27/06/2026
სამტრედია - გახარიას მხარდამჭერები
Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from სამტრედია - გახარიას მხარდამჭერები, Political organisation, სამტრედია თამარ მეფის 12, Samtredia.
27/06/2026
🗣️ ვიკა ფილფანი : ვერც ეროვნულობას იცავთ, ვერც ამ ქვეყნის ღირსებას და ვერც ქრისტიანობას. კაცობა ვაჟკაცური საქციელით გამოიხატება.
24/09/2025
,,ცოტა რამ ჩემს სამაჟორიტარო ოლქზე...
მიუხედავად იმისა, რომ პარტიული სიის პირველი ნომერი ვარ და ჩემთვის ბიულეტენში მესამე სვეტში „25“-ის გაფერადება ყველაზე მნიშვნელოვანია, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ საარჩევნო უბანზე აკეთებ არჩევანს სოფელში თუ ქალაქის ტერიტორიაზე. მესამე სვეტში „25 გახარია საქართველოსთვის“ გაფერადება ჩემთვის ყველაზე ღირებულია და მხარდაჭერისთვის მადლიერი ვიქნები.
თუმცა, ასევე ვარ მაჟორიტარობის კანდიდატი ჩემს უბანში, სადაც დავიბადე და გავიზარდე: 3-ე, 12-ე და 35-ე საარჩევნო უბნებზე. მხოლოდ ამ უბნების ამომრჩეველს მეორე სვეტში უშუალოდ ჩემი სახელი და გვარიც დაგხვდებათ.
(მხოლოდ ამ სამ უბანზე! სხვა შემთხვევაში ბიულეტენში მესამე სვეტში პარტიის სახელწოდება „გახარია საქართველოსთვის“ არის მითითებული და ეგ გააფერადეთ💜).
სიმბოლურია ის, რომ ჩემი სამაჟორიტარო ოლქის საარჩევნო უბნები განთავსებულია სწორედ იმ ადგილებში, რომლებიც ჩემს ცხოვრებასთან ყველაზე ახლოს არის დაკავშირებული:
3-ე უბანი – მესამე საჯარო სკოლა: სკოლა, რომელიც მე დავამთავრე.
12-ე უბანი – პირველი საჯარო სკოლა, სადაც პირველ კლასში შევედი და 9 წელი გავატარე.
35-ე უბანი – მეოთხე საბავშვო ბაღი, სადაც სოციალიზაციის პირველი ნაბიჯები გადავდგი.
ეს სამივე ლოკაცია ჩემთვის უბრალოდ დაწესებულება ან საარჩევნო უბანი არ არის… სამივე ჩემი სახლია. აქ გავიზარდე, აქ დავაგროვე ყველაზე დიდი სიყვარული, აქ შევიძინე ერთგული მეგობრები და, რაც ყველაზე მთავარია, აქ მასწავლიდნენ ადამიანები, რომლებმაც არა მხოლოდ კონკრეტული საგნები, არამედ სწორი ღირებულებები, ადამიანებისადმი პატივისცემა, ქვეყნისა და ქალაქის სიყვარული და პასუხისმგებლობის გრძნობა გამიღვივეს.
მე ამ უბანში დავიბადე და გავიზარდე. ძალიან მიყვარს ეს ადგილი — აქ არის ჩემი ოჯახი, ჩემი სამეგობრო, ჩემი საძმაკაცო. ყველაფერი პირველი ჩემთვის ამ უბანთან ასოცირდება. სწორედ ამიტომ ვერ გავუშვებდი შესაძლებლობას, რომ ჩემი პროფესიული გზის პირველი ნაბიჯებიც აქედან არ გადამედგა.
ქართული ოცნების კანდიდატს ამ უბანში პირადად არ ვიცნობ, თუმცა ვერ დავმალავ, ბევრი კარგი მსმენია მასზე. წარმატებებს და ჯანსაღ საარჩევნო გარემოს ვუსურვებ.
მე ვიცი, თუ რამდენად დიდი პარტიული ინფრასტრუქტურა აქვს „ოცნებას“ სამტრედიაში, რამდენად დიდი ადამიანური და ფინანსური რესურსი. თუმცა მე ისიც ძალიან კარგად მესმის, რომ მუნიციპალური არჩევნები არის პირვნებების არჩევნები და აქ არა როგორც პარტიას, არამედ პიროვნებებს ანიჭებენ უპირატესობას.
