22/12/2025
🎉 WorldSkills საქართველოს ეროვნული კონკურსი 2025 - ის გამარჯვებულები!
ეროვნულ დონეზე კონკურსის წარმატებით გავლის შედეგად, საპრიზო ადგილების მფლობელ კონკურსანტებს ეძლევათ შესაძლებლობა, მეტად განავითარონ პროფესიული უნარები და გააგრძელონ მომზადება WorldSkills-ის რიგით 48-ე საერთაშორისო კონკურსისთვის, რომელიც გაიმართება 2026 წლის 22-26 სექტემბერს, ჩინეთის ქალაქ შანხაიში.
WorldSkills საქართველოს ეროვნული კონკურსი ორგანიზებულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ. საქართველო WorldSkills მოძრაობას 2012 წელს შეუერთდა და დღეს უკვე მისი სრულუფლებიანი წევრია.
🎉 თითოეულ მონაწილეს ვუსურვებთ წარმატებას!
11/12/2025
WorldSkills საქართველოს ეროვნული კონკურსი 2025 კონდიტერიის მიმართულებით ჩატარდა!
👩🍳 კონკურსანტებმა დარგის ექსპერტების მიერ წინასწარ შემუშავებული დავალებები ,,დუშეფში", სპეციალურად მოწყობილ პროფესიულ სამზარეულოში თანაბარ პირობებში შეასრულეს.
კონკურსი პირველი დღე მოიცავდა სამ დავალებას: პირველ დავალებაზე მონაწილეებმა წარმოადგინეს დესერტის თეფში, რომელიც უნდა ყოფილიყო გამორჩეული გემოვნური ბალანსით, ტექნიკური სიზუსტითა და ჰიგიენური სტანდარტების დაცვით; მეორე დავალება გულისხმობდა შაქრის ცომისგან ხელით მოდელირებული მინიატურული ფიგურების შექმნას; ხოლო მესამე დავალება შოკოლადის ბომბონების მომზადებას მოიცავდა.
მეორე დღეს ჟიურის წარუდგინეს ანტრემე და სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით შექმნილი შოკოლადისა და კარამელის ქანდაკებები. კონდიტერიის საკონკურსო დავალებები მთლიანად ეფუძნებოდა ,,ფიროსმანის" თემატიკას და გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმითა და ესთეტიკური სიზუსტით.
პროცესს აკვირდებოდა დარგის პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჟიური, რომელიც მონაწილეთა უნარებს აფასებდა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შემუშავებული შეფასების სქემის გათვალისწინებით.
📍 კონკურსს ,,დუშეფი” მასპინძლობდა.
📅 მიმართულებაში პირველი, მეორე და მესამე საპრიზო კატეგორიებში გამარჯვებულები 12 დეკემბერს, დასკვნით ღონისძიებაზე გამოვლინდებიან.
🤝 კონდიტერიის მიმართულების მხარდამჭერია ,,ლაქტალის ჯორჯია”.
WorldSkills საქართველოს ეროვნული კონკურსი ორგანიზებულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ. აღსანიშნავია, რომ 2025 წლიდან საქართველო WorldSkills - ის სრულუფლებიანი წევრია.
🙏🏻 ვუსურვებთ წარმატებას თითოეულ მონაწილეს!
10/12/2025
WorldSkills საქართველოს ეროვნული კონკურსი 2025 ვებ- ტექნოლოგიების მიმართულებით ჩატარდა!
🖥️ კონკურსანტებმა დარგის ექსპერტების მიერ წინასწარ შემუშავებული დავალებები სპეციალურად მოწყობილ სამუშაო გარემოში, უშუალოდ Skillwill-ის სივრცეში, თანაბარ პირობებში შეასრულეს.
კონკურსი მოიცავდა ოთხ ეტაპს: კონკურსანტებს უნდა შეესრულებინათ დავალებები Front-End და Back-End პროგრამირების საშუალებით. ასევე თვითონ განევითარებინათ ვებგვერდი, წარმოეჩინათ თავისი კრეატიულობა და წარედგინათ ჟიურის წინაშე.
პროცესს აკვირდებოდა დარგის პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჟიური, რომელიც მონაწილეთა უნარებს აფასებდა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შემუშავებული შეფასების სქემის გათვალისწინებით.
📍 აღნიშნულ კონკურსს Skillwill - მა უმასპინძლა.
📅 მიმართულებაში პირველი, მეორე და მესამე საპრიზო კატეგორიების გამარჯვებულები 12 დეკემბერს, დასკვნით ღონისძიებაზე გამოვლინდებიან.
🤝 ვებ ტექნოლოგიების მიმართულებით კონკურსის სპონსორია - Skillwill.
WorldSkills საქართველოს ეროვნული კონკურსი ორგანიზებულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ. აღსანიშნავია, რომ 2025 წლიდან საქართველო WorldSkills - ის სრულუფლებიანი წევრია.
🙏🏻 ვუსურვებთ წარმატებას თითოეულ მონაწილეს!
10/12/2025
WorldSkills საქართველოს ეროვნული კონკურსი 2025 თმის მომსახურების მიმართულებით ჩატარდა!
✂️ კონკურსანტებმა დარგის ექსპერტების მიერ წინასწარ შემუშავებული დავალებები სპეციალურად მოწყობილ სამუშაო გარემოში, უშუალოდ საზოგადოებრივ კოლეჯ „ნატალი აკადემიაში“, თანაბარ პირობებში შეასრულეს.
კონკურსი რამდენიმე ეტაპს მოიცავდა და მონაწილეებს დაევალათ თმის შეჭრა და შეღებვა ხელოვნურ მოდელზე, მოდური ვარცხნილობის შექმნა ნაწილობრივი შეღებვით, ასევე საქორწინო ვარცხნილობის შესრულება გაფორმებით.
პროცესს აკვირდებოდა დარგის პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჟიური, რომელიც მონაწილეთა უნარებს აფასებდა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შემუშავებული შეფასების სქემის გათვალისწინებით.
📍 აღნიშნულ კონკურსს საზოგადოებრივი კოლეჯი „ნატალი აკადემიამ“ უმასპინძლა.
📅 მიმართულებაში პირველი, მეორე და მესამე საპრიზო კატეგორიებში გამარჯვებულები 12 დეკემბერს, დასკვნით ღონისძიებაზე გამოვლინდებიან.
🤝 თმის მომსახურების მიმართულებით კონკურსის სპონსორია - „ნატალი აკადემია“.
WorldSkills საქართველოს ეროვნული კონკურსი ორგანიზებულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ. აღსანიშნავია, რომ 2025 წლიდან საქართველო WorldSkills - ის სრულუფლებიანი წევრია.
🙏🏻 ვუსურვებთ წარმატებას თითოეულ მონაწილეს!
09/12/2025
WorldSkills - საქართველოს ეროვნული კონკურსი 2025 თაბაშირ-მუყაოს სამუშაოების მიმართულებით ჩატარდა!
👷♂️ კონკურსანტებმა დარგის ექსპერტის მიერ წინასწარ შემუშავებული დავალებები სპეციალურად მოწყობილ სამუშაო გარემოში, უშუალოდ „კნაუფ გიპსის თბილისის სასწავლო ცენტრში“, თანაბარ პირობებში შეასრულეს.
⚒️ კონკურსი რამდენიმე ეტაპს მოიცავდა. მონაწილეებს დაევალათ თაბაშირ-მუყაოსთან დაკავშირებული სხვადასხვა პრაქტიკული სამუშაოების შესრულება, რომლებიც ძირითადად კონკურსანტების პროფესიული უნარების შეფასებას ემსახურებოდა.
პროცესს აკვირდებოდა დარგის პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჟიური, რომელიც მონაწილეთა უნარებს აფასებდა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შემუშავებული შეფასების სქემის გათვალისწინებით.
📍 აღნიშნულ კონკურსს „კნაუფ გიპსის თბილისის სასწავლო ცენტრმა“ უმასპინძლა.
📅 მიმართულებაში პირველი, მეორე და მესამე საპრიზო კატეგორიებში გამარჯვებულები 12 დეკემბერს, დასკვნით ღონისძიებაზე გამოვლინდებიან.
