07/09/2022
🔈ქალაქი ფოთი, წელს პირველად, ფეინთბოლში ჩემპიონატს უმასპინძლებს !
🤝ტურნირი 8 სექტემბერს ,13:00 საათზე, ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მალთაყვის ტყე-პარკის ტერიტორიაზე გაიმართება.
✅ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 15-29 წლის ახალგაზრდებს.
📌 დაინტერესებულმა პირებმა, ტურნირში მონაწილეობის მისაღებად, ინფორმაცია ( სახელი, გვარი-პირადობის/დაბადების მოწმობის ასლი, საკონტაქტო ტელეფონი) უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე- [email protected].
↘️ფეინთბოლი არის ექსტრემალური, ტექნიკურ-სპორტული თამაში, რომელიც წარმოადგენს საბრძოლო ქმედებების იმიტაციას განსაზღვრულ ტერიტორიაზე. ამისათვის გამოიყენება სპეციალური პნევმატური იარაღი (ე.წ. მარკერი) და საღებავიანი ჟელატინის ბურთულები. თამაშები მიმდინარეობს ტყეებში, ღია მოედნებზე, შენობებში, ბუნებრივი და ხელოვნური ბარიერებისა და საფარების გამოყენებით.
დამატებითი კითხვებისთვის დარეკეთ:
☎️591 41 75 24 მითითებულ ნომერზე.
23/08/2022
2022 წლის 24 აგვისტოს 13:00 საათზე ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში გიწვევთ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდის" , იმუნიზაციასა და ვაქცინალოგიის ასოციაციის და ქალაქ ფოთის კულტურისა და სპორტის სამსახურის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე.
გაეროს ბავშვთა ფონდის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ქალაქ ფოთის მუნიუციპალიტეტის პარტნიორობით არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგჰენდი’’იმუნიზაციისა და ვაქცინოლოგიის ასოციაციასთან ერთად მოზარდებისთვის ახორციელებს მოხალისეობრივ საგანმანათლებლო პროექტს-,,საქართველოს ახალგაზრდები ვაქცინაციისთვის”.
პროექტის მიზანია მოხალისეობის პოპულარიზაცია, და ასევე ვაქცინაციის შესახებ მოზარდების ინფორმირება, მათი ჩართულობისა და მონაწილეობის გაზრდა, რათა ხელი შეუწყოთ ვაქცინაციის მაჩვენებლის გაზრდას. შეხვედრაზე მოზარდი მოხალისეები დამსწრე აუდიტორიას პროგრამის ფარგლებში მიღწეულ წარმატებას გაუზიარებენ და ისაუბრებენ მომავალ გეგმებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო აქტივობებზე.
დასწრება თავისუფალია.
17/08/2022
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურის ეგიდით, ორმა ფოთელმა ახალგაზრდამ მეგი კუციამ და მარიამ ჩაჩუამ მონაწილეობა მიიღო წყალტუბოში გამართულ სამდღიან ტრენინგში. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ-ჰენდი" იმუნიზაციისა და ვაქცინოლოგიის ასოციციასთან ერთად მოზარდებისთვის განახორციელა მოხალისეობრივ-საგანმანათლებლო პროექტი "საქართველოს ახალგაზრდები ვაქცინაციისთვის".
დატრენინგებული ახალგაზრდები თვითონვე დაატრენინგებენ ფოთელ ახალგაზრდებს. სწორედ ამ
პროგრამის ფრაგლებში 16 აგვისტოს, სპორტისა და კულტურის სამსახურის მხარდაჭერით ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში შედგა პირველი საიფორმაციო კამპანია.
#იმუნიზაცია
#იმუნიზაციისადავაქცინოლოგიისასოციაცია
#მოზარდებისთვის
#ახალგაზრდებისთვის
#ჰელფინგჰენდი
#სპორტისადაახალგაზრდობისსაქმეთაგანყოფილება
17/08/2022
🏖 ზაფხულის თამაშები იწყება! 🏖
🏀 ზაფხულის თამაშების ფარგლებში, 18-19 აგვისტოს, ფოთის საცურაო კომპლექსის სპორტდარბაზში ჩატარდება კალათბურთის ტურნირი 3X3-ზე, რომელშიც 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
🕛 დასაწყისი: 12:00 საათი.