ამ ნაწილში კი ცვლილებებს და ახალგაზრდულ მოტივაციას გთავაზობთ.
თქვენგან მხარდაჭერასთან ერთად ვერბალურად ჩემზე ინფორმაციის გავრცელებას გთხოვთ თქვენს სამეგობროში, რადგან მე არ ვსარგებლობ რაღაც უცნაური და ჩემთვის მიუღებელი, ხელფასიანი კოორდინატორის სერვისით.
🟣მოდი არჩევნებზე, გააფერადე 25 ,,გახარია - საქართველოსთვის”
🎙️ნიკოლოზ ხაბეიშვილი - პარტია ,,გახარია საქართველოსთვის”
19/09/2025
საქართველო, განსაკუთრებით კი სამტრედია, გამოირჩევა ძალიან ვიწრო სოციალური კავშირებით, ჩვენ ყველანი ერთმანეთს ვიცნობთ, ვმეგობრობთ, ვახლობლობთ. ერთმანეთის ოჯახების მიმართ დიდი პატივისცემა და სიყვარული გვაკავშირებს. ეს არის ჩვენი მთავარი სიმდიდრე, რასაც ყოველდღე ადამიანურ ურთიერთობებში გამოვხატავთ.
პოლიტიკაში ჩართვა მარტივი ნაბიჯი არასდროსაა, რადგან ზოგჯერ სწორედ ამ, ჩემთვის ყველაზე ძვირფას, ადამიანურ ურთიერთობებს სამწუხარო ბზარები უჩნდება.
(რა თქმა უნდა, ეს არასდროს არის
გამოწვეული ჩემი მხრიდან, ეს ეროვნული პრობლემაა, რასაც პოლარიზაციისა და შიშის მაღალი ხარისხი განაპირობებს. სწორედ ამას განსაკუთრებით გასულ წელს გადავაწყდი.)
მიუხედავად ამისა, მე ეს გზა ავირჩიე და დღესაც ვაგრძელებ. სამტრედიის სიყვარული და იმ ადამიანების მხარდაჭერა, ვინც გულწრფელად ფიქრობს ცვლილებებზე, არის ის ძალა, რაც დიდ მოტივაციას მაძლევს.
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია…
მოახლოვდა მუნიციპალური არჩევნები. ჩემი დიდი სურვილია, რომ ჩვენს ქალაქში არჩევნები აღარ იქცეს მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების პრობლემებით ვაჭრობის საშუალებად. სამწუხაროდ, წელსაც ვაწყდებით ამ პრაქტიკას მმართველი პარტიის მხრიდან:))
შეწყვიტე ოცნება!
მოდი არჩევნებზე, გააფერადე 25 ,,გახარია საქართველოსთვის”
19/09/2025
,,გილოცავთ სამტრედიობას!💜
სამტრედია ყველაზე მეტად ადამიანებით ფასობს. მათი შრომით, გულწრფელობით და ერთმანეთის მიმართ ძმობითა და მეგობრობით.
დღეს ბევრი გამოწვევა გვაქვს. განსაკუთრებით მტკივნეულია ის, რომ უამრავი ჩვენი თანამოქალაქე შრომით ემიგრაციაშია, ოჯახისგან და ქალაქისგან შორს.
მინდა, რომ სამტრედიელებმა ღირსეულ გარემოში იცხოვრონ. იქ, სადაც საკუთარ ქალაქში ცხოვრება სჯობს წასვლას.”
🎙️ნიკოლოზ ხაბეიშვილი - პარტია ,,გახარია- საქართველოსთვის”
#სამტრედიობა2025
#სამტრედიასაქართველოსთვის25
18/09/2025
,, მეგობრებო, ჯიხაიშელებო და სამტრედიელებო,
დიდი პატივია, რომ თქვენს წინაშე ვდგავარ როგორც სოფელ დიდი ჯიხაიშის მაჟორიტარობის კანდიდატი და ამავე დროს, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ სამტრედიის საკრებულოს სიის მესამე ნომერი.
დავიბადე და გავიზარდე დიდ ჯიხაიშში. აქ არის ჩემი ბავშვობა, ჩემი ოჯახი, ჩემი ფესვები. ბევრ თქვენგანთან ძალიან თბილი და ტკბილი ურთიერთობა მაკავშირებს, სიყვარული, რომელსაც ფასი არასოდეს დაეკარგება. კარგად ვიცი, რა დიდი შრომისმოყვარეობით ცხოვრობთ და რამდენად დიდი ძალა აქვს თქვენს ყოველდღიურ შრომას.
