05/06/2026
✅ რუსთავის მერია საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიზნით, კიდევ ერთ პროექტს განახორციელებს.
პროექტი მელიქიშვილისა და ლომოურის ქუჩების გასასვლელების რეაბილიტაციას ითვალისწინებს. 31 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე, ასფალტის ახალი საფარი დაიგება. მოეწყობა 7900 მეტრი სიგრძის სანიაღვრე ქსელიც.
პროექტი მოსახლეობას რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის და კომპანია ,,GWP"-ის წარმომადგენლებთან ერთად გააცნო.
საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, წყალმომარაგების კომპანია ,,GWP", წყლისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაციას დაიწყებს.
ლომოურისა და პეტრე მელიქიშვილის გასასვლელებში, 2.1 კმ სიგრძის წყალმომარაგებისა და 5 კმ-მდე სიგრძის წყალარინების ქსელი განახლდება. მოეწყობა 6 ერთეული სახანძრო ჰიდრანტი და 21 ერთეული ჩამკეტ- მარეგულირებელი ურდული.
წყალმომარაგების კომპანიის პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება, 3.5 მილიონი ლარია. ტერიტორიაზე მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია.
მელიქიშვილის და ლომოურის ქუჩების გასასვლელების რეაბილიტაციის პროექტს, რუსთავის მერია მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე იწყებს. ამ ტერიტორიაზე, საგზაო ინფრასტრუქტურა, ათწლეულების განმავლობაში არ არსებობდა.
საგზაო სამუშაოებისთვის, 4 819 198 ლარი სახელმწიფო და ადგილობრივ ბიუჯეტშია გათვალისწინებული.
ნინო ლაცაბიძე / Nino Latsabidze
04/06/2026
✅ ნინო ლაცაბიძე - განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ჩვენი თანაქალაქელებისთვის, გაუმჯობესებული სერვისების შეთავაზება, მათთვის კომფორტული გარემოს შექმნა, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ამ მიმართულებით, არაერთ პროექტს ვახორციელებთ.
ძალიან მალე, ჩვენი სარეაბილიტაციო-განმავითარებელი ცენტრის ,,კესანეს" აღსაზრდელებისთვის, ახალი, თანამედროვე შენობის მშენებლობას დავიწყებთ.
დღეს გვქონდა საინტერესო შეხვედრა გერმანელ სპეციალისტებთან. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარება და დარგის ექსპერტების რეკომენდაციები, მნიშვნელოვანია და იმ სერვისების გაუმჯობესებაში დაგვეხმარება, რომლებსაც რუსთაველებს ვთავაზობთ.
✅რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, სოციალური პედაგოგიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გერმანელ ექსპერტებს შეხვდნენ და რუსთავში ამ მიმართულებით დაგეგმილი პროექტები განიხილეს.
შეხვედრას რუსთავის სარეაბილიტაციო-განმავითარებელი ცენტრი ,,კესანეს" დირექტორი ეკა ნოზაძეც ესწრებოდა.
დელეგაციას, გერმანიის ქალაქ ნოიმიუნსტერის სასწავლო ცენტრის (Elly-Heuss-Klapp-Schule ) ხელმძღვანელი რომან შპაუკი და დარგის სხვა სპეციალისტები წარმოადგენდნენ.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
ნოიმიუნსტერის სასწავლო ცენტრის საქმიანობის მიზანი, სპეციალური საჭიროებების მქონე პირებთან მომუშავე სპეციალისტების და აღმზრდელების გადამზადებაა.
04/06/2026
📌10 ივნისს, რუსთავში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და რუსთავის მერიის ორგანიზებით, 40-დან 70 წლის ასაკის ქალბატონებისთვის, ძუძუს კიბოს სკრინინგის უფასო აქცია გაიმართება.
აქცია მოიცავს ულტრაბგერით კვლევას, მამოგრაფიას და მამოლოგის კონსულტაციას.
აქციის ფარგლებში, 18 წლის ზემოთ პირებისთვის, B და C ჰეპატიტების, აივ/შიდსისა და არტერიული ჰიპერტენზიის უფასო კვლევაც ჩატარდება.
📍 რუსთავი, ფიროსმანის ქ. N17, რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და უსაფრთხო გარემოს ცენტრი.
რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით: ტელ: 13 00
ელ. ფოსტა: [email protected]
მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი, ასაკი, პირადი ნომერი და საკონტაქტო ნომერი.
აქცია „დაავადების ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაიმართება.
