Khichauri public school/ხიჭაურის საჯარო სკოლა

Khichauri public school/ხიჭაურის საჯარო სკოლა

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Khichauri public school/ხიჭაურის საჯარო სკოლა, Public School, Shuakhevi.

Photos from მომავლის ფერმერი / Farmer of Future's post 28/09/2023
Photos from Khichauri public school/ხიჭაურის საჯარო სკოლა's post 28/09/2023

ჩვენი სკოლის თვითმმართველობის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს კონკურს "ჭკვიანი ფერმა ჩვენს სკოლაში". ისინი მოხვდნენ გამარჯვებულ ექვსეულში. წარმატებები ხიჭაურის საჯარო სკოლის, პროექტში ჩართულ მოსწავლეებსა და პედაგოგებს მომავალ ღონისძიებებში 💚

🔹 კონკურსის „ჭკვიანი ფერმა ჩვენს სკოლაში“ მიზანია ახალგაზრდებში აგრარული პროფესიების პოპულარიზაცია, უნარებისა და კომპეტინციების გაუმჯობესება, აჭარაში დარგების გაახალგაზრდავება, აგრარული ტექნოლოგიების იმპლემენტაცია, აგრარული ექსტენციის მიწოდებაში კვლევის კომპონენტის შეტანა, გაძლიერება; აგრარული ექსტენციის საუნივერსიტეტო მოდელის მდგრადი განვითარება.

🔹 კონკურსი რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა: ითვალისწინებდა მოსწავლეების, სტუდენტების, ექსტენციონისტების და პედაგოგების ერთობლივ მუშაობას, რომლის ფარგლებშიც გამოვლინდა 6 საუკეთესო გუნდური პროექტი, დაფუძნებული თანამედროვე ტექნოლოგიებს და მორგებული საბაზრო პრინციპებს.

🔹 გამარჯვებულებისთვის ჩატარდა ინტენსიური ტრენინგები კონკრეტულ დარგსა და პროექტების მომზადებაში; მენტორების სესია; მათთვის აგრარული მიმართულებით ტრენინგი ჩაატარა აგრარული ექსტენციის საერთაშორისო ექსპერტმა, „მომავლის ფერმერის“ კონსულტანტმა, ლიზა ლოქსმანმა.

Photos from Khichauri public school/ხიჭაურის საჯარო სკოლა's post 14/06/2023

ხიჭაურის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეებმა ქიმიის პედაგოგ მზევინარ ქათამაძესთან ერთად მოამზადეს პრეზენტაციები ვიტამინების შესახებ.

🔴თემის აქტუალობა
▪️ ვიტამინების როლი ადამიანის ორგანიზმისათვის
▪️ საკვები და ვიტამინები

🔴კვლევის მეთოდები:
▪️ თეორიული ნაწილი
ზოგიერთი ვიტამინის ფუნქცია ადამიანის ორგანიზმში.
ადამიანის დღიური ნორმა ვიტამინებთან მიმართებაში.
წყალში ხსნადი და ცხიმში ხსნადი ვიტამინები.
ვიტამინების შემცველობა საკვებ პროდუქტში.
ზოგიერთი ვიტამინის ქიმიური შემადგენლობა, ქიმიური ფორმულა.

Photos from Khichauri public school/ხიჭაურის საჯარო სკოლა's post 06/06/2023

🟢5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა.

🟢შუახევის მუნიციპალიტეტის სატყეო მეურნეობის დირექტორის, რამაზ ტაკიძის, ინიციატივით მოეწყო გასვლითი ღონისძიება ღომას მთაზე. ამ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ხიჭაურის საჯარო სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეები და მასწავლებელი ნინო ქათამაძე.

🟢ღონისძიების მონაწილეებმა დაათვალიერეს სპეციალურად გაშენებული წიფლნარი. აქვე მოწვეული იყო სპეციალისტი, რომელმაც მოსწავლეებს აუხსნა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ხეებს გაშენებას და გარემოს დაცვას.

🟢უღრმესი მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს. ❤

Photos from Khichauri public school/ხიჭაურის საჯარო სკოლა's post 25/05/2023

ხიჭაურის საჯარო სკოლის თვითმმართველობის წევრებმა ისტორიის მასწავლებელ, ციალა მოსიძესთან ერთად 26 მაისის, საქართველოს დამოუკიდებლობის, აღსანიშნი ღონისძიება ჩატარდა.
პროექტში მონაწილეობა მიიღო V-VI-VII კლასის მოსწავლეებმა.
🔴 ბავშვებმა მასწავლებლის თანხლებით დაამზადეს 26 მაისთან დაკავშირებული გაზეთები, დეკორაციები და კომპიუტერული პრეზენტაცია.
🔴 მოამზადეს გამოსასვლელი სიტყვა, რომლითაც დამსწრე საზოგადოებას აცნობეს ზოგადი და გამათვითცნობიერებელი ინფორმაცია ღონისძიებასთან დაკავშირებით.
🔴 ღონისძიების ბოლოს სიტყვით გამოვიდნენ: პროექტის ავტორი და ამავდროულად, ისტორიის მასწავლებელი ციალა მოსიძე და სკოლის დირექტორი, მზევინარ ქათამაძე. მათ ბავშვებს, დამსწრეებსა და სრულიად საქართველოს მიულოცეს ეს ეროვნული დღე.

მზევინარ ქათამაძე
ციალა მოსიძე

Photos from Khichauri public school/ხიჭაურის საჯარო სკოლა's post 25/04/2023

USAID სამოქალაქო განათლების პროგრამა - აჭარა-bedecის ფარგლებში შუახევის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიჭაურის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, აღინიშნა წიგნის საერთაშორისო დღე 23 აპრილი. პროექტის მონაწილეებმა წიგნის პოპულარიზაციის მიზნით, სკოლის მოსწავლეებს წარუდგინეს პრეზენტაცია და გადასცეს წიგნები საჩუქრად. ამ აქციაში ჩართული იყვნენ ასევე ხიჭაურის ბაგა-ბაღის აღსაზრდელები.

Photos from შუახევის მუნიციპალიტეტის მერია / Shuakhevi Municipality City Hall's post 25/04/2023
Photos from Khichauri public school/ხიჭაურის საჯარო სკოლა's post 11/04/2023

USAID სამოქალაქო განათლების პროგრამა - აჭარა-bedec-ის ფარგლებში შუახევის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიჭაურის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ,განხორციელდა პროექტი "ჩვენი ჯანმრთელობა ჩვენს ხელშია", სადაც პროექტის მონაწილეებმა წარუდგინეს პრეზენტაცია ადგილობრივი (ხიჭაურის საჯარო) და მოწვეული (ტაკიძეების ) სკოლის მოსწავლეებს და აამაღლეს მათი ცნობიერება აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.

ასევე პრეზენტაციას ესწრებოდა ხიჭაურის საჯარო სკოლის ექიმი, რომელმაც ბავშვებს ესაუბრა ჰიგიენის დაცვასა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე.

Nino Qatamadze

Photos from როსტომ ლორთქიფანიძე / Rostom Lortkiphanidze's post 11/04/2023
Want your business to be the top-listed Government Service in Shuakhevi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Culinary Team

Attire

Telephone

Website

Address


Shuakhevi
555