ლელო - რუსთავი
პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" არის ახალი ძალა ცვლილებებისთვის.
27/05/2026
"დღეს გავრცელდა უმძიმესი კადრები უმძიმესი დანაშაულის შესახებ, რომელსაც ჩადიან პოლიციელები საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ დაკავებამდე და სავარაუდოდ დაკავების შემდეგ. სახეზეა უმძიმესი ფაქტი, დამამცირებელი, არაადამიანური მოპყრობა, ძალადობა და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ქმედება ჩადენილია ჯგუფურად! უმძიმესი საყურებელი და აღსაქმელია, როდესაც ვხედავთ, რომ პოლიციელები ჩადიან დანაშაულს ჯგუფურად და ერთი პოლიციელიც კი არ გამოერია მათ შორის, დანაშაული რომ აღეკვეთა და ხელი შეეშალა თავისი კოლეგებისთვის. ეს გვაფიქრებინებს, რომ მათ აქვთ ხელშეუხებლობის გარანტიები თუ მსგავსი ფაქტები სააშკარაოზე არ გამომზეურდება.
მინდა მივმართო პროკურატურას, მხოლოდ გამოძიების დაწყება არ კმარა, ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტს, რომ სახეზეა პოლიციელების მიერ ჩადენილი დანაშაული ჯგუფურად! ამის დამალვა არ შეიძლება, ამას შესაბამისი ყურადღება უნდა მიექცეს! შესაბამისად, მივმართავთ სახალხო დამცველს, განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანოს და მონიტორინგი გაუწიოს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს.
საქართველოს მოქალაქეების მიმართ ძალადობა პოლიციელების მხრიდან, სამწუხაროდ, უკვე იქცა სისტემური ხასიათის ქმედებებად და მე შემიძლია გითხრათ თუნდაც აქციების დროს ჩადენილი არაერთი უმძიმესი ფაქტის შესახებ, შევსებული აქვთ "ფორმა ნომერი ერთი, დაწყებულია გამოძიება" და სისხლის სამართლის უამრავ საქმეზე შესაბამის სამართლებრივ შეფასებებს ჩვენ ვერ ვხედავთ. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მივმართავ პროკურატურას, მხოლოდ გამოძიების დაწყება არ კმარა, აუცილებელია უსწრაფესი შედეგი, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს ჯგუფურად ჩადენილ უმძიმეს დანაშაულზე შესაბამის რეაგირებას!
და ბოლოს, სად არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა?! უკვე ღიად, დღისით, მზისით ხდება ძალადობა, სად არის პოლიტიკური გუნდის პასუხისმგებლობის საკითხი?! სად არის კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხი?! გამოვიდეს და თქვას, თუ გრძნობს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და რაში მდგომარეობს მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, როდესაც ათეულობით სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებულია გამოძიება აქციების დარბევიდან მოყოლებული და შედეგები თითქმის არცერთ სისხლის სამართლის საქმეზე არ დამდგარა.
პროკურატურისგან და შესაბამისი ორგანოებისგან კიდევ ერთხელ მოვითხოვთ უსწრაფესად გამოძიების შედეგებს, რადგან ფაქტი სახეზეა. მხოლოდ გამოძიების დაწყება არ კმარა" — ლევან სამუშია
25/05/2026
რა თქმა უნდა, კითხვაზე, თუ რა მტკიცებულებებია ჩემი და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ, პროკურატურას პასუხი არ აქვს იმიტომ, რომ ასეთი მტკიცებულებები არ არსებობს, ვერ იქნება - უსაფუძვლო ბრალდებაა და მტკიცებულებებიც არ არსებობს. რა თქმა უნდა, ყველა ამბობს, რომ უსაფუძვლო ბრალდებაა, მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა, ხელშესახები ისიც კი არ არსებობს, რომ ამ ბრალდების საფუძველი მოიძებნოს. სამწუხაროა, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო დღევანდელმა მოქმედმა ხელისუფლებამ, რომ ეს პროცესი, რომელიც ძალიან აზიანებს ჩვენს ქვეყანას, აწარმოოს. ვფიქრობ, ეს არის უზარმაზარი ზიანის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის, არ შეიძლება ასეთი ფაბრიკაციის საფუძველზე პროცესის წარმოება მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკური ლიდერები იყვნენ ზეწოლის ქვეშ. ეს არ ქმნის არანაირ ზეწოლას, ეს აზიანებს მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს და ძირს უთხრის ჩვენს ქვეყანას. უფრო მეტსაც გეტყვით, თუ რაიმე არის ქვეყნის საბოტაჟი, არის ასეთი პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ახლა პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ.
ცხადია, ასეთი პროცესის დახურვა აწყობს იმ მხარეს, რომელმაც ეს პროცესი დააორგანიზა იმიტომ, რომ მართლაც გამორჩეული პროცესია თავისი აბსურდულობით
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Contact the business
Telephone
Website
Address
10 Merab Kostava Avenue
Rustavi
3700
Opening Hours
| Monday | 10:00 - 18:00 |
| Tuesday | 10:00 - 18:00 |
| Wednesday | 10:00 - 18:00 |
| Thursday | 10:00 - 18:00 |
| Friday | 10:00 - 18:00 |