✅ დასწრება თავისუფალია
16/08/2022
#ჩაერთესაგანმანათლებლოპროექტში
#წყლისმოხალისეადვოკატები
📘 გინდა, გახდე ახალგაზრდული მოხალისეობრივი პროექტის მონაწილე?
🔷 ჩაერთო შემეცნებით აქტივობებში და აკეთო საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმე?
⤵️ მაშინ, ეს კონკურსი შენთვისაა:
💧 გაეროს ბავშვთა ფონდი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდთან’’ პარტნიორობით იწყებს ახალ საგანმანათლებლო პროექტს: ,,მოხალისე წყლის ადვოკატები’’.
☀️ მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს ელექტრონულად, 25 აგვისტოს ჩათვლით. იხილეთ სარეგისტრაციო ბმული:
https://forms.gle/C6sKUvZ8KAeuCXaL6
💦🌍 პროექტის მიზანია მოზარდების უფლებების დაცვა და ხელშეწყობა უსაფრთხო სასმელ წყალზე. პროგრამის ფარგლებში მოზარდი მოხალისეები მიიღებენ შესაბამის ცოდნას უსაფრთხო წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის ძირითად საკითხებზე და ადვოკატირების პრინციპებზე და ინსტრუმენტებზე, რათა მათ შეძლონ თავიანთ თემებსა თუ სკოლებში აღმოაჩინონ არსებული პრობლემები და მოახდინონ მათი გაუმჯობესების ადვოკატირება, ასევე უსაფრთხო ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვა.
💡 🧪 პროექტი განხორციელდება სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიასა და აჭარაში.
📥 პროექტში კონკურსის გზით შეირჩევიან 13-დან 18 წლამდე ასაკის მონაწილეები, რომლებიც ,,მოხალისე ადვოკატებად’’ გადამზადდებიან.
#მოზარდებისთვის
#ახალგაზრდებისთვის
#ჰელფინგჰენდი
#მოხალისეწყლისადვოკატები
#მოხალისეებიპირველებიმოქმედებენ
Helping Hand
ამ სივრცეში ყველაზე მეტი მოხალისე და სამოქალაქო ორგანიზაციაა. მოახდინე ცვლილებები დღეს
08/08/2022
მიმდინარე წლის 2-7 აგვისტოს ბათუმში გაიმართა საერთაშორისო ტურნირს უშუ-ში, სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ 8 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი. კერძოდ: ლატვია, უზბეკეთი, სომხეთი, ყაზახეთი, ისრაელი, ეგვიპტე, ინდოეთი და საქართველო.
აღსაღნიშნავია ის ფაქტი რომ აღნიშნულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს ფოთელმა სპორტსმენებმა.
1. მეგი აფხაზავა - 1 ოქრო - საჩვენებელი გამოსვლა ნანცუანი
2. ანდრია გუგუშვილი - 1 ოქრო და 1 ვერცხლი - ჩან ცუანი
3. ილია დანელია - 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო - ნანცუანი
4. საბა ნოზაძე -1 ბრინჯაო - ჩან ცუანი
5. გიორგი გაბელაია - 1 ბრინჯაო - ნანცუანი
6. საბა გოგია - 1 ოქრო და 3 ბრინჯაო - ჩან ცუანი
7. გვანცა ქარჩავა - 3 ვერცხლი - ჩან ცუანი
8. მარიამ არზიანი - 2 ოქრო - ჩან ცუანი
9. სოფიკო აფხაზავა - 2 ოქრო და 1 ბრინჯაო - ჩან ცუანი
10. მათე კორთხონჯია - 1 ოქრო და 1 ვერცხლი - ჩენ ტაიჩი
11. ანი ხურცილავა - 1 ოქრო - იან24ფ. ტაიცძი
12. მაკა გაბესკირია - 2 ოქრო - ჩენ ტაიჩი
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტსი კულტურისა და სპორტის სამსახური წარმატებას ულოცავს სპორტსმენებს, მათ მწვრთნელებს ვასილ დუნდუას, ნუგზარ ნიკოლენკოს და მაკა გაბისკირიას და სკოლის მენეჯერს ზაზა ქოიავას.
