👉ხვალ 4 ივნისს,15:00 საათზე, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჩატარდება საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა.
სხდომის თავმჯდომარე ლია დეკანოიძე კომისიის წევრებს გააცნობს საკითხს:
✅საჩხერის მინიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
/მომხსენებელი: ლია დეკანოიძე/
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო.Sachkhere City Council
Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო.Sachkhere City Council, Government Organization, თავისუფლების ქ. N4, Sach'khere.
01/06/2026
01/06/2026
გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ეს დღე გვახსენებს, რომ თითოეულ ბავშვს აქვს უფლება იცხოვროს სიყვარულით, მზრუნველობითა და სიხარულით სავსე გარემოში. ჩვენი ვალია, შევუქმნათ მათ უკეთესი აწმყო და ღირსეული მომავალი.
ვულოცავთ ყველა პატარას ამ ლამაზ დღეს და ვუსურვებთ ბედნიერ, ჯანმრთელ და ფერად ბავშვობას, სავსეს ულევი სიხარულითა და ახდენილი ოცნებებით.
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე- ირაკლი ჩხიკვაძე
31/05/2026
გილოცავთ პროფესიულ დღეს!
31/05/2026
გილოცავთ სულთმოფენობას!
29/05/2026
საჩხერის მუნიციპალიტეტში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ღონისძიებები წმინდა დოსითეოზ წერეთლის ქუჩაზე საქალაქო სკვერში გაიმართება.
ღონისძიების პროგრამა:
🎭11:00 საათი-ქუთაისის ნიღბების თეატრის გმირების მსვლელობა;
🎭11:30 საათი-ქუთაისის ნიღბების თეატრის წარმოდგენა: „მხიარული ჯამბაზები“;
👫12:30 საათი- სავანის საჯარო სკოლის წარმოდგენა „მომავლის ბავშვები“.
29/05/2026
📌დღეს, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩხიკვაძე უძღვებოდა.
სხდომას ესწრებოდნენ: საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, დეპუტატები, მუნიციპალიტეტის მერი, მერის მოადგილეები და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი.
დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ექვსი საკითხი განიხილეს და დაამტკიცეს.
29/05/2026
თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ!
სიხარულითა და დიდი პატივისცემით გილოცავთ დაბადების დღეს.
გისურვებთ უფლის შეწევნას, ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდესა და ძალას, რათა კიდევ მრავალი წელი ემსახუროთ ღმერთსა და ხალხს სიყვარულითა და სიკეთით.
თქვენი სიტყვა, სითბო და თანადგომა მრავალი ადამიანისათვის იმედისა და რწმენის მომნიჭებელია.
უფალმა გაგაძლიეროთ, გაგახაროთ და ყოველი დღე მადლითა და ბედნიერებით აგივსოთ.
მრავალჟამიერ მეუფეო!
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე-ირაკლი ჩხიკვაძე
👉საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს მორიგი სხდომები გაიმართება შემდეგი განრიგით:
📌2026 წლის 29 მაისი, 10:30 საათზე- ბიუროს სხდომა;
📌2026 წლის 29 მაისი, 11:00 საათზე- საკრებულოს მორიგი სხდომა.
ბიუროს სხდომის დღის წესრიგი
1. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე.
/მომხსენებელი: მარინე დემეტრაშვილი/
2. საჩხერის მუნიციპალიტეტში 2026 წლისათვის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ.
/მომხსენებელი: მარინე დემეტრაშვილი/
3. საჩხერის მუნიციპალიტეტის არგვეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ სავანეში მცხოვრებ მოქალაქეთა განცხადების (სოფელ სავანეში ქუჩისათვის ნანია ჯაფარიძის სახელის მინიჭების თაობაზე) განხილვის შესახებ.
/მომხსენებელი: მარინა კაციტაძე/
4. საჩხერის მუნიციპალიტეტის ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ სხვიტორში სახელწოდების არმქონე ქუჩის სახელდების მინიჭების თაობაზე.
/მომხსენებელი: მარინა კაციტაძე/
5. საჩხერის მუნიციპალიტეტის გორისის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ გორისაში სახელწოდების არმქონე ქუჩის სახელდების მინიჭების თაობაზე.
/მომხსენებელი: ბენიამენ ფალავანდიშვილი/
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Contact the business
Telephone
Website
Address
თავისუფლების ქ. N4
Sach'khere
4000

02/06/2026