Rustavi city court/რუსთავის საქალაქო სასამართლო

Rustavi city court/რუსთავის საქალაქო სასამართლო

Share

ტელ: 15-45 ნებისმიერი ქსელიდან და ქალაქიდან

04/06/2026

რუსთავის საქალაქო სასამართლო, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებ გვერდის (www.vacancy.hr.gov.ge) მეშვეობით აცხადებს ღია კონკურსს რუსთავის საქალაქო სასამართლოს აპარატის კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების სპეციალისტის - IV რანგის - პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

კონკურსის ეტაპებია - განცხადების გადარჩევა, ზეპირი დავალების მიცემა და გასაუბრება.

კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 11 ივნისი.

ვაკანსიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.vacancy.hr.gov.ge "ვაკანსიების ძებნის" გვერდზე, ველში "დამსაქმებელი", მიუთითეთ "რუსთავის საქალაქო სასამართლო".

03/06/2026

მოსწავლე ახალგაზრდების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2026 წლის 27 მაისს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს, ქ. რუსთავის №18 საჯარო სკოლისა და ქ. მარნეულის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ. https://www.facebook.com/reel/1652176246089132

15/05/2026

რუსთავის საქალაქო სასამართლო, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებ გვერდის (www.vacancy.hr.gov.ge) მეშვეობით აცხადებს ღია კონკურსს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის აპარატის სპეციალისტის - IV რანგის - პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

კონკურსის ეტაპებია - განცხადების გადარჩევა, ზეპირი დავალების მიცემა და გასაუბრება.

კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 24 მაისი.

ვაკანსიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www. vacancy.hr.gov.ge "ვაკანსიების ძებნის" გვერდზე, ველში "დამსაქმებელი", მიუთითეთ "რუსთავის საქალაქო სასამართლო".

Photos from Rustavi city court/რუსთავის საქალაქო სასამართლო's post 01/05/2026

2026 წლის 29 აპრილს, რუსთავის საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთი მადლობის წერილი მიიღო.

მოქალაქე გამოხატავს გულრწფელ პატივისცემას და აღტაცებას, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის, ბატონ რომან კუპატაძის მიმართ და აფასებს მას, როგორც სამართლიან, კომპეტენტურ, პროფესიონალ და დისციპლინირებულ მოსამართლეს.

განმცხადებელი წერილში აღნიშნავს, რომ თვალნათელია მხარეებისადმი მოსამართლის, ბატონ რომან კუპატაძის ღირსეული და კეთილსინდისიერი მოპყრობა. საქმის განხილვისას, მაშინაც კი, როდესაც მხარე სხვაგვარ გადაწყვეტილებას ისურვებდა, აცნობიერებს, რომ მიღებული შედეგი ობიექტური და სამართლიანია.

2026 წელს, ეს უკვე მე-4 შემთხვევაა, როდესაც სასამართლოს მომხმარებელი, წერილობით გამოხატავს მადლიერებას რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებისა და თანამშრომლების მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეს მოცემულ შემთხვევაშიც არ დაუმალავს პერსონალური მონაცემები, საზოგადოებას წარმოდგენილ განცხადებას ვთავაზობთ ამ პირის პერსონალური მონაცემების დაფარვით, ვინაიდან, ჩვენ არ შეგვითანხმებია მასთან აღნიშნული განცხადების გასაჯაროების საკითხი.

Photos from Rustavi city court/რუსთავის საქალაქო სასამართლო's post 02/04/2026

რუსთავის საქალაქო სასამართლო აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას ა(ა)იპ „ცენტრალურ სისხლის დაწესებულებასთან“ და სისტემატურად ერთვება დონაციის პროცესში.

სისხლის საჭირო მარაგის შესაქმნელად, 2026 წლის 02 აპრილს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა და აპარატის თანამშრომლებმა, ა(ა)იპ „ცენტრალურ სისხლის დაწესებულებასთან“ ერთად, კვლავ მიიღეს მონაწილეობა სისხლის უანგარო დონაციის აქციაში - „გაიღე სისხლი, მიეცი იმედი: ერთად ჩვენ გადავარჩენთ სიცოცხლეს“.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს თანამშრომლები ვაცნობიერებთ, რომ:

“ჭეშმარიტად ქველმოქმედნია ისინი, ვინც მოყვასის გადასარჩენად აბარებენ საკუთარ სისხლს. გაჭირვებულისათვის ერთი ჭიქა წყლის მიწოდებაც მადლია ღვთის წინაშე: მითუმეტეს დასაფასებელია ღვაწლი მათი, ვინც სისხლის გაღებით სიცოცხლეს შეუნარჩუნებს განსაცდელში მყოფთ. ღმერთმა დალოცოს ყოველი ადამიანი ამ მადლის მოქმედი“ - სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია II.

