სიღნაღის მუნიციპალიტეტის ,,ქალთა ოთახი"

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ,,ქალთა ოთახი"

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from სიღნაღის მუნიციპალიტეტის ,,ქალთა ოთახი", Signagi.

03/05/2023

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ,,ქალთა ოთახის'' უშუალო ჩართულობით მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსში თავისი ბიზნესიდეა დაარეგისტრირა სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 12-მა მოქალაქემ. აღნიშნული პროგრამის შესახებ საინფორმაციო ტიპის კონსულტაცია გაეწია 20-ზე მეტ დაინტერესებულ პირს.

✅,,აწარმოე საქართველოში"-ს მიკრო და მცირე მეწარმეობის პროგრამის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის ხელშეწყობაში მუნიციპალური ,,ქალთა ოთახები" აქტიურადაა ჩართული.
✅Municipal "Women's Rooms" are actively involved in the promotion of participation in the grant competition of the "Enterprise in Georgia" micro and small entrepreneurship program. In Kakheti Region 6 municipal "women's rooms" consulted about 200 citizens in April 2023.
✅75% of the beneficiaries were women.

Photos from Enterprise Georgia's post 16/03/2023
Photos from სიღნაღის მუნიციპალიტეტის ,,ქალთა ოთახი"'s post 12/12/2022

10 დეკემბერს დასრულდა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო კამპანია, რომელსაც მრავალი ქვეყანა შეუერთდა. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო ყოველწლიურად სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებით მონაწილეობს აღნიშნულ კამპანიაში.
წელს დავგეგმეთ და განვახორციელეთ საინფორმაციო შეხვედრები მუნიციპალიტეტის მასშტაბით 14 ადმინისტრაციულ ერთეულში, 1 თემსა და შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ქედელში''. შეხვედრის ფარგლებში ინფორმაცია მივაწოდეთ 250-ზე მეტ მოქალაქეს ძალადობის ფორმებზე, სახელმწიფოში არსებულ მსხვერპლთა დამცავ მექანიზმებზე, მუნიციპალურ ,, ქალთა ოთახის'' სერვისებზე და ადგილობრივი სოციალური სამსახურის პროგრამაზე, რომელიც მსხვერპლის სტატუსის მქონე პირის ბინის ქირით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
შეხვედრები მოქალაქეების აქტიური ჩართულობით წარიმართა, განვიხილეთ ადგილობრივი თვითმმართველობის, სახელმწიფოსა და მოქალაქეების როლი ძალადობის შემთხვევების პრევენიისა და უშუალოდ ფაქტზე რეაგირების პროცესში. ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში განთავსდა საინფორმაციო ბანერი სხვადასხვა უწყების ცხელი ხაზის ნომრებით, რომლებსაც მოქალაქეები საჭიროების შემთვევაში გამოიყენებენ.
საინფორმაციო კამპანიაში გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ მერის წარმომადგენლები და მაჟორიტარი დეპუტატები, შეხვედრებში ჩაერთო სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ეთერ შიუკაშვილი და ნათია ფიცხელაური, ასევე სიღნაღის მუნიციპალიტეტში არსებული ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრის ხელმძღვანელი ია ფირაშვილი.
კამპანიის ძირითადი გზავნილები იყო:
#არშეეგუოფემიციდს
#მარტოარხარ
#სახელმწიფოგიცავს

31/10/2022
18/10/2022

🟠 წარმოგიდგენთ სამ ახალ ონლაინ კურსს მეწარმე ქალებისთვის:

✅ მეწარმეობის საწყისები
✅ საბაზისო ციფრული რესურსები
✅ ეფექტიანი კომუნიკაცია

🟠 კურსები სრულიად უფასოა და ახალბედა მეწარმეებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარებას უწყობს ხელს.

🟠 რეგისტრაციისთვის ➡ https://www.businesscourse.ge/pages/c0814a

🇸🇪🇺🇳 მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ხორციელდება საქართველოს ბანკის, შვედეთის მთავრობისა და UNDP-ის მხარდაჭერით.

***

🟠 Check out our new training courses for women entrepreneurs:

✅ Introduction to Entrepreneurship
✅ Basic Digital Tools
✅ Effective communication

🟠 Why join? It’s good, it’s free, and it gives new entrepreneurs the knowledge and skills they need to succeed in business.

🟠 Register here ➡ https://www.businesscourse.ge/pages/c0814a

🇸🇪🇺🇳 Women Entrepreneurs’ Programme is supported by საქართველოს ბანკი • Bank of Georgia, Embassy of Sweden in Tbilisi and UNDP Georgia.

#ძლიერიქალიძლიერიიდეით

27/08/2022

გენდერული თანასწორობის პრინციპების სწავლებაში მნიშვნელოვანია მშობლების როლი.
________________
The parent's role in teaching the Gender equality principles is crucial


#გენდერულითანასწორობა

18/08/2022

სპეციალურად ქალების მხარდასაჭერი პროგრამა უკვე ჩაეშვა 🚀
საპილოტე რეგიონებში სოფლის განვითარების სააგენტო

👉🏻 ერთ ბენეფიციარზე დააფინანსებს სასათბურე მეურნეობის მოწყობის ღირებულების არა უმეტეს 90%, მაგრამ არა უმეტეს 25 000 ლარისა

👉🏻 პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდება არანაკლებ 200 კვ.მ ფართის მქონე სასათბურე მეურნეობის მოწყობა

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო მიერ გაცემული რეკომენდაცია ქალებისთვის სპეციალური პროგრამის შემუშავების შესახებ შესრულებულია ✅

მადლობა პროგრამაში მნიშვნელოვანი წვლილისთვის 👉🏻 გაეროს ქალთა ორგანიცაზიას
#ქალიმეწარმეები
#ქალებისეკონომიკურიგაძლიერება

Want your business to be the top-listed Government Service in Signagi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Website

Address


Signagi
4200