ქ.რუსთავი N28 საჯარო სკოლა

ქ.რუსთავი N28 საჯარო სკოლა

Share

საჯარო სკოლა

Photos from ქ.რუსთავი N28 საჯარო სკოლა's post 20/05/2026

20.05.2026 წელს სსიპ ქალაქ რუსთავის N28 საჯარო სკოლის Iა კლასში ( დამრიგებელი ფიქრია ჯავახიშვილი) ჩატარდა სპექტაკლი — „ბულბულის იუბილე“.
მოსწავლეებმა დიდი მონდომებითა და ხალისით გააცოცხლეს ზღაპრის პერსონაჟები, მაყურებელს კი დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს.
სპექტაკლი გამოირჩეოდა ბავშვების შემოქმედებითობით, თავდაჯერებულობითა და გუნდური მუშაობით.
მადლობა ჩვენს პატარებს ასეთი ლამაზი წარმოდგენისთვის, ასევე მშობლებს,დირექციასა და პროექტის ხელმძღვანელებს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.
ვუსურვებთ ბავშვებს კიდევ ბევრ წარმატებასა და ბედნიერ დღეებს! 🩷

Photos from ქ.რუსთავი N28 საჯარო სკოლა's post 20/05/2026

2026 წლის 20 მაისს VI ა კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი: ანა ზედელაშვილი) წარმოადგინეს ტელეწარმოდგენა თემაზე ,,რას ტოვებს შენი სიტყვა?“ დღევანდელი ტელესპექტაკლი შეიქმნა ერთი მნიშვნელოვანი იდეის გარშემო — სიტყვისა და ქცევის ძალის შესახებ. მიზანი სწორედ ის იყო, რომ დაგვენახა თუ როგორი დიდი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ადამიანის ერთ სიტყვას, ერთ ქცევას, ერთ ღიმილს ან დახმარებას სხვის ცხოვრებაზე. სიკეთე, თანადგომა და პატივისცემა ადამიანს უფრო ძლიერსა და ბედნიერს ხდის.
ამ პროექტში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებით, სიყვარულითა და პასუხისმგებლობით ჩაერთო.
მათ არა მხოლოდ ითამაშეს როლები, არამედ საკუთარი ემოციებითა და გულწრფელობით გააცოცხლეს თითოეული სათქმელი.
სწორედ მათი ჩართულობისა და ერთიანობის წყალობით გახდა შესაძლებელი ამ იდეის მაყურებლამდე მიტანა.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით სკოლის დირექციას მხარდაჭერისთვის, რომ გვაძლევენ შესაძლებლობას მოსწავლეებთან ერთად შევქმნათ ისეთი პროექტები, რომლებიც სიკეთეს, ადამიანურობასა და დადებით ღირებულებებს ავრცელებს.

Photos from ქ.რუსთავი N28 საჯარო სკოლა's post 20/05/2026

19.05.2026 წელს სსიპ ქალაქ რუსთავის N28 საჯარო სკოლის I ბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი მაია შიოშვილი) მოგზაურობა მოაწყვეს მთიდან ბარამდე, კახეთიდან სვანეთის კოშკებამდე.
პატარებმა საოცარი ოსტატობით წარმოაჩინეს ჩვენი ქვეყანა,რამდენად დიდი,ლამაზი და მდიდარია მისი ყოველი მტკაველი.

19/05/2026

დაინტერესებულ პირთა საყურადღებოდ,
მიმდინარეობს 2026-2027 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია,
III ეტაპი - ტერიტორიული პრინციპით ონლაინ რეგისტრაცია - 2026 წლის 15 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება;
რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.
საჯარო სკოლებში III ეტაპზე ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2026 წლის 27 მაისიდან 12 ივნისის ჩათვლით.
IV ეტაპი - საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია 2026 წლის 15 ივნისიდან დაიწყება და 3 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.
ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება 2026 წლის 6 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით განხორციელდება.
მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.
V ეტაპი - ამ ეტაპზე განხორციელდება დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე იმ მოსწავლეთა რეგისტრაცია, რომლებიც I, II, III და IV ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. ამ ეტაპისთვის რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა განსაზღვრულია 2026 წლის 20 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით.
მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე მეხუთე ეტაპზე მოსწავლის რეგისტრაციას საჯარო სკოლა უზრუნველყოფს.

Photos from ქ.რუსთავი N28 საჯარო სკოლა's post 18/05/2026

18.05.2026 წელს Iგ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი მეგი მეტონიძე) წარმოადგინეს ტელესპექტაკლი „რწყილი და ჭიანჭველა“ რომლის მიზანი იყო მოსწავლეებში შემოქმედებითი და თანამშრომლობითი უნარების განვითარება.
მუშაობის პროცესში მოსწავლეებმა ისწავლეს, სცენარზე მუშაობა, ემოციების გადმოცემა კამერის წინ, გუნდური პასუხისმგებლობა და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა.
მადლობა პროექტის იდეის ავტორს ქალბატონ ნათია მაზანიშვილს ამ შესაძლებლობისთვის, სასწავლო ნაწილს ქალბატონ თეა მაღალდაძეს მხარდაჭერისთვის, პროექტის ერთ-ერთ ორგანიზატორს ქალბატონ ეთერ სიხარულიძეს თანამშრომლობისთვის, დაწყებითების კათედრას და მშობლებს მხარდაჭერისთვის.