Photos from Rustavi city court/რუსთავის საქალაქო სასამართლო's post 25/03/2026

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ახალი სოციალური ინიციატივა „უფასო წიგნები“

რუსთავის საქალაქო სასამართლოში ამოქმედდა პროექტი „უფასო წიგნები“, რომლის მიზანია ახალგაზრდებისთვის წიგნებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

პროექტის განხორციელების მიზნით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობის ფასადზე მოეწყო სპეციალური ყუთი, საიდანაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია უფასოდ ისარგებლოს მასში განთავსებული სხვადასხვა წიგნით.

ინიციატივა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც შეზღუდული აქვთ წვდომა საგანმანათლებლო რესურსებზე.

პროექტი ემსახურება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაფართოებას.

Photos from Rustavi city court/რუსთავის საქალაქო სასამართლო's post 12/03/2026

2026 წლის 10 მარტს, რუსთავის საქალაქო სასამართლომ მადლობის წერილი მიიღო.

მოქალაქე, პატივისცემას გამოხატავს, როგორც რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის, ქალბატონ დიანა გოგატიშვილის მიმართ და აფასებს მას, როგორც ღირსებულ და საქმისადმი პასუხისმგებლობის მქონე მოსამართლეს, ასევე მისი აპარატის: მოსამართლის თანაშემწის, თამარ ჩიქოვანისა და სხდომის მდივნის, სალომე არევაძის მიმართ.

2026 წელს, ეს უკვე მე-3 შემთხვევაა, როდესაც სასამართლოს მომხმარებელი, წერილობით გამოხატავს მადლიერებას რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებისა და თანამშრომლების მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეს მოცემულ შემთხვევაშიც არ დაუმალავს პერსონალური მონაცემები, საზოგადოებას წარმოდგენილ განცხადებას ვთავაზობთ ამ პირის პერსონალური მონაცემების დაფარვით, ვინაიდან, ჩვენ არ შეგვითანხმებია მასთან აღნიშნული განცხადების გასაჯაროების საკითხი.

Photos from Rustavi city court/რუსთავის საქალაქო სასამართლო's post 10/02/2026

2026 წლის 05 თებერვალს, რუსთავის საქალაქო სასამართლომ მადლობის წერილი მიიღო.

მოქალაქე, მადლობას უხდის რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეს, ქალბატონ ქრისტინე კოპალიანს, გამოჩენილი პროფესიონალიზმის, ყურადღებისა და სამართლიანი დამოკიდებულებისთვის.

სასამართლოს მომხმარებელი, მადლიერებას გამოხატავს, ასევე რუსთავის საქალაქო სასამართლოს სხდომის მდივნის - ანანო გოგოლაძის მიმართ და აფასებს მას, როგორც ყურადღებიან, თავაზიან და პასუხისმგებლობის მქონე თანამშრომელს.

საყურადღებოა აღინიშნოს, რომ 2026 წელს, ეს უკვე მე-2 შემთხვევაა, როდესაც სასამართლოს მომხმარებელი, წერილობით გამოხატავს მადლიერებას რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებისა და თანამშრომლების მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეს მოცემულ შემთხვევაშიც არ დაუმალავს პერსონალური მონაცემები, საზოგადოებას წარმოდგენილ განცხადებას ვთავაზობთ ამ პირის პერსონალური მონაცმების დაფარვით, ვინაიდან, ჩვენ არ შეგვითანხმებია მასთან აღნიშნული განცხადებას გასაჯაროების საკითხი.

სიახლეები - რუსთავის საქალაქო სასამართლო 04/02/2026

რუსთავის საქალაქო და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი სასამართლოების 2025 წლის საქმიანობის ანგარიში

სიახლეები - რუსთავის საქალაქო სასამართლო რუსთავის საქალაქო და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი სასამართლოების 2025 წლის საქმიანობის ანგარიში.

Photos from Rustavi city court/რუსთავის საქალაქო სასამართლო's post 16/01/2026

2026 წლის 15 იანვარს, რუსთავის საქალაქო სასამართლომ მადლობის წერილი მიიღო.

მიღებული სერვისით კმაყოფილი ადვოკატი მადლიერებას გამოხატავს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის - ეკატერინე ბერიძის მიმართ და აფასებს მას როგორც თავაზიან, გულისხმიერ, კომუნიკაბელურ და საქმისადმი პასუხისმგებლიან მოხელედ, რომელიც მას, როგორც ადვოკატს უადვილებს სასამართლოში საქმისწარმოებასთან დაკავშირებულ საადვოკატო საქმიანობას.

მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებელს არ დაუმალავს პერსონალური მონაცემები, საზოგადოებას წარმოდგენილ განცხადებას ვთავაზობთ ამ პირის პერსონალური მონაცემების დაფარვით, ვინაიდან, ჩვენ არ შეგვითანხმებია მასთან აღნიშნული განცხადების გასაჯაროვების საკითხი.

Want your business to be the top-listed Government Service in Rustavi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Telephone

Address


ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქუჩა N 6
Rustavi
3700

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00
Saturday 09:00 - 18:00
Sunday 09:00 - 18:00