03/06/2026
✅ნინო ლაცაბიძე - საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში, რომელიც გუშინ ბათუმში საზეიმოდ გაიხსნა, 80 რუსთაველი ახალგაზრდა სპორტსმენი მონაწილეობს. წარმატებები მინდა ვუსურვო თითოეულ მათგანს.
დიდი მადლობა საქართველოს მთავრობას, სპორტის სამინისტროს და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, ასეთი მასშტაბის სპორტული ღინისძიების ორგანიზებისთვის და იმ ახალი შესაძლებლობებისთვის, რომელიც მთელ საქართველოში და რუსთავში, სპორტის მხარდაჭერისთვის იქმნება.
✅ ბათუმში, საქართველოს პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა.
ფესტივალში 80 რუსთაველი სპორტსმენი მონაწილეობს.
ფესტივალის საზეიმო გახსნას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე დაესწრო.
ღონისძიებაზე, საზოგადოებას საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ელგუჯა ბერიშვილმა მიმართეს.
ფესტივალის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, რწმუნებულის მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ქვეყანაში უპრეცედენტო მულტისპორტული პროექტია, რომელიც საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით პირველად ტარდება.
ტურნირი სპორტის 17 სახეობაში, 14-17 წლის სპორტსმენებს შორის იმართება და მასში, საქართველოს 12 რეგიონის ნაკრები გუნდები მონაწილეობენ.
ქვემო ქართლიდან ფესტივალზე, სპორტის სხვადასხვა სახეობაში, 104 სპორტსმენი იასპარეზებს.
ფესტივალის ფინალურ ეტაპს წინ უძღოდა მუნიციპალური და რეგიონული შეჯიბრებები. ოლიმპიურ ფესტივალზე გამარჯვებულები გამოვლინდებიან სპორტის ცალკეულ სახეობებში, მთავარი პრიზი, კი იმ რეგიონს გადაეცემა, რომელიც ქულათა საერთო რაოდენობით საუკეთესო შედეგს აჩვენებს.
საქართველოს სპორტის სამინისტრო
02/06/2026
✅ რუსთავში დასასრულს უახლოვდება პროექტი, რომელიც ოთხი სხვადასხვა ქუჩის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
კლდიაშვილის სახელობის ქუჩაზე, სადაც საავტომობილო გზა 13 700 კვ/მ ფართობზე იცვლება, ასფალტის საფარის დაგება დაიწყო.
სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
პროექტი მარჯანიშვილის, ფალიაშვილის, კლდიაშვილის და სანაპიროს ქუჩების სრულ განახლებას მოიცავს.
ოთხივე ლოკაციაზე, უკვე რეაბილიტირებულია მიწისქვეშა კომუნიკაციაები. ფალიაშვილის, სანაპიროს და მარჯანიშვილის ქუჩებზე ასფალტის ორი ფენა უკვე დაგებულია, მესამე ფენის მოწყობა, ოთხივე ქუჩაზე ერთდროულადაა განსაზღვრული.
ჯამში, საავტომობილო გზა, 33 197 კვადრატულ მეტრ ფართობზე იქნება განახლებული.
მიმდინარეობს ტროტუარების, შიდა ეზოების შესასვლელების და ველობილიკების მოწყობაც, გათვალისწინებულია მწვანე სივრცეები და სარწყავი სისტემა, დამონტაჟდება გარე განათების ახალი ქსელი, საგზაო ნიშნები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები და შშმ პირებისთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურა.
5 834 439 ლარის ღირებულების პროექტი, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ნინო ლაცაბიძე / Nino Latsabidze
01/06/2026
ნინო ლაცაბიძე: - 🎈ბავშვთა დაცვის დღეს გილოცავთ ყველას.
მინდა, რომ მშვიდობიან, განვითარებულ და თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება ვუსურვო ჩვენს პატარებს.
განსაკუთრებით ფერადი დღე გვაქვს დღეს რუსთავში. ძალიან გვინდოდა, ლამაზი და ხალისიანი დღესასწაული ჰქონოდათ და მიხარია, რომ ამდენი ბედნიერი ბავშვი იყო დღეს ჩვენს მოედანზე.
ყველა ის ახალი შესაძლებლობა, რომელსაც დღეს ვქმნით ქვეყანაში, სწორედ ბავშვების უკეთეს მომავალს ემსახურება და მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ მათ განვითარების და განათლების საუკეთესო შესაძლებლობები ჰქონდეთ.