სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო/Senaki Municipality City Council

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო/Senaki Municipality City Council

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო/Senaki Municipality City Council, Government Organization, რუსთაველის ქუჩა 243, Senaki.

Photos from სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო/Senaki Municipality City Council's post 02/06/2026

2026 წლის 2 ივნისს, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ტყებუჩავა უძღვებოდა.

განხილული საკითხებისა და მომხსენებლის შესახებ, ვრცლად:https://shorturl.at/4H9qC

Photos from სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო/Senaki Municipality City Council's post 01/06/2026

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სენაკში, შემეცნებითი, კულტურული, სპორტული და საბავშვო გასართობი ღონისძიებები გაიმართა.

ღონისძიებებს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მანანა გვიჩია, მერის მოადგილე ნანა ზარანდია, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ინგა ქარდავა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის საკონცერტო დარბაზში, საზეიმო კონცერტი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა და ბავშვთა კამერულმა ორკესტრმა.

პატარებისთვის, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის თეატრალურმა დასმა, საბავშვო სპექტაკლი „რწყილი და ჭიანჭველა“ წარადგინა.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებითა და მერიის მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებაზე - „დედამიწა ერთ სცენაზე“ - მოსწავლეებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კულტურა და ტრადიციები კოსტუმირებული კომპოზიციებით გააცოცხლეს.

დღე, სპორტული აქტივობით დასრულდა. მერის ახალგაზრდული მჩეველთა საბჭოს ორგანიზებით, სპორტის სასახლეში, გაიმართა მატჩი მინი ფეხბურთში.

Photos from სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო/Senaki Municipality City Council's post 01/06/2026

დღეს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და საქართველოს სტუდენტური პარლამენტი და მთავრობის სენაკის წარმომადგენლობის ორგანიზებით, სენაკის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, ბავშვთა უფლებების შესახებ ვიდეო რგოლები წარმოადგინეს, სადაც ყურადღება გაამახვილეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა განათლების უფლება, უსაფრთხო გარემო, თანასწორობა, საკუთარი აზრის გამოხატვა და ძალადობისგან დაცვა.

,,ბავშვთა უფლებების შესახებ ცნობადობის ამაღლება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან ინფორმირებული ბავშვები უკეთ იცნობენ საკუთარ უფლებებს, ამავდროულად, საზოგადოების ცნობიერების ზრდა ხელს უწყობს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც თითოეული ბავშვის ღირსება, კეთილდღეობა და განვითარება დაცული და მხარდაჭერილია. ვიდეო-რგოლების პრეზენტაციამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ ახალგაზრდების ჩართულობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვთა უფლებების დაცვის პოპულარიზაციაში“- აღნიშნეს საკრებულოს წევრებმა.

ღონისძიებას, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ტყებუჩავა, თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან უჩანეიშვილი, თავმჯდომარის მოადგილე მანანა გვიჩია, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ინგა ქარდავა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ელისო შურღაია, საბჭოს წევრები და სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.

01/06/2026
30/05/2026

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, სენაკი სახალისო ღონისძიებებით აღნიშნავს.

თემატური აქტივობები ჩატარდება სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს, მუნიციპალური ა(ა)იპ-ებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით.

მთელი დღის განმავლობაში, პატარებს საინტერესო პროგრამა ელოდებათ:

12:00 საათი - კონცერტი, ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებისა და ბავშვთა კამერული ორკესტრის მონაწილეობით - სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის საკონცერტო დარბაზი;

13:00 საათი - საბავშვო სპექტაკლი „რწყილი და ჭიანჭველა“ - დიმიტრი ჯაიანის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრი;

16:00 საათი - თემატური ღონისძიება ,,დედამიწა ერთ სცენაზე” - დიმიტრი ჯაიანის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრი;

19:00 საათი - მინი ფეხბურთის მატჩი - სპორტული მოედანი (ქ. სენაკი, ღვინჯილიას N2);

დღის განმავლობაში თემატური ღონისძიებები გაიმართება სკოლამდელი აღზრდის საბავშვო და ბაგა-ბაღებში.

Photos from სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო/Senaki Municipality City Council's post 29/05/2026

2026 წლის 29 მაისს, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ტყებუჩავა უძღვებოდა.

ბიუროს წევრების გადაწყვეტილებით, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება ორშაბათს, 2 ივნისს 11 საათზე. მის: შოთა რუსთაველის №243.
განსახილველი საკითხებისა და მომხსენებლის შესახებ, ვრცლად:https://shorturl.at/HUO6U

Photos from სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო/Senaki Municipality City Council's post 28/05/2026

2026 წლის 28 მაისს, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ტყებუჩავა უძღვებოდა.

განხილული საკითხებისა და მომხსენებლების შესახებ, ვრცლად:https://shorturl.at/jNenz

Want your business to be the top-listed Government Service in Senaki?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


რუსთაველის ქუჩა 243
Senaki
4100

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00