07/08/2022
მიმდინარე წლის 9 აგვისტოს მალთაყვის პლაჟზე სტარტს აიღებს ქალაქ ფოთის პირველობა პლაჟის ფეხბურთში ნუგზარ ტყებუჩავას სახელობის თასზე, სადაც მონაწილეობას მიიღებენ : ხობის, სენაკის, მარტვილის, ჩხოროწყუს, ლანჩხუთისა და ფოთის 16-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები გუნდები.
კენჭისყრის შედეგად გუნდები გადანაწილდნენ 2 ქვეჯგუფად.
I ქვეჯგუფი:
სენაკის ,,ეგრისი’’
ფოთის ,,კოლხეთი 1’’
ჩხოროწყუ
ხობის ,,კოლხეთი 1’’
II ქვეჯგუფი:
ფოთის ,,კოლხეთი 2’’
ლანჩხუთის ,,ასაურა’’
მარტვილის საფეხბურთო აკადემია
ხობის ,,კოლხეთი 2’’
გუნდები ქვეჯგუფებში ჩაატარებენ 3-3 თამაშს. ქვეჯგუფებში I ადგილზე გასული გუნდები ფინალურ ორთაბრძოლაში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, რომელიც გამოავლენს პირველობის გამარჯვებულს და მეორე ადგილოსანს. ხოლო ქვეჯგუფებში მე-2 ადგილზე გასული გუნდები იბრძოლებენ მე-3 საპრიზო ადგილისათვის.
ფინალური ეტაპის მატჩები გაიმართება 12 აგვისტოს, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს.
გამარჯვებული და საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებითა და სადგამი დიპლომებით.
07/08/2022
დღეს ოქროს ტბაზე გაიმართა ხათუნა კორკელიას სახელობის თასის გათამაშება წყალსათხილამურო სპორტში. მედლები გათამაშდა ფიგურულ სრიალში და სლალომში.
გამარჯვებულები და საპრიზო ადგილზე გასული მოზარდები დაჯილდოვდნენ თასებით, მედლებითა და დიპლომებით.
ფიგურული სრიალი გოგონები - უმცროსი ჯგუფი
1. მარი ჩაჩიბაია - პირველი ადგილი
2. ანასტანია რევიშვილი - მეორე ადგილი
3. ქეთი კარბელაშვილი - მესამე ადგილი
ფიგურული სრიალი ბიჭები - უმცროსი ჯგუფი
1. ლუკა შონია - პირველი ადგილი
2. გიორგი კარბელაშვილი - მეორე ადგილი
3. ალექსანდრე ჭანტურია - მესამე ადგილი
ფიგურული სრიალი გოგონები - უფროსი ჯგუფი
1. გვანცა გორდელაძე - პირველი ადგილი
2. მარი რევიშვილი - მეორე ადგილი
3. ლიზი ჩაჩიბაია - მესამე ადგილი
ფიგურული სრიალი ბიჭები - უფროსი ჯგუფი
1. ცოტნე ბერაია - პირველი ადგილი
2. გიორგი შონია - მეორე ადგილი
3. ნიკა კარბელაშვილი - მესამე ადგილი
სლალომი - უფროსი ჯგუფი
1. ცოტნე ბერაია - პირველი ადგილი
2. გიორგი შონია - მეორე ადგილი
3. ნიკა კარბელაშვილი - მესამე ადგილი
ხათუნა კორკელიას თასი გადაეცა ცოტნე ბერაიას.