02/06/2026
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები საგამოცდო პროცესის გაუმჯობესების მიზნით, ქუთაისსა და ფოთში, მარშრუტების ცვლილება განხორციელდა.
✅ ქუთაისში - სატრანსპორტო საშუალების „B“ და „BE“ კატეგორიის მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის განკუთვნილი ოთხივე მარშრუტი ჩანაცვლდა ახალი მარშრუტებით;
✅ ფოთში - სატრანსპორტო საშუალების „B“ და „BE“ კატეგორიის მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპს დაემატა ოთხი ახალი მარშრუტი, ხოლო „C“ კატეგორიას, ასევე „C1“ და „D1“ ქვეკატეგორიებს ერთი ახალი მარშრუტი.
მარშრუტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე - https://shorturl.at/mAkkE
26/05/2026
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, მოქალაქეებს ქალაქ გორში უმასპინძლა.
საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი და ვიცე-პრემიერი, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდინარაძე სტუმრობდნენ და ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი სივრცეები დაათვალიერეს.
მომსახურების სააგენტომ სტუმრებს შემეცნებითი და გასართობი აქტივობები შესთავაზა.
მოზარდებისთვის მოწყობილი იყო იმიტირებული ველო რბოლისა და თეორიული გამოცდის სივრცე.
სტუმრები ასევე გაეცნენ საქართველოში, სხვადასხვა პერიოდში გაცემული მართვის მოწმობების, სარეგისტრაციო მოწმობების და სანომრე ნიშნების განვითარების ეტაპებს.
26/05/2026
შინაგან საქმეთა სამინისტრო დამოუკიდებლობის დღეს გორში აღნიშნავს.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე, მომსახურების სააგენტოს მოზარდებისთვის მოწყობილი აქვს იმიტირებული ველო რბოლისა და თეორიული გამოცდის სივრცე, რომლის წარმატებით გავლის შემდეგ პატარებს სიმბოლურად ველოსიპედის მართვის მოწმობა გადაეცემათ. ასევე, ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ საქართველოში, სხვადასხვა პერიოდში გაცემული მართვის მოწმობების, სარეგისტრაციო მოწმობების და სანომრე ნიშნების განვითარების ეტაპებსა და ვიზუალურ მხარეს.
24/05/2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამოცხადებულ უქმე დღეს, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები არ იმუშავებს.
21/05/2026
22 მაისიდან მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარებისთანავე, კანდიდატებს ეძლევათ შესაძლებლობა, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გასასვლელად სასურველი დრო ყოველგვარი ლოდინის გარეშე, სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში დაჯავშნონ.