ერთად ძალადობისა და დაუსჯელობის წინააღმდეგ ! 🇬🇪
Droa • დროა
პოლიტიკური პარტია დროა
Political Party Droa
30/05/2026
❗️ელენე ხოშტარიას წერილი: “გორში მომხდარ ძალადობაზე თავად „ოცნების“ რეაქცია ამჟღავნებს მათი ძალაუფლების რეალურ ბუნებას - კრიმინალური, სისტემური, ორგანიზებული ძალადობა.
1. ძალის გადამეტება - როგორ შეიძლება, ძალის გადამეტება იყოს იქ, სადაც ძალის გამოყენების უფლება არავის არ ჰქონდა?!
2. ტყუილი - საქმეში ფიგურირებს დანა და ქვა. შსს თავადაა ძალადობის წყარო და სჭირდებათ შემსრულებლების გამოძვრენა. საქმეში არანაირი მტკიცებულება დანის ან ქვის შესახებ არ არსებობს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ღიად და დემონსტრაციულად იტყუება.
3. დაზარალებულის „ბრალეულობა“ - ამაზე საუბარი უკვე მთლიანად ე.წ. მთავრობის მხრიდან, მსხვერპლზე ძალადობის გაგრძელებაა. ანუ ე.წ. მთავრობა არამხოლოდ ამართლებს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობას და ხელს აფარებს მოძალადეებს, არამედ თავადაც აგრძელებს ძალადობას ამ უდანაშაულო ადამიანზე.
4. „ოცნების“ პოლიტიკური განცხადებები - ტრადიციისამებრ, არაადამიანური და ძალადობრივი.”
რუსთავის ქალთა ციხე
30/05/2026
29/05/2026
💬 ევროკავშირმა, წლების განმავლობაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა ერთგულად ატარა.
მნიშვნელოვანწილად, სწორედ ევროკავშირის ქვეყნებისა და ინსტიტუტების დამსახურებაა, რომ რუსეთმა უდიდესი ძალისხმევის მიუხედავად, დიდი ფულის ხარჯვის მიუხედავად, დიდი ზეწოლის მიუხედავად, ვერ მიაღწია ჩვენი ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას.
დღეს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი ამბობს, რომ საქართველოს მიწიდან რუსული საოკუპაციო ჯარის გაყვანა ევროკავშირის უსაფრთხოების საკითხია და უკრაინასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებაში ჩვენი საკითხიც გათვალისწინებული უნდა იყოს.
რითი პასუხობს ამ ყველაფერს ბიძინას კრიმინალური რეჟიმი? ლანძღავს კაია კალასს.
დასკვნის გაკეთება ხომ ძალიან ადვილია? ბიძინა რუსეთის ყმაა. მისი რეჟიმის წევრები სამშობლოს მოღალატეები არიან. | გიგა ლემონჯავა
ყველგან და ყოველთვის! ♥️✊🏼
შემიძლია გითხრათ, აშშ-ის სტრატეგიული ინტერესები სრულ თანხვედრაშია ქართველი ხალხის ინტერესებთან, მაგრამ ვერ ემთხვევა რეჟიმის რუსულ-ირანულ-ჩინურ ამოცანებს | გიგა ლემონჯავა, პარტია “დროა”
❗️გორში პოლიციასთან აქციაა
ბიძინა ვერ “დაალაგებს” საერთაშორისო პარტნიორებთან…ამერეკელებს აქვთ სრული ინფორმაცია აქ მიმდინარე პროცესებზე | გიგა ლემონჯავა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან შეხვედრაზე
27/05/2026
გორში მომხდარი საპოლიციო ძალადობა “ქართული ოცნების” ძალადობრივი სისტემის კიდევ ერთი სასტიკი დანაშაულია.
ივანიშვილის რუსული, კრიმინალური რეჟიმი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მათ, ვინც ყოველდღიურად ქუჩის პროტესტშია, არამედ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა.
