IV ა კლასის როლური თამაში ინგლისურ ენაში✌️
ექიმი ციყვი და მისი პაციენტები!
სამტრედიის პირველი საჯარო სკოლა
პირველებო პირველობისკენ !
14/05/2026
ინგლისური ენის გაკვეთილზე მეექვსე კლასის მოსწავლეებმა ამერიკის შეერთებული შტატების შესახებ საინტერესო და შემოქმედებითი პრეზენტაციები წარადგინეს.
სასწავლო პროცესის ფარგლებში მოსწავლეებმა მოიძიეს და გააზიარეს დეტალური ინფორმაცია ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობის, დედაქალაქის, სახელმწიფო ენისა და მოსახლეობის მრავალფეროვნების შესახებ. მათ ასევე მიმოიხილეს ამერიკის ცნობილი ქალაქები, ღირსშესანიშნაობები, კულტურული ტრადიციები, ეროვნული სიმბოლოები, პოპულარული სპორტის სახეობები და გამოჩენილი პიროვნებები.
პრეზენტაციებზე მუშაობისას მოსწავლეებმა აქტიურად გამოიყენეს Microsoft Word-ისა და Canva-ს პლატფორმები, რამაც ხელი შეუწყო მათი ციფრული წიგნიერების ამაღლებას. ამ აქტივობით ბავშვებმა განივითარეს ინგლისურ ენაზე საუბრის, ინფორმაციის მოძიებისა და დახარისხების უნარები, ასევე ისწავლეს გუნდური მუშაობა და საკუთარი აზრის აუდიტორიის წინაშე ეფექტურად წარდგენა.
მადლობას ვუხდით მათ, საინტერესო პრეზენტაციებისა და სასწავლო პროცესში ასეთი მაღალი ჩართულობისთვის.
მასწავლებელი- Irma Kuchuxidze
14/05/2026
Healthy Habits, Healthy Future! 💧🥦🍏🏃🏼♀️🚴🏻♂️
აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ინგლისურ ენაში მიღებული ცოდნის (მოდალური ზმნები must და should) პრაქტიკაში გამოყენება და სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერება. მოსწავლეებმა შექმნეს საინფორმაციო ბარათები , წარადგინეს პრეზენტაციები და საკუთარი რჩევები სკოლის საზოგადოებასაც გაუზიარეს.
კლასი 6ბ
მასწავლებელი: ნანუკა გაბუნია
14/05/2026
სსიპ ქალაქ სამტრედიის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა რუსული ენის კლუბის მიერ მომზადებული ღონისძიება «Культурное наследие грузинского и русского народов».
კლუბის საქმიანობა მიზნად ისახავს რუსული ენის პოპულარიზებასა და მის შესწავლას,სწავლების არატრადიციული მეთოდების გამოყენებით. სწავლების არატრადიციული მეთოდები, როგორებიცაა კომუნიკაციური მეთოდი, სადაც აქცენტი კეთდება საუბარზე, როლურ თამაშებსა და სიტუაციურ დიალოგებზე და ეხმარება მოსწავლეს ენობრივი ბარიერის დაძლევაში, აუდიო-ვიზუალური მეთოდი, სადაც ხდება მუსიკის, ფილმების, ვიდეო გაკვეთილებისა და აუდიო მასალების გამოყენება და აადვილებს ენის ბუნებრივ გარემოში ათვისებას. მათი გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია შეზღუდული ენობრივი გარემოს პირობებში,რადგან,მოსწავლეებს,რუსული მეტყველება არსად ესმით, გაკვეთილების გარდა. სწორედ აღნიშნული მეთოდების დამსახურებაა,რომ მოსწავლეები,განურჩევლად ასაკისა, (11-16 წლის) ხალისით მონაწილეობენ კლუბის საქმიანობაში.
ჩვენ ერთობლივად შევიმუშავეთ ღონისძიების სცენარი, სადაც ყურადღება გამახვილებულია მოსწავლეთა ასაკზე,შესაძლებლობებზე,ინტერესებზე,უნარებსა და არსებული ცოდნის დონეზე.
ვფიქრობ,რომ კლუბის საქმიანობა ხელს უწყობს რუსული ენის შესწავლისადმი მოტივაციის გაზრდას,ინტერაქტიული ურთიერთობის უნარ-ჩვევებისა და სწორი მეტყველების ჩამოყალიბებას.
13/05/2026
🎓📚 ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯმა რეკრუტირების ფარგლებში შეხვედრა გამართა სსიპ ქ. სამტრედიის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან.
📚 სკოლის მოსწავლეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს როგორც ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში გამოცხადებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, ისე კოლეჯის საქმიანობის, სტუდენტური სერვისების, დასაქმების ხელშეწყობის მექანიზმებსა თუ სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებზე. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინტეგრირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს.
✍️მოსწავლეები ამომწურავად გაეცნენ რეგისტრაციის პროცესსა და საჭირო პროცედურებს.
❓💬 შეხვედრა დასრულდა კითხვა-პასუხის სესიით, სადაც დაინტერესებულმა მოსწავლეებმა დამატებითი ინფორმაცია მიიღეს მათთვის საინტერესო საკითხებზე.