🤝 თაბაშირ-მუყაოს სამუშაოები მიმართულებით კონკურსის სპონსორია კომპანია - ,,კნაუფ გიფს თბილისი”.
WorldSkills საქართველოს ეროვნული კონკურსი ორგანიზებულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ. აღსანიშნავია, რომ 2025 წლიდან საქართველო WorldSkills - ის სრულუფლებიანი წევრია.
🙏🏻 ვუსურვებთ წარმატებას თითოეულ მონაწილეს!
08/12/2025
WorldSkills - საქართველოს ეროვნული კონკურსი 2025 ავტომობილის ტექნოლოგიის მიმართულებით ჩატარდა!
🚗 მონაწილეებმა დარგის ექსპერტის მიერ წინასწარ შემუშავებული დავალებები სპეციალურად მოწყობილ სამუშაო გარემოში, უშუალოდ ,,თეგეტა მოტორსის” სერვის ცენტრში, თანაბარ პირობებში შეასრულეს.
🔧 კონკურსი ოთხეტაპიან პროცესს მოიცავდა: კონკურსანტებს რეალურ ავტომობილებზე უნდა აღმოეჩინათ სხვადასხვა ტიპის დაზიანება, შეეფასებინათ ტექნიკური მდგომარეობა და გამოესწორებინათ ტექნიკური გაუმართაობა.
პროცესს აკვირდებოდა დარგის პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჟიური, რომელიც მონაწილეთა უნარებს აფასებდა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შემუშავებული შეფასების სქემის გათვალისწინებით.
📅 მიმართულებაში პირველი, მეორე და მესამე საპრიზო კატეგორიებში გამარჯვებულები 12 დეკემბერს, დასკვნით ღონისძიებაზე გამოვლინდებიან.
📍 აღნიშნულ კონკურსს ,,ტეგეტა აკადემიამ” უმასპინძლა.
🤝 ავტომობილის ტექნოლოგიების მიმართულებით კონკურსის სპონსორია ,,თეგეტა აკადემია”.
WorldSkills საქართველოს ეროვნული კონკურსი ორგანიზებულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ. აღსანიშნავია, რომ 2025 წლიდან საქართველო WorldSkills - ის სრულუფლებიანი წევრია.
🙏🏻 ვუსურვებთ წარმატებას თითოეულ მონაწილეს!
07/12/2025
WorldSkills - საქართველოს ეროვნული კონკურსი 2025 მოდის ტექნოლოგიის მიმართულების კონკურსით გაიხსნა!
🪡 კონკურსის მთავარი თემა იყო „მომავლის მოდის კონცეფციები“, ხოლო დავალება მოიცავდა მოდის ობიექტის პროექტირებას - იდეიდან მზა პროდუქტამდე.
კონკურსის პროცესი სამი ძირითად ეტაპად წარიმართა:
• დიზაინის კონცეფციისა და ვიზუალური კვლევის შექმნა
• სამგანზომილებიანი პროტოტიპის (მაკეტის) დამზადება
• დასრულებული დიზაინერული პროდუქტის პროექტირება, შესრულება და პრეზენტაცია
🧵 მონაწილეებმა წინასწარ შემუშავებული დავალებები სპეციალურად მოწყობილ სამუშაო გარემოში შეასრულეს. პროცესს აკვირდებოდა დამოუკიდებელი პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჟიური, რომელიც მონაწილეთა უნარებს აფასებდა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შემუშავებული შეფასების სისტემის გათვალისწინებით.
📍 აღნიშნულ კონკურსს ,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრმა" უმასპინძლა.
📅 პირველი, მეორე და მესამე საპრიზო კატეგორიებში გამარჯვებულები 12 დეკემბერს, დასკვნით ღონისძიებაზე გამოვლინდებიან.
🤝 მოდის ტექნოლოგიების მიმართულებით კონკურსის სპონსორია შპს „დალოოდ ფროდაქშენი“.
WorldSkills საქართველოს ეროვნული კონკურსი ორგანიზებულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ. საქართველო 2025 წლიდან WorldSkills - ის სრულუფლებიანი წევრია.
