01/06/2026
1 ივნისი — ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სამტრედიაში🎈
Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია-Samtredia Municipality Hall, Government Organization, რესპუბლიკის ქ. N-6, Samtredia.
01/06/2026
1 ივნისი — ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სამტრედიაში🎈
01/06/2026
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, მერის წარმომადგენლებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ყველა ის პროექტი, რომლის განხორციელებაც მიმდინარე წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არის დაგეგმილი. ყურადღება გამახვილდა როგორც მიმდინარე, ისე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების განხორციელების პროცესზე, ვადებსა და ხარისხობრივ სტანდარტებზე.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ბახტაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ თითოეული პროექტი დროულად და მაღალი ხარისხით განხორციელდეს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების აზრი და მათი ჩართულობა თითოეული პროექტის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში. სამტრედიაში განხორციელებული პროექტები მოსახლეობის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული და მომავალშიც ჩვენი საქმიანობა მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებს მოემსახურება“, — განაცხადა დავით ბახტაძემ.
31/05/2026
🙏🏻❤️
30/05/2026
✊🇬🇪❤️
29/05/2026
სამტრედიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში მოსახლეობისთვის თვალის უფასო გამოკვლევები ჩატარდა.
აქციის ფარგლებში მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ უფასოდ ესარგებლათ ოფთალმოლოგიური კვლევებით.
გამოკვლევების პროცესს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე გაეცნო და მონაწილე მოქალაქეებს შეხვდა.
მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, მსგავსი სამედიცინო აქციები მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობის დროული შეფასებისა და დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის შესაძლებლობას იძლევა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტი მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიზნით მსგავსი ტიპის პროგრამებისა და სამედიცინო აქციების მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.
29/05/2026
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა სტურუასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ტოლების ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრნენ, მოისმინეს მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები, საჭიროებები და არსებული გამოწვევები. მოქალაქეებმა სხვადასხვა მიმართულებით გამოთქვეს მოსაზრებები და დააყენეს მათთვის პრიორიტეტული საკითხები, რომელთა მოგვარებაზეც მუნიციპალიტეტი ეტაპობრივად იმუშავებს.
მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, რომ მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაცია ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რადგან მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს მოქალაქეთა საჭიროებების უკეთ გაცნობას და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას.
მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი განაგრძობს მოსახლეობასთან აქტიურ თანამშრომლობას, რათა ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები დროულად გამოვლინდეს და მათი გადაჭრისთვის ეფექტიანი ნაბიჯები გადაიდგას.
სამტრედიის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად გრძელდება და მიზნად ისახავს ადგილობრივი საჭიროებების დროულ იდენტიფიცირებასა და მათი გადაჭრის გზების დასახვას.
29/05/2026
🎈 ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, სამტრედიაში სხვადასხვა აქტივობა გაიმართება
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მომავლის სკვერში მრავალფეროვანი საბავშვო ღონისძიებები გაიმართება.
12:00 საათიდან წარმოდგენილი იქნება სულხან-საბა ორბელიანის გაცოცხლებული იგავ-არაკები, საჯარო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით.
ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყობა საბავშვო ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, საბავშვო გასართობი სივრცე და სახეზე ხატვის აქტივობა.
28/05/2026
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა სტურუასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ გომში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.
მონიტორინგის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სოფელ გომში, ე.წ. თეთრ გზაზე ასფალტის საფარის მოწყობის მიმდინარე პროცესი მოინახულეს.
პროექტის ფარგლებში 1400 გრძივი მეტრი ასფალტის საფარი იგება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილებას როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც აღნიშნული გზით ყოველდღიურად სარგებლობენ.
მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, პროექტი მოსახლეობისთვის მიცემული დაპირების ფარგლებში ხორციელდება და მსგავსი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ეტაპობრივად სხვადასხვა დასახლებაშიც გაგრძელდება.
„მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს. აქტიურად ხორციელდება საგზაო ინფრასტრუქტურის, სპორტული და სხვადასხვა მუნიციპალური ობიექტების მოწესრიგების სამუშაოები. ჩვენი მიზანია, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი სრულად შეესაბამებოდეს თანამედროვე სტანდარტებს და ადგილობრივ მოსახლეობას უფრო კომფორტული საცხოვრებელი პირობები შევუქმნათ,“ — აღნიშნა დავით ბახტაძემ.