23/04/2026
ნიკო ნიკოლაძის სახელობის ფოთის N2 საჯარო სკოლა
Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ნიკო ნიკოლაძის სახელობის ფოთის N2 საჯარო სკოლა, Public School, ნინო ჟვანიას 9, Poti.
'' . . . კოკისპირულად წვიმს, ცა თითქოს არც ფიქრობს გახსნას შუბლი. სივრცეს გასცქერის და ფიქრს მისცემია ქალაქის თავი."
-დიახ, ხვალ ნიკო ნიკოლაძეს განსაკუთრებული სამუშაო დღე აქვს.
'' მოშორებით ლაზარევის (ახლანდელი ნინო ჟვანიას) და იმერეთის ქუჩის შესაყარში ოთხნი იდგნენ: ნ. ნიკოლაძე, გ. დიდია, კ.მიქაბერიძე (ექიმი), რ. კონოვალოვი (არქიტექტორი) ყველა შესცქეროდა ნ. ნიკოლაძეს, რომელმაც მდუმარება დაარღვი
23/04/2026
23/04/2026
დედამიწის დღესთან დაკავშირებით,სკოლის სააქტო დარბაზში მეათე კლასის მოსწავლეებისთვის მოეწყო დოკუმენტური ფილმის „პლასტმასის ოკეანის“, რომლის მიზანი იყო საზოგადოების ინფორმირება პლასტმასის ზიანისა და მისი გარემოზე მავნებლობის შესახებ.
დოკუმენტური ფილმი მოგვითხრობს მსოფლიო ოკეანეებში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ, მათი დაბინძურების მასშტაბებს აჩვენებს და რეალურ მაგალითებზე დაყრდნობით ასახავს სიტუაციას სხვადასხვა ქვეყანაში.
23 აპრილი - წიგნის საერთაშორისო დღე
წიგნის კითხვით გაერთიანებულმა მე_9 კლასის მოსწავლეებმა (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი_მაკა ვაშაკიძე) განსაკუთრებული ლიტერატურული თავგადასავალი გამოიარეს.
14 თებერვალს,წიგნის ჩუქების დღეს, კენჭისყრის პრინციპით, ერთმანეთს აჩუქეს წიგნები.
ორი თვის განმავლობაში თითოეული მოსწავლე პერსონაჟებთან ერთად მოგზაურობდა, ფიქრობდა, განიცდიდა.
23 აპრილს, წიგნის საერთაშორისო დღეს, მოსწავლეებმა კოდევ ერთხელ მოიყარეს თავი თბილ და მეგობრულ გარემოში, ერთმანეთს გაუზიარეს წაკითხული წიგნებისგან მიღებული შთაბეჭდილებები და ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები. მათ ერთმანეთში წიგნებთან ერთას ემოციებიც გაცვალეს, კითხვა რომ გააგრძელდეს,ახალი სამყარო აღმოაჩინონ.
ღონისძიებას განსაკუთრებული ელფერი შემატა მშობლის(თამუნა წურწუმია) მიერ სიყვარულით მომზადებულმა ნიკოლოზ ბარათაშვილის პოემით შთაგონებული ტორტი მოსწავლეებისთვის კიდევ უფრო ამაღელვებელი იყო.
,,ბედი ქართლისა" და ამ პოემის ილუსტრაციები გახდა მოსწავლეებისთვის კიდევ ერთხელ იქცა მოტივატორად და გააცოცხლეს ეპიზოდები პოემიდან.
ასე იქცა ეს დღე არა მხოლოდ წიგნების გაზიარების ,არამედ ლიტერატურის, შემოქმედებისა და სიყვარულის ნამდვილ ზეიმად.❤️
22/04/2026
სკოლაში მე-9 კლასებს შორის გეოგრაფიაში ჩატარდა ვიქტორინა.ვიქტორინის მიზანი იყო:
* ცოდნის შემოწმება და შეფასება
* ახალი ინფორმაციის სწავლა თამაშის ფორმით
* მოსწავლეთა/მონაწილეთა ჩართულობის გაზრდა
* ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარება
* გუნდური მუშაობის უნარების გაძლიერება
* მოტივაციის ამაღლება და სწავლისადმი ინტერესის გაღვივება. ვიქტორინაზე ეხებოდა:
1) მსოფლიოს დროშები;
2)მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქები;
3) მსოფლიოს ქვეყნების კონფიგურაციები; 4)საქართველოს ღირშესანიშნაობები;
5) მსოფლოს ქვეყნების ღირშესანიშნოებები .
ასევე მოსწავლეებს მიეცათ დავალებები ობიექტების კოორდინატებისა და მასშტაბების მიხედვით მანძილის განსაზღვრის შესახებ. მოსწავლეები მუშაობდნენ მთელი მონდომებით .გამარჯვებული გუნდი გახდა IXგ კლასის გუნდი. ვიქტორინას ხელმძღვანელობდა გეოგრაფიის მასწავლებელი- ნანა გოგელია.
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Contact the business
Website
Address
ნინო ჟვანიას 9
Poti
4400
