10/04/2026
🦅 ჭაობების მუდმივი მცველი
ჭაობის ძელქორი (Marsh Harrier) შავი ზღვისპირეთის ჭარბტენიანი ეკოსისტემების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მტაცებელია, იგი აქ მთელი წლის განმავლობაში გვხვდება, თუმცა მიგრაციის პერიოდში მათი რაოდენობა განსაკუთრებით იზრდება.
⚠️ ეს სახეობა მნიშვნელოვან ეკოლოგიურ როლს ასრულებს: ნადირობს მღრღნელებსა და სხვა მცირე ცხოველებზე, რითაც ბუნებრივად არეგულირებს მათ პოპულაციას და ეკოსისტემის ბალანსს.
💡 იქ სადაც ჭაობის ძელქორია, სიცოცხლით სავსე და ჯანმრთელი ჭარბტენიანი ეკოსისტემაა.
👉 თუ გაინტერესებთ მსგავსი ფაქტები საქართველოს ბუნებაზე, მოიწონეთ ჩვენი გვერდი და გააზიარეთ პოსტი, რომ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს რამდენად განსაკუთრებულია ჩვენი შავი ზღვისპირეთი.
📍 ანაკლია, საქართველო
©️ შავი ზღვის ფრინველთა დაკვირვების ცენტრი
09/04/2026
🇬🇪
9 აპრილი - ხსოვნისა და თავისუფლების დღე!
🖤 დღეს, ჩვენ ვიხსენებთ მათ, ვინც საკუთარი სიცოცხლე ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას შესწირა.
🇬🇪 გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს, ფარავდეს ღმერთი!
09/04/2026
🐦 მერცხლები დაბრუნდნენ! გაზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო მაცნეები უკვე აქ არიან ✨
მათი გამოჩენა ნიშნავს, რომ თბილი დღეები ახლოვდება და ბუნება სრულად იღვიძებს.
სწრაფი ფრენა, ჰაერში ნადირობა და მუდმივი ჟრიამული მათ გაზაფხულის ნამდვილ სიმბოლოებად აქცევს, ხოლო მათი დანახვა განსაკუთრებულ შეგრძნებებს გვიღვიძებს!
💬 თქვენთან თუ გამოჩნდნენ მერცხლები?
გაგვიზიარეთ თუ რომელ ქალაქსა და სოფელში შენიშნეთ ისინი 👇
📸 თუ გიყვართ საქართველოს ბუნება და ფრინველები, მოიწონეთ და გააზიარეთ ჩვენი გვერდი, რადგან ხშირად გაგიზიარებთ მსგავს დაკვირვებებს შავი ზღვისპირეთიდან
06/04/2026
🦆 დღევანდელი კადრი შავი ზღვისპირეთიდან - ჭახჭახა იხვი - იხვინჯა (Garganey) სინქრონული ფრენისას ✨
ეს სახეობა ერთ-ერთი პირველი მიგრანტია, რომელიც გაზაფხულზე ბრუნდება და მისი გამოჩენა ბუნებაში სეზონის ცვლილების ერთ-ერთი საუკეთესო ნიშანია.
განსაკუთრებით შთამბეჭდავია მამრის თეთრი ზოლი თვალზე, რომელიც ფრენის დროსაც კი მკაფიოდ ჩანს.
👉 თუ თქვენც მოასწარით მათი ნახვა გაგვიზიარეთ კომენტარებში 📩
გთხოვთ მოიწონოთ ჩვენი გვერდი რათა მეტი გაიგოთ ფრინველების შესახებ!
📍 ფოთი, 6 აპრილი, 2026 📸
©️ შავი ზღვის ფრინველთა დაკვირვების ცენტრი
31/03/2026
🐦 ჩიტბატონებიც დაბრუნდნენ!
✨ დღეს ისევ გამოჩნდნენ ყველასათვის საყვარელი ფერადი ჩიტები - ჩიტბატონა - Goldfinch (Carduelis carduelis)
მათი დაბრუნება ნიშნავს, რომ გაზაფხული უკვე აქ არის 🌿
👉 თუ თქვენც შენიშნეთ, დაგვიკომენტარეთ 📩
📍 ფოთი, საქართველო 📸
30 მარტი, 2026
©️ შავი ზღვის ფრინველთა დაკვირვების ცენტრი
29/03/2026
🦢 დღეს შავი ზღვისპირეთში გადავიღეთ ულამაზესი სისინა გედი - Mute Swan (Cygnus olor) ✨
მიუხედავად იმისა, რომ გედებს ხშირად მშვიდ ტბებსა და მდინარეებთან ვაკავშირებთ, ისინი ხშირად გვხვდებიან ზღვის სანაპიროზეც, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში. შავი ზღვისპირეთი მათთვის მნიშვნელოვანი სივრცეა დასვენებისა და საკვების მოსაპოვებლად.