Photos from ქ.რუსთავი N28 საჯარო სკოლა's post 15/05/2026

14 მაისს სსიპ ქალაქ რუსთავის N28 საჯარო სკოლის IXბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი გვანცა ჯინჭველაძე) წარმოადგინეს სპექტაკლი „სამი ვარსკვლავი ქართულ ცაზე“ , რომელიც მოგვითხრობს საქართველოს ისტორიულ წარსულში მოღვაწე სამი გმირი ქალის შესახებ: ნინო, ქართველთა განმანათლებელი, დედა ქართლისა თამარ და ქართვეკთა დედოფალი ქეთევან წამებული. თითოეულმა მათგანმა თავდადებული მოღვაწეობით უდიდესი როლი შეასრულეს ქართველი ხალხის პოლიტიკურ-კულტურული დაწინაურების საქმეში.
მოსწავლეებმა დიდი პასუხისმგებლობით, მონდომებით და ემოციებით წარმოაჩინეს საქართველოს ისტორიული წარსული.
მადლობა ჩვენს მსახიობებს დაუვიწყარი ემოციებისთვის, მადლობა სკოლის დირექციას, მასწავლებლებს და მშობლებს მხარდაჭერისთვის.

14/05/2026

🔎 პირველკლასელთა რეგისტრაცია (III ეტაპი — ტერიტორიული პრინციპი)

🔗 ბავშვის პირადი ნომრით შეგიძლიათ წინასწარ გადაამოწმოთ, რომელ საჯარო სკოლებშია შესაძლებელი მისი რეგისტრაცია:
🌐 https://experience.arcgis.com/experience/a88e0630cc8342f3b44f4dc6b306e436/

📖 დეტალური ინსტრუქცია — როგორ გადაამოწმოთ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
🔗 https://emis.ge/posts/127

📊 სკოლებში არსებული ლიმიტების შესახებ ინფორმაცია:
🌐 https://skolebi.emis.ge/

⏰ რეგისტრაცია დაიწყება 15 მაისს, 09:00 საათზე
და გაგრძელდება
📅 25 მაისის 24:00 საათის ჩათვლით

🔗 რეგისტრაციის მისამართი:
🌐 https://registration.emis.ge/

🎥 რეგისტრაციის ვიდეო ინსტრუქცია:
🌐 https://www.youtube.com/watch?v=dTkrkCSEtZg&t=1s

🏙 ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია განხორციელდება 12 საპილოტე ქალაქში:

თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ზუგდიდი, ამბროლაური, ოზურგეთი, ახალციხე, გორი, მცხეთა, თელავი და ფოთი.

🌐 რეგისტრაცია განხორციელდება ბავშვის რეგისტრაციის მისამართის შესაბამისი სასკოლო უბნის საჯარო სკოლებში.

📘 რეგისტრაციის III ეტაპის დეტალები:
🌐 https://skolebi.emis.ge/details?key=2c5e0778-a83e-4e20-9e2a-b5a06be65c83

☎️ დამატებითი ინფორმაციისთვის
📞 0 32 2 200 220
📧 [email protected]

#პირველკლასელები #სკოლისრეგისტრაცია #განათლება #საჯაროსკოლა

skolebi.emis.ge

პირველკლასელთა რეგისტრაცია საჯარო სკოლებში 13/05/2026

დაინტერესებულ პირთა საყურადღებოდ,
პირველკლასელთა რეგისტრაცია განხორციელდება 15 მაისიდან 25 მაისამდე მოცემულ პორტალზე.

პირველკლასელთა რეგისტრაცია საჯარო სკოლებში ᲒᲐᲜᲐᲗᲚᲔᲑᲘᲡ, ᲛᲔᲪᲜᲘᲔᲠᲔᲑᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲐᲮᲐᲚᲒᲐᲖᲠᲓᲝᲑᲘᲡ ᲡᲐᲛᲘᲜᲘᲡᲢᲠᲝ

12/05/2026

გაცნობებთ, რომ სსიპ ქალაქ რუსთავის N28 საჯარო სკოლა 2026-2027 სასწავლო წლისთვის ხსნის მესამე პირველ კლასს. კლასის ხელმძღვანელი იქნება სოფიო ბობოხიძე.
დაინტერესებულ პირებს შეგახსენებთ, რომ პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის მესამე ეტაპი 15 მაისს დაიწყება და 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

გისურვებთ წარმატებებს!

11/05/2026

🏆19 აპრილს ქალაქ გარდაბანში გაიმართა ქვემო ქართლის რეგიონის ღია პირველობა თავისუფალ ჭიდაობაში სადაც სსიპ ქალაქ რუსთავის N28 საჯარო სკოლის VIIIა კლასის მოსწავლე გიორგი ბუსხრიკიძემ (48 კილოგრამ წონით კატეგორიაში) მოიპოვა ოქროს მედალი🥇.
ვულოცავთ და ვუსურვებთ წარმატებებს.

მასწავლებელთა საყურადღებოდ 08/05/2026

გთხოვთ, გაეცნოთ აღნიშნულ ინფორმაციას
https://mes.gov.ge/content.php?id=14648&lang=geo&csrt=10296296297440887547&fbclid=IwY2xjawRqoZlleHRuA2FlbQIxMQBzcnRjBmFwcF9pZBAyMjIwMzkxNzg4MjAwODkyAAEe0-h0N5fmMsebHI9LcKwgK3_y55zaRiO5dGrOPn-SDrPytIxVYrJowk3aYLM_aem_BV0T0H2WF260_Iy-BzNTug

მასწავლებელთა საყურადღებოდ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აგრძელებს მუშაობას მასწავლებელთა პროფესიუ.....

Want your business to be the top-listed Government Service in Rustavi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Telephone

Website

Address


Rustavi