🙏🏻 ვუსურვებთ წარმატებას თითოეულ მონაწილეს!
06/12/2025
🎉 WorldSkills - საქართველოს ეროვნული კონკურსი 2025 იწყება!
კონკურსი ეროვნულ დონეზე 6-11 დეკემბერს ექვსი მიმართულებით ჩატარდება:
• ვებ-ტექნოლოგია
• თაბაშირ-მუყაოს სამუშაოები
• მოდის ტექნოლოგია
• კონდიტერია
• თმის მომსახურება
• ავტომობილის ტექნოლოგია
📍კონკურსის მიმართულებები სხვადასხვა პროფესიულ საგანმანათლებლო სივრცესა და რეალურ სამუშაო გარემოში გაიმართება:
✔️მოდის ტექნოლოგია - „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“
✔️ავტომობილის ტექნოლოგია - „თეგეტა აკადემია“
✔️თაბაშირ-მუყაოს სამუშაოები - „კნაუფ გიპსის თბილისის სასწავლო ცენტრი“
✔️თმის მომსახურება - საზოგადოებრივი კოლეჯი „ნატალი აკადემია“
✔️ვებ-ტექნოლოგია - „სქილვილი“
✔️კონდიტერია - ‘’დუშეფის ‘’ საკონდიტრო სკოლა, ლაქტალის ჯორჯიას მხარდაჭერით
WorldSkills - საქართველოს ეროვნული კონკურსის გამარჯვებულები 12 დეკემბერს გამოვლინდება.
🌎 საპრიზო ადგილის (I-II-III) მქონე კონკურსანტს ეძლევა შანსი წარდგეს WorldSkills-ის რიგით 48-ე საერთაშორისო კონკურსზე, რომელიც 2026 წლის 22-26 სექტემბერს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შანხაიში გაიმართება.
WorldSkills საქართველოს ეროვნული კონკურსი ორგანიზებულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ. საქართველო WorldSkills-ს 2012 წელს შეუერთდა და დღეს უკვე მისი სრულუფლებიანი წევრია.
🙏🏻 თითოეულ მონაწილეს ვუსურვებთ წარმატებას!
14/11/2025
📢 WorldSkills საქართველოს ეროვნული კონკურსი 2025 გრძელდება!
WorldSkills-ის უნარების კონკურსი გაიმართება ეროვნულ დონეზე 6 პროფესიაში:
• ვებ-ტექნოლოგიები
• თაბაშირ-მუყაოს სამუშაოები
• მოდის ტექნოლოგია
• კონდიტერია
• თმის მომსახურება
• ავტომობილის ტექნოლოგია.
უნარების ეროვნული კონკურსის გამარჯვებულებს შეაფასებს წინასწარ შერჩეული პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჟიური, ხოლო გამარჯვებული დასკვნით ღონისძიებაზე გამოცხადდება.
საპრიზო ადგილის (I-II-III) მქონე კონკურსანტს ეძლევა შანსი წარდგეს WorldSkills რიგით 48-ე საერთაშორისო კონკურსზე, რომელიც 2026 წლის 22-26 სექტემბერს, ჩინეთის ქალაქ შანხაიში გაიმართება.
👇🏻ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობისმიღება?
უნარების ეროვნულ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საკონკურსოდ განსაზღვრული პროფესიების შესაბამისი უნარების მქონე პირებს, რომელთა ასაკიც 2026 წლის მდგომარეობით არაღემატება 22 წელს:
• პროფესიული ან უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს;
• პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების მსმენელებსა და კურსდამთავრებულებს;
• დასაქმებულებს/თვითდასაქმებულებს.
👇🏻ვის უნდა მიმართოთ WorldSkills - ის ეროვნულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად?
• საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტს, ან კურსდამთავრებულს წარადგენს დაწესებულება-მიმართეთ უშუალოდ საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებას;
• პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამის მსმენელს, ან კურსდამთავრებულს წარადგენს პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი იურიდიული პირი - მიმართეთ უშუალოდ შესაბამის იურიდიულ პირს;
• დასაქმებულს წარადგენს დამსაქმებელი - მიმართეთ უშუალოდ დამსაქმებელს;
• თვითდასაქმებული კონკურსში საკუთარ თავსწარადგენს, როგორც ინდივიდუალური მეწარმე.
📥 განაცხადის ფორმის შესავსებად ეწვიეთ ქვემოთმოცემულ ბმულს: https://shorturl.at/tir4W
📅 კონკურსანტების რეგისტრაცია შესაძლებელია 18 ნოემბრის ჩათვლით.
📌 ეროვნულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად თითოეული მიმართულებით შეირჩევა მაქსიმუმ 10 მონაწილე.
🌍 WorldSkills - ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი და პრესტიჟული პროფესიული უნარების კონკურსი, რომლის მისიაა ხელი შეუწყოს პროფესიული უნარებისა და კომპეტენციების მაღალი სტანდარტების განვითარებას, პროფესიული განათლების პოპულარიზაციასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
WorldSkills-ის უნარების კონკურსი საქართველოში ეროვნულ დონეზე ტარდება და წარმოადგენს შერჩევით ეტაპს, რომლის გამარჯვებულები წარადგენენ ქვეყანას საერთაშორისო - WorldSkills International კონკურსზე.
WorldSkills საქართველოს ეროვნული კონკურსი ორგანიზებულია პროფესიული უნარების სააგენტოსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, როგორც WorldSkills International-ის ასოცირებული წევრისა და საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლის მიერ.
📥 დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: [email protected]
14/11/2025
📢 პროფესიული უნარების სააგენტო აგრძელებს კონკურსს WorldSkills - საქართველოს ეროვნული კონკურსი 2025-ის ჟიურის წევრების შესარჩევად!
👇 WorldSkills-ის უნარების ეროვნული კონკურსი გაიმართება 6 პროფესიაში:
• ვებ-ტექნოლოგიები
• თაბაშირ-მუყაოს სამუშაოები
• მოდის ტექნოლოგია
• კონდიტერია
• თმის მომსახურება
• ავტომობილის ტექნოლოგია
კონკურსის ფარგლებში შეირჩევა თითოეული მიმართულებით სამი ჟიურის წევრი.
ჟიურის წევრები კონკურსანტებს შეაფასებენ ეროვნული კონკურსის პრინციპების დაცვით, წინასწარ შემუშავებული საკონკურსო დავალებისა და შეფასების კრიტერიუმების საფუძველზე.
👇 ვის შეუძლია იყოს ჟიურის წევრი?
ჟიურის წევრი შეიძლება იყოს პირი, ვისაც აქვს:
• შესაბამის სექტორში კვალიფიკაცია და/ან საქმიანობის მინიმუმ 5 წლიანი პროფესიული გამოცდილება.
• დარგში არსებული საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (რასაც ადასტურებს სამუშაო გამოცდილება და/ან განათლება)
შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ ადგილობრივ/საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობის და/ან გამარჯვების გამოცდილება
📩 დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე და ადგილობრივ/საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობის და/ან გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]
📅 განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2025 წლის 28 ნოემბერი.
🌍 WorldSkills - ეს არის მსოფლიოში პროფესიული უნარების საერთაშორისო კონკურსი, რომლის მისიაა ხელი შეუწყოს პროფესიული უნარებისა და კომპეტენციების მაღალი სტანდარტების განვითარებას, პროფესიული განათლების პოპულარიზაციასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
WorldSkills-ის უნარების კონკურსი საქართველოში ეროვნულ დონეზე ტარდება და წარმოადგენს შერჩევით ეტაპს, რომლის გამარჯვებულებს აქვთ შანსი წარადგინონ ქვეყანა უნარების რიგით 48-ე საერთაშოსო კონკურსზე - WorldSkills Shanghai 2026.
WorldSkills საქართველოს ეროვნული კონკურსი ორგანიზებულია პროფესიული უნარების სააგენტოსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, როგორც WorldSkills International-ის წევრისა და საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლის მიერ.