ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო

ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო

Share

სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებს ახორციელებს

29/05/2026
29/05/2026

„რამდენიმე დღის წინ ჟენევაში ვიმყოფებოდი და, დაახლოებით, თხუთმეტი სახელმწიფოს ძალიან მაღალი დონის თანამდებობის პირებს, სამედიცინო და კლინიკური სექტორის წარმომადგენლებს შევხვდი. უკლებლივ ყველა საუბრობს კითხვის ნიშნებთან დაკავშირებით, თუმცა ყველა იმედით არის განწყობილი. ყველას სურვილია, რაც შეიძლება სწრაფად ყველა კითხვას მოეძებნოს რელევანტური პასუხი, რომელიც მისცემს შესაძლებლობას ევროპულ სახელმწიფოებს, მათ შორის, საქართველოს, რომ მიღებული იყოს გადაწყვეტილება სახელმწიფო პროგრამებში ამ მედიკამენტის დანერგვასთან დაკავშირებით“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ვინაიდან ეს პრეპარატები ბაზარზე ახალი გაჩენილი საშუალებებია, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მსგავსი სიფრთხილე და დაკვირვება აბსოლუტურად გამართლებული და ლოგიკური პროცესია.

ამასთან, უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამინისტროს კარი პირველივე დღიდან ღიაა ყველა დაინტერესებული მხარისთვის, განსაკუთრებით კი პაციენტების მშობლებისთვის.

„რაც ამაზე საჯარო დისკუსიები დაიწყო, იმ დღიდან მოყოლებული ვამბობთ, რომ არასოდეს კარი არ დაგვიკეტავს არცერთი დაინტერესებული პირისთვის და, უპირველესად, რა თქმა უნდა, მშობლებისთვის. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად მიახლოებული იყოს პაციენტების საჭიროებებთან ყველა ის სერვისი, რომელიც სახელმწიფოს აქვს. სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით საკმაოდ ბევრი რამ კეთდება - ყველა ის სერვისი, რაც მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის თანახმად პაციენტებისთვის შეიძლება სასარგებლო იყოს. კარგი იქნება, ბევრად სასარგებლო იქნება თვითონ პაციენტებისთვისაც, თუ ამ მუშაობის პროცესში აქტიურად, უშუალოდ ჩართულები იქნებიან, მათ შორის, მშობლებიც და ნებისმიერი დაინტერესებული პირი. ეს არის ჩვენი მოწოდებაც პირველივე დღიდან, ასე ვაგრძელებთ და, ბუნებრივია, ამ კარის დახურვას არც ვაპირებთ“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

29/05/2026

🔹 ევროპის სახელმწიფოთა უმრავლესობა, როგორც ამას პირველივე დღიდან ვამბობ, ძალიან დაკვირვებით და ფრთხილად აკვირდება პროცესების განვითარებას - რა შესაძლებლობები აქვს ამ წამალს, რამდენად არსებობს უსაფრთხოების გარანტიები და ამის მიხედვით აპირებს გადაწყვეტილებების მიღებას ყველა ევროპული სახელმწიფო

🔹 გუშინ მოვისმინე, მაგალითად, რომ თითქოს ევროპის ყველა სახელმწიფოში მედიკამენტები, კონკრეტულად - ვამოროლონი და ჯივინოსტატი გამოიყენება. სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ ეს ნამდვილად არ გახლავთ ასე

🔹 ჟენევაში ვიმყოფებოდი და, დაახლოებით, თხუთმეტი სახელმწიფოს ძალიან მაღალი დონის თანამდებობის პირებს, სამედიცინო და კლინიკური სექტორის წარმომადგენლებს შევხვდი. ყველას სურვილია, რაც შეიძლება სწრაფად ყველა კითხვას მოეძებნოს რელევანტური პასუხი, რომელიც მისცემს შესაძლებლობას ევროპულ სახელმწიფოებს, მათ შორის, საქართველოს, რომ მიღებული იყოს გადაწყვეტილება სახელმწიფო პროგრამებში ამ მედიკამენტის დანერგვასთან დაკავშირებით

🔹 გუშინაც გამოქვეყნდა გარკვეული ინფორმაცია მედიკამენტის ირგვლივ, ამასაც, ბუნებრივია, ვეცნობით. სიახლეებია ბრიტანეთის გამოცდილებასთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ, რომ ბრიტანეთი აპირებს ნაბიჯების გადადგმას ერთ-ერთი მედიკამენტის მიმართულებით. საინტერესოა, ვაკვირდებით

🔹იშვიათი ნერვ-კუნთოვანი დაავადებების სახელმწიფო პროგრამა მოიცავს როგორც 18 წლამდე ასაკის ბავშვებს, ასევე - სრულწლოვან პაციენტებს. პროგრამის ფარგლებში მულტიდისციპლინური მეთვალყურეობის სერვისით სარგებლობა 18 წელს გადაცილებულ ბენეფიციარებსაც შეუძლიათ, რაც მათ უწყვეტ და კომპლექსურ სამედიცინო მხარდაჭერას უზრუნველყოფს

🔹 თუკი ვინმეს აქვს მოსაზრება, რომ კიდევ შეიძლება რომ რაღაცით გამდიდრდეს სახელმწიფო პროგრამა, რასაკვირველია, რომ ამისთვის მზად ვართ, მაგრამ ამას სჭირდება აუცილებლად მუშაობა და უშუალოდ კომუნიკაცია

