიოს 44 ქვეყნის 400-მდე საუკეთესო სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას.
🔹 მწვრთნელი: ვასილ დუნდუა
🔹 სკოლის მენეჯერი: ზაზა ქოიავა
03/05/2026
🤼🏆 დასრულდა წალენჯიხის ახალგაზრდული რეგიონალური ფესტივალი თავისუფალ და ქვიშის ჭიდაობაში, სადაც წარმატებით იასპარეზეს ფოთელმა სპორტსმენებმა:
🤼 ქვიᲨის Ჭიდაობა:
🥈 დათო გაფრინდაᲨვილი (45 კგ.) - ვერცხლის მედალი;
🥉 დავით სიᲭინავა (45 კგ.) - ბრინჯაოს მედალი.
🤼 თავისუფალი Ჭიდაობა:
🥉 ინვერი ნიკოლავა (60 კგ.) - ბრინჯაოს მედალი;
🥉 ლევან დადიანი (71 კგ.) - ბრინჯაოს მედალი;
🥉ნიკოლოზ ხუნჯუა (55 კგ.) - ბრინჯაოს მედალი;
🥉 ზაზა ბაბილუა (71 კგ.) - ბრინჯაოს მედალი.
🔹 ️მწვთნელები: ზაზა ბერაია და გიორგი შამათავა
🔹 ️სკოლის მენეჯერი: გრიგოლ გუგუშვილი
30/04/2026
🏆🚣♂️🇬🇪📍🇦🇿 აზერბაიჯანში გრძელდება პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის 103 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საერთაშორისო რეგატა, სადაც 500 მეტრ დისტანციაზე ოქროს მედალი მოიპოვა ფოთელმა ნიჩბოსანმა, საბა მალანიამ 🥇
• მწვრთნელი და სკოლის მენეჯერი: მურმან მალანია
29/04/2026
🚣♂️🇬🇪📍🇦🇿 აზერბაიჯანში მიმდინარეობს პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის 103 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საერთაშორისო რეგატა, სადაც 200 მეტრ დისტანციაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ფოთელმა ნიჩბოსანმა, საბა მალანიამ 🥉
🏆 აღსანიშნავია, რომ ტურნირში 20-ზე მეტი ქვეყნის 300-მდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.
მწვრთნელი და სკოლის მენეჯერი: მურმან მალანია
22/04/2026
🥋🏆 სერბეთში მიმდინარე სამბოს ევროპის ჩემპიონატზე ჭაბუკებში, 98 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ფოთელმა სპორტსმენმა, ნიკოლოზ დგებუაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა! 🥉
მწვრთნელები: ბექა ბუცხრიკიძე და ლევან გვასალია.
სკოლის მენეჯერი: გრიგოლ გუგუშვილი
01/04/2026
გილოცავთ!! ✊️✊️
ფოთის ისტორიაში პირველად ჩვენმა სპორტსმენმა, გვანცა ქარჩავამ სენეგალში გასამართი ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა 🇬🇪👏👏
გვანცა მსოფლიოს 12 საუკეთესო უშუისტ გოგონათა შორის მოხვდა 👏👏
პირადი მწვრთნელი: ვასილ დუნდუა
საბრძოლო ხელოვნებათა სკოლის მენეჯერი: ზაზა ქოიავა