31/12/2025
ძვირფასო მასწავლებლებო💖 მოსწავლეებო💖
მშობლებო💖
გულითადად გილოცავთ ახალ 2026 წელს!
💥💥💥💥
ეს წელი იყოს თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის მშვიდობის, ბედნიერებისა და წარმატების წელი💖
უსაზღვრო ენთუზიაზმითა და შრომისმოყვარეობით დავგეგმოთ და განვახორციელოთ ახალი იდეები💖 შევინარჩუნოთ კარგი ურთიერთობები💖 მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს💖
იმედი მაქვს, რომ წლის განმავლობაში კიდევ უფრო დავუახლოვდებით ერთმანეთს და ერთად გავძლიერებთ ჩვენს სკოლას💖
გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ 2026 წელს!
19/12/2025
ჭორვილის საჯარო სკოლაში გაიმართა საშობაო ღონისძიება
,, ჯადოსნური შობა-ახალი წელი". საშობაო სოფელი წარმოდგენილ იქნა მოსწავლეების მიერ შესრულებული ჯადოსნური ზღაპრის გმირებით.
17/12/2025
ჭორვილის საჯარო სკოლაში გაიმართა სასკოლო სპორტული ოლიმპიადა
,, მხიარული სტარტების"
მუნიციპალური ტური.
🏆შეჯიბრის გამარჯვებული და 🥇პირველი ადგილის მფლობელი გახდა ჭორვილის საჯარო სკოლის გუნდი.
ჩვენს მოსწავლეებს გადაეცათ თასი და სიგელი.🏆🥇
🏀ვულოცავთ მათ ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს რეგიონალურ პირველობაზე.
გუნდს ხელმძღვანელობდა სპორტის მასწავლებელი კობა ჯაფარიძე.🙏💪
11/11/2025
მადლობა👏 IBSU ✨️
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მადლობას უხდის ჭორვილის საჯარო სკოლის ყველა პედაგოგს, რომელმაც წვლილი შეიტანა წარმატებული და ღირსეული Tako Gogatishvili -ს აღზრდაში.
🙏ჩვენ კი, ჩვენი მხრივ, მადლობა გვინდა გადავუხადოთ თამარის მშობლებს. მუდამ გეამაყოთ თქვენი შვილის წარმატებით.🫶
📍თამარ გოგატიშვილმა მოიპოვა სახელმწიფო დაფინანსება და ამასთან ერთად, ისარგებლებს IBSU-ს შიდა სასწავლო გრანტით.
15/10/2025
ჭორვილის საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მიერ შესრულებული ულამაზესი პეიზაჟი.
საგანი: ხელოვნება
თემა: პეიზაჟი
ნამუშევარი შესრულებულია უამრავი ფერადი ქაღალდისაგან ტექნოლოგია მოსწავლეების მიერ არის მოფიქრებული.💗
ხელმძღვანელი: მუსიკისა და ხელოვნების მასწავლებელი ფისო გოგატიშვილი
06/09/2025
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიამ 2023 – 2024 სასწავლო წლის ჭორვილის საჯარო სკოლის ოთხი წარჩინებული მოსწავლე ოქროს მედლებით დააჯილდოვა.
გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ თითოეულ თქვენგანს💖
03/08/2025
სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები, რომლებმაც 2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი ქულები მიიღეს.
✔️მარიამ მჭედლიშვილი - ქართული ენა და ლიტერატურა - 60/56 ქულა.
ისტორია - 60/59 ქულა.
✔️თამარ გოგატიშვილი- ქართული ენა და ლიტერატურა - 60/55.
ინგლისური ენა- 70/62 ქულა.
✔️მარიამ შამანაძე - ინგლისური ენა - 70/67
ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ!