23/12/2025
მე-13 სკოლის მეოთხე კლასელებს ჩაუტარდათ თავდაცვის სამინისტროს მოხალისეობრივი აქტივობა - ეკოგაკვეთილი.
პროექტის ავტორი, ბატონი ირაკლი უჯმაჯურიძე მოსწავლეებს ესაუბრა იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელობა აქვს ხეებს გარემოსთვის და ადამიანებისთვის, როგორ ხდება ხეებს შორის "კომუნიკაცია". გაკვეთილის ბოლოს ბავშვებმა პატარა ქოთნებში დათესეს "აკაკის ხის" თესლები და მიიღეს მათი მოვლის კონკრეტული ინსტრუქციები.
პროექტი იყო საინტერესო და შემეცნებითი, რისთვის მადლობას ვუხდით ბატონ ირაკლი უჯმაჯურიძეს.
#სკოლა13
18/12/2025
18 დეკემბერს მე-13 საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეები (პედ.ლელა გოგალაძე), ესტუმრნენ ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის N3 საქალაქო- საბავშვო ბიბლიოთეკას
📚❤️📚
17/12/2025
🎄 17 დეკემბერს ქალაქ რუსთავის №13 საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეები (პედაგოგი: თამარ მაისურაძე) ეწვივნენ ამერიკულ კუთხეს და ჩაერთნენ შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობებში.
27/11/2025
კინგსის ოლიმპიადაში გამარჯვებული პატარა მეცამეტელები ❤️🥇💫🥈✨️🥉❤️
#სკოლა13
24/11/2025
ეროვნული ოლიმპიადა 2025
ოლიმპიადის პირველი ტური დაიწყება 24 ნოემბერს და 28 ნოემბერს დასრულდება. ტესტირების გავლა დარეგისტრირებულ მოსწავლეებს დისტანციურად, ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან შეეძლებათ.
მოსწავლეს საშუალება ექნება შესაბამისი განრიგის მიხედვით, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, მისთვის ხელსაყრელ დროს გაიაროს ტესტირება ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან.
დეტალური ინსტრუქცია:
ტესტირების დასაწყებად მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ შემდეგი ბმული https://ol-test.naec.ge.
რეკომენდებულია Google Chrome ან Microsoft Edge ბრაუზერების გამოყენება ტესტირებისას.
ეკრანზე გამოჩნდება ორი ველი: „პირადი ნომერი“ და „პაროლი“.
მოსწავლე წერს თერთმეტნიშნა პირად ნომერს და რეგისტრაციისას შექმნილ პაროლს. ეცნობა ინსტრუქციას და აჭერს ღილაკებს „გავეცანი“ და „შესვლა“.
ტესტირების გვერდზე - „ჩემი ტესტები“ - მოსწავლე დაინახავს საკუთარ სახელსა და გვარს და იმ საგნების ტესტების ჩამონათვალს, რომლებიც განრიგითაა გათვალისწინებული.
თუ ეკრანზე სხვა სახელი და გვარი გამოჩნდება, კიდევ ერთხელ უნდა მოხდეს პირადი ნომრის გადამოწმება.
იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე დარეგისტრირებულია ერთ დღეს დაგეგმილ რამდენიმე საგანზე, შესაძლებელია რამდენიმე საგნის გავლა თანმიმდევრობით და არა ერთდროულად.
იხილეთ განრიგი:
https://naec.ge/ #/ge/post/3485
naec.ge
22/11/2025
#დებატები2025
#სკოლისთვითმმართველობა2026
ჩვენს სკოლაში, 20 ნოემბერს, Xბ კლასის მოსწავლე, საბა ქუმელაშვილის ინიციატივითა და სკოლის თვითმმართველობის თანამონაწილეობით ჩატარდა დებატების სასკოლო ტურნირი ✨
დებატებში მონაწილეობა მიიღეს IX, X და XI კლასის მოსწავლეებმა. თითოეულის ასპარეზობა მეტად განსაკუთრებული და გამორჩეული იყო. ტურნირის მიზანი გახლდათ მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების, არგუმენტაციისა და საჯარო გამოსვლის უნარების განვითარება.
მონაწილეებმა იმსჯელეს სხვადასხვა აქტუალურ თემაზე და თითოეულმა მათგანმა საინტერესო არგუმენტები წარმოადგინა.
საბოლოოდ, ტურნირის გამარჯვებული გახდა Xა კლასის გუნდი "ლოგოსი". 💫❤️
თითოეულ მოსწავლეს მადლობას ვუხდით მონაწილეობისთვის!
#სკოლა13
12/11/2025
,, ნოემბრის ქარმა ყვითელი ფოთლებით
კვლავ ბილიკები გადაიარა ,
ფოთლები სწყდება იმ გატაცებას
და Შემოდგომის მეფობს იარა. "
პატარა მეცამეტელებმა ააცეკვეს სიწითლეᲨეპარული, ალაგ-ალაგ ᲨემორᲩენილი ჯერ კიდევ მწვანე ფოთლები და Შექმნეს Შემოდგომის ოქროსფერი ზღაპარი.
მე-3ა კლასი.
დამრიგებელი ანა შველიძე.
#სკოლა13
10/11/2025
#სკოლისთვითმმართველობა2026
რუსთავში ჭალის ტყის აღდგენა-განაშენიანების გეგმის განხორციელება დაიწყო.
პროექტი რუსთავის მერიის მიერ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ხორციელდება და გულისხმობს 10 000 ძირი ენდემური ხე-მცენარეების: ჭალის მუხის, ფშატისა და თელის დარგვას.
„ქალაქის ფილტვებად“ წოდებული ტერიტორიის აქტიური განაშენიანების პროცესში მოხალისეებად მე-13 სკოლის მოსწავლეებიც ჩაერთვნენ.
მოხალისეობრივ კამპანიაში ჩართულ მოსწავლეებს ხის დარგვისა და მოვლის მასტერკლასები ჭალის ტყეში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სატყეო დეპარტამენტისა და რუსთავ სერვისცენტრის ფლორისტებმა ჩაუტარეს.
#სკოლა13