წლების განმავლობაში, რუსული რეჟიმი სისტემურად ძალადობს საქართველოს მოქალაქეზე, აწამებს, წამლავს, უკანონოდ აპატიმრებს, ატერორებს ადამიანებს, რასაც ქართველი ხალხი ურყევ წინააღმდეგობას უპირისპირებს.
ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი, ისევე როგორც სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები, თავად არიან მხილებული ადამიანების სისტემურ წამებაში, რის გამოც ისინი საერთაშორისო სანქციების ქვეშ არიან. ივანიშვილმა საქართველოს პოლიცია მისი კრიმინალური საქმიანობისა და უდანაშაულო ადამიანებზე ზეწოლის იარაღად აქცია, რისთვისაც გააუქმა პოლიციაში სამსახურის დაწყების ყველა გონივრული წინაპირობა.
ივანიშვილის რუსული სისტემა შეზრდილია ორგანიზებულ კრიმინალთან და ნაცვლად დამნაშავეობასთან ბრძოლისა მუდმივად ზრდის ორგანიზებული დანაშაულებრივი სისტემისგან მომდინარე საფრთხეებს ჩვენი მოქალაქეებისთვის.
საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების, კეთილდღეობის, ღირსეული, მშვიდობიანი და დაცული გარემოს შექმნის ერთადერთი გზა ივანიშვილის რეჟიმის ჩამოშლა და დაბალანსებული, მოქალაქის ინტერესებზე ორიენტირებული მმართველობის დამკვიდრებაა.
ამისთვის ბრძოლას არ შევაჩერებთ სანამ რეჟიმი არ დამარცხდება და ძალადობაში დამნაშავე თითოეული პირი არ აგებს პასუხს დამოუკიდებელი მართლმსაჯულების წინაშე.
27/05/2026
ყველას გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და ამ დღისთვის შესაფერის ღირსეულ საპროტესტო აქციას!
ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო. ჩვენთვის, პოლიტიკოსებისთვის, თვითკმაყოფილების დრო, რა თქმა უნდა, არ არის, ახლა არის ძალიან ბევრი შრომის დრო.
აგრეთვე, ძალიან მნიშვნელოვანია იმ მანქანის მძღოლის გვერდში დადგომა, რომელმაც მარშის დროს აპარატურა შემოიტანა. ეს არის პრინციპის საკითხი, რომ ამ ადამიანს არანაირი ტვირთი არ დააწვეს და მასზე ჯოხი არ გადატყდეს. ჩემი მხრიდან, მე ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის. თქვენ კი, მადლობა, ასეთი გულისხმიერი და მყისიერი მოქმედებისთვის.
ბოლომდე! | ელენე ხოშტარია
რუსთავის ქალთა ციხე
27/05/2026
27/05/2026
მეგობრებო,
პიკაპის მძღოლის დასახმარებლად თანხის ჩარიცხვა შეწყდა!
თქვენს მიერ ჩარიცხული თანხებით იფარება:
- საჯარიმო პარკინგების გადასახადი;
- საპატრულო პოლიციის უკანონო ჯარიმა;
- ავტომობილის სასესხო ვალდებულება სრულად.
აკრძალვა გასაჩივრდა და ირაკლის დროებითი მართვის მოწმობა გადაეცა ადმინისტრაციული საქმის წარმოების დასრულებამდე. თუმცა, რადგან არსებობს საფრთხე, რომ ირაკლის საბოლოოდ სასამართლო მართვის მოწმობას ერთი წლით მაინც ჩამოართმევს და ის ვეღარ შეძლებს ყოველთვიურად თანხის გამომუშავებას, ვფარავთ ავტომობილზე არსებულ სასესხო ვალდებულებას, რაც ირაკლის მთავარი ფინანსური ტვირთია.
უღრმეს მადლობას გიხდით სოლიდარობისთვის. ჩვენ არ ვტოვებთ ერთმანეთს სისტემის პირისპირ! ✊
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Contact the business
Website
Address
ლუარსაბ შარაშიძის 5
Tbilisi