💡 გედები არა მხოლოდ სილამაზის სიმბოლო, არამედ ჯანმრთელი წყლის ეკოსისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორები არიან.
👉 თუ მოგწონთ ასეთი კადრები ჩვენი ბუნებიდან, მოიწონეთ და გააზიარეთ, რომ კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს შავი ზღვისპირეთის სილამაზე.
📍 ფოთი, საქართველო
📸 29 მარტი, 2026
©️ შავი ზღვის ფრინველთა დაკვირვების ცენტრი
23/03/2026
🦆 იშვიათი აღმოჩენა შავი ზღვისპირეთში!
დღეს კოლხეთის ტერიტორიაზე ერთდროულად დავაფიქსირეთ 19 ზღვის ყვინთია (იხვისერბნი).
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
იმიტომ, რომ ეს სახეობა საქართველოში იშვიათია, ხოლო ასეთი რაოდენობით ერთ ადგილზე ნახვა ნამდვილად განსაკუთრებული მოვლენაა.
😄 ეს იხვები გამოცდილი "მყვინთავები" არიან და წყალქვეშ იკვებებიან. ხშირად შეიძლება რამდენიმე წამით საერთოდ გაქრნენ თვალთახედვიდან და უცებ სხვა ადგილზე ამოყვინთონ
💡 ასეთი დაკვირვებები გვიჩვენებს, რომ კოლხეთი არ არის უბრალოდ ლამაზი ადგილი,
ეს არის ცოცხალი ჰაბიტატი, რომელიც ათასობით მიგრირებად ფრინველს გადარჩენის შესაძლებლობას აძლევს.
👉 თუ ბუნება გიყვართ და გინდათ, რომ ეს ადგილი დაცული დარჩეს,
მოიწონეთ და გააზიარეთ პოსტი - პატარა ქმედება, დიდი მნიშვნელობით.
17/03/2026
🦆 იშვიათი სტუმარი კოლხეთში!
🇬🇪 კოლხეთის ჭარბტენიან ტერიტორიებზე დაფიქსირდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი წყლის ფრინველი - თეთრთავა იხვი.
🦆 ეს პატარა, მაგრამ ძალიან გამორჩეული იხვი ადვილად ამოცნობადია თავისი თეთრი თავითა და კაშკაშა ლურჯი ნისკარტით. სამწუხაროდ, ეს სახეობა მსოფლიოში გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფად არის მიჩნეული, რის გამოც მისი ყოველი დაფიქსირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოვლენაა.
❗️კოლხეთის ჭაობები და ტბები არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თავშესაფარია იშვიათი ფრინველებისთვის. სწორედ ამიტომ, ასეთი აღმოჩენები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ამ უნიკალური ბუნების დაცვა.
👉 თუ ბუნება გიყვართ, მოიწონეთ და გააზიარეთ პოსტი, რათა უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს, რომ კოლხეთი იშვიათი ფრინველების სახლია.
13/10/2025
🇬🇪✨ გილოცავთ სვეტიცხოვლობას! ✨🇬🇪
დღეს აღვნიშნავთ ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ დღესასწაულს - სვეტიცხოვლობას, სიმტკიცისა და ერთობის სიმბოლოს.
🌿 როგორც სვეტიცხოვლის სვეტი მყარად დგას ჩვენს ისტორიაში, ასე გვაერთიანებს სიყვარული ბუნებისა და სიცოცხლისადმი, რასაც ყველა ჩვენგანი ყოველდღე ვემსახურებით.
გისურვებთ სინათლით, სითბოთი და კეთილშობილებით სავსე დღეს!
13/10/2025
🌍🐦 ფრინველთა გლობალური დღე 2025-ის შედეგები! 🐦🌍
🌤️ მშვენიერი დღე გამოგვივიდა!
📊 ჩვენმა გუნდმა ფოთის ტერიტორიაზე 55 ფრინველთა სახეობა დააფიქსირა, ხოლო საქართველოში დაფიქსირდა 145 სახეობა.
ეს შედეგი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საქართველო ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ზონაა მსოფლიოში.
💚 ჩვენ გულწრფელად ვუხდით მადლობას ყველას, ვინც შემოგვიერთდა ფრინველთა დაკვირვებაში და თავისი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის ფრინველთა მრავალფეროვნების წარმოჩენაში.
📸 გიზიარებთ ერთ-ერთი დაფიქსირებული სახეობის ფოტოს, გამოიცანით რომელი ფრინველია? დაწერეთ თქვენი ვარაუდი კომენტარებში.
🙏 მოიწონეთ და გააზიარეთ პოსტი, რათა კიდევ უფრო ბევრმა გაიგოს ჩვენი ბუნების სილამაზისა და მნიშვნელობის შესახებ! 🇬🇪