29/05/2026

„გუშინ მოვისმინე, მაგალითად, რომ თითქოს ევროპის ყველა სახელმწიფოში მედიკამენტები, კონკრეტულად - ვამოროლონი და ჯივინოსტატი გამოიყენება. სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ ეს ნამდვილად არ გახლავთ ასე. ევროპის სახელმწიფოთა უმრავლესობა, როგორც ამას პირველივე დღიდან ვამბობ, ძალიან დაკვირვებით და ფრთხილად აკვირდება პროცესების განვითარებას - რა შესაძლებლობები აქვს ამ წამალს, რამდენად არსებობს უსაფრთხოების გარანტიები და ამის მიხედვით აპირებენ გადაწყვეტილებების მიღებას“ - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, ევროპული ქვეყნები აფასებენ ყველა იმ გარემოებასა და ფაქტორს, რომელიც ამ საკითხთან არის დაკავშირებული და გადაწყვეტილებებს მხოლოდ ამის მიხედვით მიიღებენ. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ევროპაშიც ზუსტად ისეთივე მოლოდინისა და დაკვირვების რეჟიმია, როგორიც საქართველოში, რაც შექმნილ ვითარებაში ერთადერთ სწორ მიდგომას წარმოადგენს.

„ეს არის მზადყოფნის დონე, რომელიც მათ აქვთ. ამ წუთას ისინი გადაწყვეტილებას ვერ იღებენ ისე, როგორც ეს ხდება საქართველოში. ამას ვამბობ პირველივე დღიდან და ეს არის ერთადერთი სწორი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ პროცესი მუდმივად ცვალებადია და არსებობს როგორც გარკვეული უარყოფითი სიგნალები, ისე იმედის მომცემი ფაქტორებიც.

„მე ვისაუბრე, მაგალითად, ერთ-ერთ მედიკამენტზე, შარშან არსებულ სურათზე და იმის შემდგომ თვისობრივად შეცვლილ მდგომარეობაზე, რის გამოც, პრაქტიკულად, გამოირიცხა ამ მედიკამენტის გამოყენების შესაძლებლობა.

განსაკუთრებული ყურადღებით, მუდმივად თვალყურს ვადევნებთ სიახლეებს ამ მიმართულებით და არის, მაგალითად, სიახლეები დაკავშირებული ბრიტანეთის გამოცდილებასთან, მოგეხსენებათ, რომ ბრიტანეთი აპირებს ნაბიჯების გადადგმას ერთ-ერთი მედიკამენტის მიმართულებით. საინტერესოა, ვაკვირდებით, გუშინაც გამოქვეყნდა გარკვეული ინფორმაცია მედიკამენტის ირგვლივ, ამასაც, ბუნებრივია, ვეცნობით. იმავდროულად, არის იმედის მომცემი გარკვეული ფაქტორებიც, ძალიან იმედის მომცემი, მაგალითად, საკითხი დაკავშირებულია კიდევ ახალი მედიკამენტების გამოჩენასთან“ - განაცხადა მინისტრმა.

უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ეს არის ნებისმიერი ახალი სამედიცინო პროდუქტისთვის დამახასიათებელი პროცესი, რის გამოც დღეს საბოლოო და ზუსტი პასუხები არც საქართველოს და არც ევროპულ ქვეყნებს არ აქვთ.

26/05/2026
26/05/2026

მცხეთაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიებები მიმდინარეობს. ეროვნული დღესასწაულის ფარგლებში მცხეთა, როგორც ქვეყნის ისტორიული ცენტრი, მრავალფეროვან საზეიმო პროგრამას მასპინძლობს. წლევანდელი თარიღი განსაკუთრებულ ისტორიულ კონტექსტსაც ატარებს, რადგან ქვეყანა გაქრისტიანებიდან 1700 წლის იუბილეს აღნიშნავს.

საგანგებოდ ამ დღისთვის, ისტორიულ დედაქალაქში, ჯანდაცვის სამინისტროსა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მრავალფეროვანი საგამოფენო, შემეცნებითი და გასართობი სივრცეებია მოწყობილი.

მცხეთის ცენტრალურ მოედანზე დილიდან უამრავი მოქალაქე იკრიბება, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ დაათვალიერონ თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა, შეიარაღება და ჩაერთონ სპეციალურად მათთვის მომზადებულ ინტერაქტიულ პროგრამებში.

განსაკუთრებული აქტივობითა და ხალხმრავლობით გამოირჩევა ბავშვების ზონა, სადაც პატარები ჩართულები არიან სხვადასხვა აქტივობაში და თამაშში. იქვე მოწყობილ სპეციალურ სივრცეში - „პატარა ექიმები“ - ბავშვები სამედიცინო ფორმებს ირგებენ, თამაშით ეცნობიან ექიმის პროფესიას და სწავლობენ - როგორ იზრუნონ ჯანმრთელობაზე. გარდა ამისა, დიდი ინტერესია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სივრცის მიმართ, სადაც მოქალაქეები გულ-ფილტვის რეანიმაციისა და პირველადი დახმარების წესებს ეუფლებიან.

სპეციალურად მოწყობილ საგამოფენო და შემეცნებით სივრცეებს, მოქალაქეებთან ერთად, ოფიციალური პირებიც სტუმრობენ. ადგილზე იმყოფებიან: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში ალექსანდრე ზაგაშვილი და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გოგი აბუაშვილი.

მცხეთაში საზეიმო პროგრამა მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ღონისძიება კულმინაციას 17:10 საათზე მიაღწევს, როდესაც ქვეყნის მასშტაბით საზეიმოდ აჟღერდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გრანდიოზული კონცერტით დასრულდება.

#ჯანდაცვა2026

Photos from დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო's post 26/05/2026
26/05/2026
Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Address


Tsereteli Avenue 144
Tbilisi
0119

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00