დღეს მე თქვენ წინაშე ვარ როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი. ეს მხოლოდ სტატუსი არ არის ჩემთვის, ეს არის პასუხისმგებლობა, რომელსაც მთელი გულით ვიღებ. ვიცი, როგორი სერიოზული და მძიმე ნაბიჯია ეს ჩემთვის, მაგრამ ერთ რამეს გპირდებით: თითოეული თქვენგანის პრობლემისა და ინიციატივის გვერდით ვიქნები.
თქვენს ხმას გავაჟღერებ სამტრედიის საკრებულოში და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ხმა არ დაიკარგოს, არამედ გახდეს ძალა, რომელიც კონკრეტულ შედეგამდე მიგვიყვანს.
მართალია, ბოლო წლებში არჩევნები ძალიან მძიმე და დაძაბულ გარემოში ტარდება, მაგრამ გულწრფელად არ მინდა, რომ ჩემს შვილებსაც იმავე გარემოში მოუწიოთ ცხოვრება. მინდა, მათ თავისუფლად და მშვიდად იფიქრონ განვითარებაზე, განათლებაზე და მომავალზე.
ცვლილებები აუცილებელია, ველოდები თქვენს მხარდაჭერას.✊🏻💜
მოდი არჩევნებზე და გააფერადე
🟣 25 ლევან ჩხიკვაძე
🟣 25 ,,გახარია - საქართველოსთვის”
🎙️ლევან ჩხიკვაძე - პარტია ,,გახარია-საქართველოსთვის”
18/09/2025
🟣გააფერადეთ 25 ,,გახარია საქართველოსთვის”
,,მეგობრებო, ნაცნობებო, სამტრედიელებო,
4 ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებში სამტრედიის საკრებულოს წევრობის კანდიდატი ვარ.
„გახარია საქართველოსთვის“ პარტიული სიის პირველი ნომერი და ამავდროულად — ქალაქის მაჟორიტარობის კანდიდატი მესამე ოლქში (3, 12, 35 უბნებზე).
ეს ნაბიჯი ჩემთვის შემთხვევითი არ არის.
ცოტა ხნის წინ დავასრულე სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პოლიტიკის მეცნიერების ფაკულტეტზე. ეს არის ჩემი პროფესია, ჩემი ინტერესის სფერო და ჩემი პირადი ვალდებულება ქვეყნის, საზოგადოების და ჩემი ქალაქის წინაშე. მსურს, ამ წლების განმავლობაში დაგროვებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოვიყენო და ამ გზით ვემსახურო ჩემს ქალაქს.
ამ ნაბიჯით, მსურს შევუერთდე ჩემს თაობას, რომელსაც სურს მეტი პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ მომავალზე.
მე ვარ იმ თაობის ნაწილი, რომელიც დაიბადა და გაიზარდა თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოში, თაობის, რომელსაც მერწმუნეთ, კარგად ესმის მშვიდობის ფასიც, პატივს სცემს ქართულ კულტურასაც და ტრადიციებსაც.
სამწუხაროდ, ,,ქართული ოცნების” პროპაგანდა ხშირად ცდილობს ახალგაზრდების დისკრედიტაციას — ერთი-ორი მავნე საქციელის მაგალითით აყალიბებს სურათს, თითქოს სრულიად ახალგაზრდობა, დესტრუქციულია. მაგრამ ეს არის ტყუილი, რომელსაც მხოლოდ ერთი მიზანი აქვს… ძალაუფლების შენარჩუნება.
ძალიან კარგად მესმის, რომ წინ რთული, ძალიან მძიმე და უთანასწორო საარჩევნო გარემო მელოდება, თუმცა მე არ დავაკლებ მცდელობას, რომ თითოეულ თქვენგანს გაგიზიაროთ ის ხედვები, რასაც მხარდაჭერის შემთხვევაში საკრებულოდან გავაჟღერებ, და ამავდროულად ვიყო თქვენი სანდო ხმა მუნიციპალურ ორგანოში.”
მოდი არჩევნებზე და გააფერადე 25 ,,გახარია საქართველოსთვის” 💜
🎙️ნიკოლოზი ხაბეიშვილი - პარტია ,,გახარია - საქართველოსთვის”
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Website
Address
სამტრედია თამარ მეფის 12
Samtredia