11/05/2026
🇫🇷📍🎈🎈ფრანგული ენა ჩვენი თავგადასავალია
დღეს სკოლის ეზოში ნამდვილი პარიზული ამბები დატრიალდა. 🇫🇷🎈აქაურობა ერთი დღით საფრანგეთის სიმბოლოების მაკეტებმა, ნახატებმა, პროვანსულმა ლავანდამ და გრასის სუნამოების სურნელებამ გააცოცხლა. „კაფე დე ფლორის“ იმპროვიზაციამ, ხელით შექმნილი ფრანგული ყველის, ღვინისა თუ დესერტების პრეზენტაციამ სტუმრებს ნამდვილი ფრანგული დღესასწაული აგრძნობინა.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მე-5ა კლასის საოცარი , კრეატიული მოსწავლეები. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მხოლოდ ერთი წელია ეუფლებიან ფრანგულ ენას, მათ უკვე მრავალი საინტერესო ღონისძიება შემოგვთავაზეს. სწორედ მათ შექმნეს ფრანგული კლიპი და სხვა ფრანკოფონებთან ერთად შეასრულეს სკოლის ჰიმნი და ფრანგული სიმღერები
მადლობა მე-5ა კლასსა და მათ მშობლებს ასეთი მონდომებისა და მხარდაჭერისათვის. მადლობა ამ ფრანგული თავგადასავლების სულისჩამდგმელსა და ხელმძღვანელს — ქალბატონ Irma Vashakidze.
#ფრანკოფონია #პარიზიჩვენსსკოლაში #ფრანგულიენა
#ისწავლეფრანგულიეზიარეფრანგულკულტურას
🇫🇷🎈
11/05/2026
ქ სამტრედიის N 1 საჯარო სკოლის მე_ 6 ა კლასში საგან ბუნებისმეტყველებაში მოტივირებულ და პერსპექტიულ პრაქტიკანტ მასწავლებელთან, ანა ჯვარშეიშვილთან, ერთად მოსწავლეებისთვის საინტერესოდ და ხალისით დასრულდა საკითხის ,,სითბოსა და სინათლის განაწილება დედამიწაზე" შესწავლა.
საკითხის შესწავლისას განხორციელებული აქტივობებიდან მოსწავლეებისთვის გამორჩეულად საინტერესო იყო "სასწავლო გაჩერებები", რუკაზე მუშაობა, პრეზენტაციები რომლებიც წარმოადგინეს სხვადასხვა კლიმატური სარტყელების შესახებ მათი ბუნებრივი პირობების,არსებული ტემპერატურისა და ნალექებისა მიხედვით. მუშაობის პროცესში მოსწავლეებმა შეადარეს ერთმანეთისგან განსხვავებული სარტყლები და დაასკვნეს, როგორ გავლენას ახდენს კლიმატი ბუნებასა და ადამიანის საქმიანობაზე. ყოველი მომდევნო აქტივობა ხელს უწყობდა მოსწავლეებში ანალიზის, შედარებისა და რუკაზე მუშაობის უნარების განვითარებას.წარმატებები მე_ 6 ა კლასის მოსწავლეებსა და მომავალ პედაგოგს Ani Jvarsheishvili
პედაგოგი : Sofo Shengelia
09/05/2026
ქალაქ სამტრედიის პირველი სკოლის კურსდამთავრებული, ოქროს მედლოსანი, 100%-იანი გრანტის მფლობელი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებათა ბაკალავრი, იოანე მახარაძე დღეს წამყვანი ამერიკული უნივერსიტეტის, Webster-ის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი გახდა.
დამამთავრებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს, იოანე მახარაძემ ხაზი გაუსვა მის ყველა წარმატებაში ჩვენი სკოლის მიერ შექმნილი საძირკველის დიდ მნიშვნელობას. “ჩემს მასწავლებლებს სამტრედიის პირველ სკოლაში- თქვენ იყავით ჩემი წარმატების პირველი არქიტექტორები, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ წარმატება არ არის გეოგრაფიული პრივილეგია, ის შეიძლება დაიბადოს ნებისმიერ ადგილზე, სადაც არის მოტივირებული მასწავლებელი და მოსწავლე”.-თქვა იოანემ.
ჩვენი სკოლა სიამაყით ულოცავს იოანე მახარაძეს ამერიკული უნივერსიტეტის უმაღლესი შეფასებით დასრულებას და უსურვებს წარმატებებს
🇪🇺🇪🇺🇪🇺🌍 მე-5 ბ კლასის მოსწავლეებმა წარმატებით დაასრულეს eTwinning-ის საერთაშორისო პროექტი -“Small Steps for a Greener Planet”, რომელშიც 12 ევროპული ქვეყანა იყო ჩართული. 🌱✨
პროექტის განმავლობაში მოსწავლეებმა აიმაღლეს ეკოლოგიური ცნობიერება, გაიუმჯობესეს ინგლისური ენის უნარები და უცხოელ მეგობრებთან ერთად გაიზიარეს პასუხისმგებლობა ბუნებისა და გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე. 🍀🌲🐾
მათ საინტერესო და შემოქმედებითი აქტივობების საშუალებით კიდევ ერთხელ გააცნობიერეს, რომ პატარა ნაბიჯებიც კი დიდ გავლენას ახდენს ჩვენი პლანეტის უკეთესი მომავლის შექმნაში. 🌎💚
პროექტის ხელმძღვანელი და თანადამფუძნებელი -ნინო სტურუა. ✨
🇪🇺🇪🇺🇪🇺🌍 The students of Class 5B successfully completed the international eTwinning project “Small Steps for a Greener Planet”, which brought together participants from 12 European countries. 🌱✨
Throughout the project, the students raised their environmental awareness, improved their English language skills, and shared with their international friends the responsibility and importance of caring for nature and protecting the environment. 🍀🌲🐾
Through creative and engaging activities, they realized that even small steps can make a big difference in creating a better future for our planet. 🌎💚
Project leader and co-founder - Nino Sturua✨
08/05/2026
მასწავლებელთა საყურადღებოდ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აგრძელებს მუშაობას მასწავლებელთა პროფესიუ.....
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Website
Address
9აპრილის ქ. #79
Samtredia
3900
