ჩვენმა ექსპედიციამ სანაპიროს ქუჩაზე 11 სამარხი უკვე გახსნა. ყველა სამარხი ქრისტიანულია.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ IV- V საუკუნეებში, რუსთავი მტკვრის ორივე სანაპიროზე იყო დასახლებული და განვითარებული ქალაქი იყო.
ნინო ლაცაბიძე / Nino Latsabidze
რუსთავის მერია / Rustavi City Hall
რუსთავის ისტორიული მუზეუმი / Rustavi History Museum
რუსთავის არქეოლოგიური ექსპედიცია • Rustavi Archaeological Expedition
რუსთავის ციხე • Rustavi Fortress
წინასწარი მონაცემებით, სანაპიროს ქუჩაზე ნანახი სამარხები IV-V საუკუნეებისაა
ნინო ლაცაბიძე / Nino Latsabidze
რუსთავის ისტორიული მუზეუმი / Rustavi History Museum
23/02/2026
სანამ ჩვენი ისტორიული სასახლის და ციხე-ქალაქის კვლევას გავაგრძელებდეთ, რუსთავის უძველესი წარსულის დამადასტურებელი, კიდევ ერთი ახალი აღმოჩენა გვაქვს! წინასწარი მონაცემებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სანაპიროს ქუჩაზე, IV-V საუკუნეების სამარხები იქნა ნანახი.
✅რუსთავში, ქალაქის დიდი ისტორიის დამადასტურებელი კიდევ ერთი აღმოჩენა გაკეთდა.
სანაპიროს ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში, წინასწარი მონაცემებით, IV-V საუკუნეების სამარხები იქნა ნანახი.
რუსთავის ისტორიულმა მუზეუმმა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაცია უკვე მიაწოდა და ტერიტორიის შესწავლას, არქეოლოგთა ჯგუფი მალე დაიწყებს.
საგზაო სამუშაოები, აღმოჩენილი სამარხიდან მოშორებით, გზის მეორე პერიმეტრზეც არქეოლოგთა მეთვალყურეობით გაგრძელდება.
ნინო ლაცაბიძე / Nino Latsabidze
რუსთავის არქეოლოგიური ექსპედიცია -2025
ამბავი, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება
ნინო ლაცაბიძე / Nino Latsabidze
რუსთავის მერია / Rustavi City Hall
რუსთავის ისტორიული მუზეუმი / Rustavi History Museum
,,შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში'', რუსთავის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური არქეოლოგიური ექსპედიციის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა.
ივლისიდან დღემდე ექსპედიციამ, უმნიშვნელოვანესი აღმოჩენები გააკეთა.
ინტენსიური საველე კვლევის ფარგლებში, რუსთავის ციხის ტერიტორიაზე გამოვლინდა მრავალი არტეფაქტი, მათ შორის - სამხედრო აღჭურვილობის უნიკალური ნიმუშები, რომლებიც IX–X საუკუნეებით თარიღდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა რკინის სამი მუზარადი და ჯაჭვის პერანგი.
რუსთავის სასახლის კვლევის დროს ნაპოვნი ეს ისტორიული ნივთები, ამ ეპოქის საბრძოლო დანიშნულების არტეფაქტებს შორის, ამიერკავკასიაში ერთადერთია.
საბრძოლო დანიშნულების არტეფაქტების გარდა, სასახლის IV და V ოთახებში, IX-X საუკუნეებით დათარიღებული ულამაზესი მოჭიქული ჭურჭელი იქნა ნანახი.
ექსპედიციას, საკმაოდ ფართო გამოხმაურება ჰქონდა როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო მედიასივრცეში. რუსთავის აღმოჩენებზე წერდნენ არქეოლოგიაზე სპეციალიზებული ისეთი მედიაპლატფორმები, როგორიცაა Ancient Origins, The History Blog, ArkeoNews, Archaeology Magazine (archaeology.org), უფრო ფართო აუდიტორიისთვის განკუთვნილი ფორუმები და სადისკუსიო ონლაინ პლატფორმებიც.
რუსთავის არქეოლოგიური ექსპედიციის პირველი ეტაპი დასრულდა.
რუსთავის შუა საუკუნეების სასახლის კვლევა 2026 წელსაც გაგრძელდება.
✨კიდევ ერთი აღმოჩენა!
⛓️მესამე მუზარადი და ზარადი რუსთავის შუასაუკუნეების სასახლის VI ოთახიდან
📜 IX-X სს.
📍რუსთავის სასახლის აღმოჩენები
🎥 გადაცემაში ,,სხვა შუადღე"
📍რუსთავის სასახლის VI ოთახში, სადაც უკვე აშკარად იკვეთება, საუკუნეების წინ, რუსთავის სასახლის ტერიტორიაზე მომხდარი საბრძოლო მოქმედებების და ხანძრის კვალი, ჩვენმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, კიდევ ერთი მუზარადი აღმოაჩინა.
⛓️⚔️მიწის ფენაში მოჩანს ჯაჭვის პერანგის ფრაგმენტიც.
📜არტეფაქტები IX -X სს ეკუთვნის.
📍რუსთავის სასახლის VI ოთახი, 11 საუკუნის წინ, რუსთავში მომხდარი საბრძოლო ბატალიების ამბავს გვიყვება.
⛓️⚔️რამოდენიმე დღის წინ, რუსთავის სასახლეში ნაპოვნი X საუკუნით დათარიღებული მუზარადი და ჯაჭვის პერანგი, ამ ეპოქის საბრძოლო დანიშნულების არტეფაქტებს შორის, ამიერკავკასიაში ერთადერთია!
22/10/2025
არქეოლოგების შეფასებით, მუზარადი უნიკალურია, რადგან ის ამ პერიოდის საბრძოლო დანიშნულების არტეფაქტებს შორის, ამიერკავკასიაში ერთადერთია.
ვრცლად - https://rustavi2.ge/ka/news/329296
📍კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა
რუსთავის სასახლის VI ოთახში!
⛓️ რუსთავის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რუსთავის სასახლის VI ოთახში, IX-
X სს. ჯაჭვის პერანგი აღმოაჩინა.
📜იგივე პერიოდს განეკუთვნება, იქვე აღმოჩენილი მუზარადიც, რომელიც IX-X საუკუნით დათარიღებულ, საბრძოლო დანიშნულების არტეფაქტებს შორის, ამიერკავკასიაში ერთადერთია.
17/10/2025
👇
TikTok · რუსთავის დიდი ისტორია Check out რუსთავის დიდი ისტორია’s video.
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Website
Address
Rustavi
3700
