01/06/2026
💫 Ტრადიცია უცვლელია!
✅ ქ. ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანებაში ქალაქ ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით ჩატარდა 2025-2026 სასწავლო წლის წარმატებულ კურსდამთავრებულთა დაჯილდოება.
🥇 Ჩვენი სკოლის ოქროს მედალოსანს , ნიკოლოზ ბენდელიანს, რევაზ ჩხარტიშვილის სახელობის საქველმოქმედო ფონდი "ნეოიბერიას" რჩეულ მოსწავლეს გადაეცა დიპლომი და ფულადი ჯილდო.
💫 ნელი გეგეშიძის სახელობის ფონდის გადაწყვეტილებით, დიპლომი და ფულადი პრემია გადაეცა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულს, მარიამ გოგოხიას.
💫 APM Terminals Poti - ს რჩეული კი გახდა, ასევე წარმატებული კურსდამთავრებული, მარი ჩიქოვანი, რომელსაც დიპლომი და ტაბლეტი გადაეცა.
🌟 ვულოცავთ მათ ამ მნიშვნელოვან წარმატებას, ვუსურვებთ კიდევ ბევრ საგანმანათლებლო მიღწევებს! ❣️❣️❣️
29/05/2026
💫 ბავშთა უფლებების კვირეული!
✅კვირეულის ფარგლებში, ისტორიის მასწავლებელმა მარიკა წოწონავამ გამართა ინტერაქტიული შეხვედრა VIა კლასის მოსწავლეებთან.
💫 „ფერადი ბავშვობისთვის“ — ეს არის პრეზენტაცია ბავშვთა უფლებებზე, თანასწორობასა და იმ საზოგადოების შექმნაზე, სადაც თითოეული ბავშვი დაცულ, თავისუფალ და სიყვარულით სავსე გარემოში იზრდება. საუბარი შეეხო განათლების, უსაფრთხოების, მუდმივი მხარდაჭერისა და საკუთარი აზრის გამოხატვის უფლებას — იმ ფუნდამენტურ ფასეულობებს,რომლებიც ბავშვობას ნამდვილად ფერადსა და ბედნიერს ხდის. 🌏👨👩👧👦🌈🌞
Marika Wowonava
✅️ მოსწავლეებმა აქტიურად გამოხატეს საკუთარი აზრები, სურვილები და ხედვები იმაზე, თუ რა არის მათთვის მნიშვნელოვანი სკოლასა და ქალაქში.
#გაუღიმეშენსქალაქს
29/05/2026
💫 ბავშთა უფლებების კვირეული!
✅კვირეულის ფარგლებში, სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა მირანდა ესებუამ გამართა ინტერაქტიული შეხვედრები Vა და Vბ კლასის მოსწავლეებთან. VII კლასის მოსწავლეებმა, ელენე კალაუსოვმა და ანასტასია კვიკვიძემ, VIბ კლასში ჩაატარეს პრეზენტაცია თემაზე "ადამიანის უფლებები ბავშვების თვალით".
✅️ მოსწავლეებმა აქტიურად გამოხატეს საკუთარი აზრები, სურვილები და ხედვები იმაზე, თუ რა არის მათთვის მნიშვნელოვანი სკოლასა და ქალაქში.
#გაუღიმეშენსქალაქს
27/05/2026
💫 დღეს ჩვენს სკოლაში საზეიმო განწყობაა❣️❤️
✅️ როგორც უკვე იცით, ჩვენი სკოლის მომღერალთა გუნდი ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების X ეროვნული კონკურსის ვერცხლის პრიზიორი გახდა. სწორედ ამიტომ, ჩვენს სკოლას ეწვია ქალაქ ფოთის რესურსცენტრის დირექტორი ქალბატონი ლანა ტუღუში. მან პირადად მიულოცა მოსწავლეებსა და მათ ხელმძღვანელს, ლოტბარ რომეო ზარქუას, ეს წარმატება და სკოლის დირექტორთან, ქალბატონ სოფიო ჭაჭიასთან‚ ერთად გადასცა სიგელები. ❤️❤️❤️
27/05/2026
💫 ბავშთა უფლებების კვირეული!
✅ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილების ინიციატივით, გაიმართა ინტერაქტიული შეხვედრა N11 საჯარო სკოლის Vბ კლასის მოსწავლეებთან.
