საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია / Sagarejo Municipality City Hall

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია / Sagarejo Municipality City Hall

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია / Sagarejo Municipality City Hall, Government Organization, საგარეჯო, დავით აღმაშენებლის ქ. N9, Sagarejo.

Photos from საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია / Sagarejo Municipality City Hall's post 01/06/2026

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ კაკუტაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გილაშვილთან, მოადგილეებთან - არსენა ტუხაშვილთან და გელა ოკინაშვილთან ერთად, კულტურის სახლის გვერდით არსებულ სკვერში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა და დატვირთული იყო სხვადასხვა საბავშვო, გასართობი აქტივობით.

01/06/2026
30/05/2026

⚽️ ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩვენება დიდ ეკრანზე;

🗓️ დღეს, 30 მაისს, 20:00 საათზე;

📍 საგარეჯოს კულტურის სახლის დიდ დარბაზში.

🏆 ერთად ვუგულშემატკივროთ ხვიჩა კვარაცხელიას!

29/05/2026

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 11:00 საათიდან საგარეჯოს კულტურის სახლის გვერდით არსებულ სკვერში, ბავშვთა გასართობი ღონისძიებები გაიმართება.

პროგრამა:

🔹გასართობი მხიარული პროგრამა, წამყვანებით და ზღაპრის გმირებით;
🔹ცეცხლის შოუ;
🔹ჯამბაზის შოუ;
🔹საპნის ბუშტების შოუ;
🔹ქაფის შოუ;
🔹გასართობი სივრცე;
🔹სახის მოხატვა.

გელით, თქვენს პატარებთან ერთად!

Photos from საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია / Sagarejo Municipality City Hall's post 29/05/2026

გიორგი ლეონიძის მშობლიურ სოფელ პატარძეულში, სახალხო დღესასწაული "გოგლაობა" აღინიშნა.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერ ვახტანგ კაკუტაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გილაშვილთან, მწერალთა კავშირისა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში, გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმში გამართულ ღონისძიებას დაესწრო.

გიორგი ლეონიძის 127- ე წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, პლატონ კალმახელიძემ დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და "გოგლაობა" მიულოცა.

გიორგი ლეონიძის მიერ შექმნილი "ნატვრის ხის" გმირებმა მოწვეულ სტუმრებს ბროწეულების ჩრდილქვეშ უმასპინძლეს, სადაც დიდი მწერლის შემოქმედებიდან სხვადასხვა ციტატა გაჟღერდა.

მწერალთა კავშირის თავჯდომარემ მაყვალა გონაშვილმა ხელისუფლების წარმომადგენლები, მადლობის ნიშნად სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა.

Photos from საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია / Sagarejo Municipality City Hall's post 29/05/2026

თამარ ჯაბადარის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში, მხატვარ ნინო ჯანგულაშვილის 71 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მოეწყო მისი ნამუშევრების გამოფენა.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ სკოლისგარეშე დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა ზურა მეკოკიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის ვახტანგ კაკუტაშვილის ინიციატივით, ნინო ჯანგულაშვილს კულტურის სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისა და პედაგოგიური საქმიანობისთვის მადლობის სიგელი და ფულადი ჯილდო გადაეცა.

Want your business to be the top-listed Government Service in Sagarejo?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Address


საგარეჯო, დავით აღმაშენებლის ქ. N9
Sagarejo
3800

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00