21/04/2026
24 აპრილს რუსთავში სკრინინგი ჩატარდება
📌24 აპრილს, რუსთავში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და რუსთავის მერიის ორგანიზებით, 40-დან 70 წლის ასაკის ქალბატონებისთვის, ძუძუს კიბოს სკრინინგის უფასო აქცია გაიმართება.
აქცია მოიცავს ულტრაბგერით კვლევას, მამოგრაფიას და მამოლოგის კონსულტაციას.
აქციის ფარგლებში, 18 წლის ზემოთ პირებისთვის, B და C ჰეპატიტების, აივ/შიდსისა და არტერიული ჰიპერტენზიის უფასო კვლევაც ჩატარდება.
📍რუსთავი, ფიროსმანის ქ. N17, რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და უსაფრთხო გარემოს ცენტრი.
რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით: ტელ: 13 00
ელ. ფოსტა: [email protected]
მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი, ასაკი, პირადი ნომერი და საკონტაქტო ნომერი.
აქცია „დაავადების ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაიმართება.
16/04/2026
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარე მარინა ლიპარტელიანი საკრებულოს თავმჯდომარესთან მამუკა რეხვიაშვილთან ერთად რუსთაველ მეწარმე ქალებს შეხვდა.
სხვადასხვა სიახლეების და ინიციატივების გარდა, საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობას საბჭოს საქმიანობის ფორმატში.
02/04/2026
რუსთავის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს ინიციატივით და პროფესიული კოლეჯის, „მოდუსის“ მხარდაჭერით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე სტუმრებს შესაბამის საჭიროებებზე და შესაძლებლობებზე მორგებული სასწავლო პროგრამები გააცნეს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სწავლების პროცესთან დაკავშირებით.
კოლეჯ „მოდუსში“ მიმდინარე ღონისძიების ფარგლებში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებმა, ოჯახის წევრებთან ერთად, ადგილზე არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს და ნერგების დარგვაში მიიღეს მონაწილეობა.
კოლეჯი მოდუსი College Modus
19/03/2026
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს, რუსთავი- თბილისის მარშრუტზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსიები, ყველა მიმართულებით იქნება უფასო.
მოსალოდნელი მგზავრთნაკადის გათვალისწინებით, ავტობუსები იმოძრავებს სამუშაო დღეებში არსებული გრაფიკით და ბოლო ავტობუსი თბილისიდან რუსთავში, ხუთივე მუნიციპალურ მარშრუტზე გამოვა 01:00 საათზე.
03/03/2026
ქალთა დღესასწაულებთან დაკავშირებით, რუსთავის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს ინიციატივით და იურიდიული დახმარების სამსახურის მხარდაჭერით, მრავალშვილიან დედებთან შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიების მონაწილეებმა, ქალთა უფლებები და ოჯახში ძალადობის პრევენციის საკანონმდებლო მექანიზმები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა უფასო სამართლებრივ სერვისებზე.
შეხვედრის ფარგლებში, მრავალშვილიან დედებს სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ.
რუსთავის მედიათეკაში გამართულ შეხვედრას რუსთავის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარე მარინა ლიპარტელიანი, საბჭოს წევრები, იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი დავით სიმონია და რუსთავის ბიუროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
მუნიციპალური საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში მსგავსი ფორმატის თემატური შეხვედრები ეტაპორივად გაგრძელდება.
იურიდიული დახმარების სამსახური / Legal Aid Service