შეხვედრა ჩატარდა არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით და მოიცავდა სხვადასხვა აქტივობას:
🔹 გაცნობით და გუნდურ თამაშებს;
🔹 აქტივობას -„საჭიროება თუ სურვილი?“;
🔹 „უფლებების ქსელს“;
🔹 ინტერაქტიულ დისკუსიებს ბავშვთა უფლებებისა და თანასწორობის შესახებ.
✅️ მოსწავლეებმა აქტიურად გამოხატეს საკუთარი აზრები, სურვილები და ხედვები იმაზე, თუ რა არის მათთვის მნიშვნელოვანი სკოლასა და ქალაქში.
შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ბავშვებისთვის უსაფრთხო, მეგობრული და თანასწორი გარემოს შექმნა, სადაც თითოეული ბავშვის ხმა მნიშვნელოვანია.
📌 ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილება განაგრძობს სკოლებში საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას, რათა ხელი შეუწყოს ბავშვთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
#გაუღიმეშენსქალაქს
27/05/2026
✅ 26 მაისს, ტრადიციულად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 2025-2026 სასწავლო წლის საუკეთესო კურსდამთავრებულები ქალაქის თვითმმართველობამ საზეიმო ვითარებაში, ფოთის ცენტრალურ მოედანზე, დააჯილდოვა.
🎓 ქალაქ ფოთის №11 საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები:
🎓 სოფიკო თოდუა 🥇
🎓 ნიკოლოზ ბენდელიანი 🥇
🥇 🥇 განათლების სფეროში მიღწეული უმაღლესი აკადემიური შედეგისთვის მათ ოქროს მედლები დაიმსახურეს! ❤️ ❤️
✅️ ვულოცავთ ჩვენს მედალოსნებს! ❤️❤️
ვუსურვებთ მათ Წარმატებულ და ნათელ მომავალს! ❤️❤️ გვჯერა, რომ უდიდეს წვლილს შეიტანთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში! გვეამაყებით! ❤️❤️❤️
25/05/2026
💜 დღეს განსაკუთრებული დღეა - დღე, როცა სიყვარულით, მონდომებითა და უამრავი პატარა გამარჯვებით სავსე პირველი კლასი დავასრულეთ. თითქოს გუშინ იყო, როცა ეს პატარა ხელები პირველად მოეჭიდა წიგნებს, დღეს კი უკვე ერთი დიდი ნაბიჯი გადაიდგა ცოდნისა და ოცნებების გზაზე.
💜 გილოცავთ პირველი კლასის წარმატებით დასრულებას! 💜💜💜
Პირველი კლასის ხელმძღვანელი: ეკა ჩიქობავა Eka Chikobava
20/05/2026
🔔🔔
"დღეს ბოლო ზარია...
სინამდვილეში, ეს ახალი გზის პირველი ხმაა.
🏫 Სკოლაში თქვენ მხოლოდ საგნები არ გისწავლიათ‚ ისწავლეთ მეგობრობა, დაცემა და წამოდგომა, ერთმანეთის გვერდით დგომა, პასუხისმგებლობა და საკუთარი თავის პოვნა.
📝 ცხოვრებაში ყველაზე დიდი ნიშნები ჟურნალში არ იწერება - ისინი ადამიანობაში ჩანს.
არ შეგეშინდეთ შეცდომების❣️ არ დაკარგოთ სიკეთე❣️ სამყარო სწორედ ასეთ ადამიამებს იმახსოვრებს.
სადაც არ უნდა წახვიდეთ, დარჩით ადამიანებად - ეს ყველაზე დიდი წარმატებაა❣️❣️❣️
✅️ Მე დღეს გულით ამაყი ვარ თქვენით.
თქვენ ყოველთვის დარჩებით ჩემი სადამრიგებლო კლასი - ძალიან განსაკუთრებული კლასი❣️❤️
Ბედნიერი გზა‚ ჩემო ბავშვებო❣️❣️❣️"❤️❤️❤️
დიდი Სიყვარულით მეთორმეტე კლასის დამრიგებელი მირანდა ესებუა.
Miranda Esebua
გილოცავთ ყველას❣️❤️❤️❤️