საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო, Government Organization, დავით აღმაშენებლის ქუჩა N9, Sagarejo.

Photos from საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო's post 01/06/2026

1 ივნისს, წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანებისა და საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საგარეჯოს ქართული ოცნების ქალთა ორგანიზაციამ სოფელ ნინოწმინდაში, წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში ღონისძიება გამართა.

ღონისძიებას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე-ალექსი გილაშვილი, მუნიციპალიტეტის მერი-ვახტანგ კაკუტაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

Photos from საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო's post 01/06/2026

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

01/06/2026
Photos from საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო's post 29/05/2026

გიორგი ლეონიძის მშობლიურ სოფელ პატარძეულში, სახალხო დღესასწაული "გოგლაობა" აღინიშნა.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გილაშვილთან, მერთან ვახტანგ კაკუტაშვილთან,მწერალთა კავშირისა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში, გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმში გამართულ ღონისძიებას დაესწრო.

Photos from საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო's post 29/05/2026

2026 წლის 29 მაისს გაიმართა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:
1. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხსენებელი თინათინ ძაბილაშვილი ელენე სამხთუაშვილი/

2. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიშის მოსმენის შესახებ
/მომხსენებელი მარინა თედიაშვილი ელენე სამხთუაშვილი/

3. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმაში სახელწოდების არმქონე ქუჩის არაბული ციფრის გამოყენებით სახელდების შესახებ.
/მომხსენებელი ვალერიან ხუნაშვილი/

4. „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „საგარეჯოს N105 კომპლექსური სასპორტო სკოლის“ ფასიანი და უფასო მომსახურების, აბონიმენტის და ერთჯერადი საშვის ტარიფების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 22 აგვისტოს N67 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხსენებელი თემურ ილაური/

5. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტექნიკის შპს სუფთა მუნიციპალიტეტი 2018“-სთვის თხოვების ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 იანვრის N53-53260306 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
/მომხსენებელი ლალი ზაბახიძე თანამომხსენებელი გიორგი კოხტაშვილი/

6. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდის ტერიტორიაზე ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთისთვის (ს/კ 55.11.65.008.054) განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების ინიცირების თაობაზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების შეთანხმების შესახებ.
/მომხსენებელი ვასილ დუჩიძე, თანამომხსენებელი ვალერიან ხუნაშვილი/

7. სხვადასხვა.

Photos from საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო's post 28/05/2026

მართლმადიდებელი ეკლესია 13 ასურელი მამათაგან ერთ - ერთის, დავით გარეჯელის ხსენების დღეს აღნიშნავს. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერ ვახტანგ კაკუტაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გილაშვილთან და ადგილობრივ მრევლთან ერთად, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში პარაკლისს დაესწრო.

დავით გარეჯელის სახელობის მამათა მონასტერში პარაკლისი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ აღავლინა და წმინდანის სულიერი მოღვაწეობის შესახებ მრევლს ქადაგებით მიმართა.

28/05/2026

გილოცავთ წმინდა დავით გარეჯელის ხსენების დღეს!

Photos from საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო's post 26/05/2026

26 მაისი!

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა საგარეჯოში

Want your business to be the top-listed Government Service in Sagarejo?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


დავით აღმაშენებლის ქუჩა N9
Sagarejo

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00