David Simonia • დავით სიმონია

David Simonia • დავით სიმონია

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from David Simonia • დავით სიმონია, 140A Davit Agmashenebeli str, Tbilisi.

30/05/2026

ვულოცავ საქართველოს პროკურატურის ყველა თანამშრომელს პროფესიულ დღეს! გისურვებთ წარმატებებს, პროფესიულ განვითარებას, სიმტკიცესა და ნაყოფიერ საქმიანობას ქვეყნისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ.

საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia

11/05/2026

დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულ იქნა შიო III.

ვულოცავ უწმინდესსა და უნეტარესს ამ დიდ სულიერ მისიას, რომელიც არა მხოლოდ ეკლესიის, არამედ სრულიად საქართველოს წინაშე უდიდეს პასუხისმგებლობას ნიშნავს.

ვუსურვებ ჯანმრთელობას, სიმშვიდესა და ღვთის შეწევნას.
უფალი ფარავდეს საქართველოს ეკლესიას და სრულიად საქართველოს! 🙏🇬🇪

Axios 🙏

09/05/2026
01/05/2026

დღეს დავასრულე ჩემი 7-წლიანი საქმიანობა საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურში.

ეს წლები ჩემთვის იყო პერიოდი, სადაც ყოველდღე, გუნდთან ერთად, მიწევდა არჩევანის გაკეთება მარტივსა და სწორს შორის. ხშირად ეს არჩევანი უხილავია, მაგრამ სწორედ აქ განისაზღვრება ამ სამსახურის რეალური ღირებულება.

ვიმუშავე ადამიანებთან, რომლებიც ამ საქმეს აკეთებენ არა ფორმალურად, არამედ რწმენით - იმ გუნდთან, რომლის პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა ყოველდღიურად ქმნის ამ სამსახურის რეალურ ძალას.

განსაკუთრებული მადლობა საზოგადოებრივ ადვოკატებს, რომლებიც მართლმსაჯულების ყველაზე რთულ და ხშირად უხილავ წერტილში დგანან - იქ, სადაც ადამიანის ბედი ყოველდღიურ გადაწყვეტილებებში წყდება და სადაც ხშირად მხოლოდ თქვენი ხმა რჩება. თქვენ ჩუმად, ზედმეტი ყურადღების გარეშე აკეთებთ საქმეს, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

რაც შევძელი, ვცდილობდი შემექმნა გარემო, სადაც პროფესიონალიზმი და ღირსება არ იქნებოდა კომპრომისის საგანი, და სადაც თითოეულ ადამიანს ექნებოდა განცდა, რომ მის შრომას მნიშვნელობა აქვს.

მადლობა ყველას, ვისთან ერთადაც ეს გზა გავიარე.
მადლობა იმ ნდობისთვის, რომელიც სულ თან დამყვებოდა და მადლობა იმ გზისთვის, რომელიც ერთად გავიარეთ - ხანდახან რთულად, ხანდახან ჩუმად, მაგრამ ყოველთვის ღირსეულად!

ახალ ხელმძღვანელს ვუსურვებ წარმატებებს და დარწმუნებული ვარ, რომ მისი პროფესიონალიზმი და სწორი ხედვა ამ სამსახურს კიდევ უფრო გააძლიერებს და ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

11/04/2026

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

Photos from David Simonia • დავით სიმონია's post 06/04/2026

ბავშვთა უფლებების დაცვა მხოლოდ ვალდებულება არ არის, ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა, შევქმნათ ისეთი სისტემა, სადაც თითოეული ბავშვი თავს უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნობს. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად, იურიდიული დახმარების სამსახურმა, ევროკავშირის მხარდაჭერითა და UNICEF-ის ხელშეწყობით, პროექტის „ბავშვთა მართლმსაჯულებაზე წვდომის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, გახსნა ბავშვზე მორგებული ოთახი.

ეს სივრცე წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულების გაძლიერების მიმართულებით. სპეციალურად მოწყობილ ოთახში ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ სამართლებრივი კონსულტაცია და დახმარება მათ საჭიროებებზე მორგებულ, უსაფრთხო და მეგობრულ გარემოში, რათა პროცესმა არ გამოიწვიოს დამატებითი სტრესი ან შიში.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სამართლებრივი დახმარება არ იყოს მხოლოდ ფორმალური სერვისი, არამედ იყოს ხელმისაწვდომი, გასაგები და ბავშვებისთვის ადაპტირებული. სწორედ ამიტომ, ასეთი სივრცეების შექმნა არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის გზაზე.

Protecting children’s rights is not only an obligation, it is our responsibility to build a system where every child feels safe, protected, and heard. With this goal in mind, the Legal Aid Service, with the support of the European Union and the assistance of UNICEF, has opened a child-friendly room within the framework of the project “Enhancing Access to Justice for Children in Georgia.”

This newly established space represents an important step towards strengthening a child-centred justice system. In a specially designed, welcoming environment, children will be able to receive legal consultation and assistance tailored to their needs, ensuring that the process is not intimidating and does not cause additional stress or fear.

We strongly believe that legal aid should not be merely a formal service, but one that is accessible, understandable, and adapted to children. Creating such spaces is a meaningful step forward in safeguarding the best interests of every child and ensuring that justice is truly inclusive.

UNICEF Georgia

Photos from David Simonia • დავით სიმონია's post 31/03/2026

იურიდიული დახმარების სამსახური აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) ერთად, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ბავშვთა უფლებათა დაცვის მექანიზმები, გავზარდოთ მათთვის სამართლებრივ სერვისებზე წვდომა და ავამაღლოთ ცნობიერება.

აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელ ალექსანდრუ ნარტეასთან ერთად, ხელი მოვაწერეთ 2026 წლის ერთობლივ სამოქმედო გეგმას.

სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ბავშვებზე მორგებული სამართლებრივი სერვისების განვითარებას, ბავშვებისთვის უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემოს შექმნას, ასევე ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიების განხორციელებას, რათა თითოეულმა ბავშვმა უკეთ იცოდეს თავისი უფლებები და მათი დაცვის ეფექტიანი საშუალებები.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ თანამშრომლობის შედეგად კიდევ უფრო გავაძლიერებთ ბავშვთა უფლებებს საქართველოში და შევქმნით გარემოს, სადაც თითოეული ბავშვი დაცულად და მხარდაჭერილად იგრძნობს თავს.

Photos from David Simonia • დავით სიმონია's post 02/02/2026

მიმდინარე წლის 28 იანვარს, იურიდიული დახმარების სამსახურისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოს საჯარო სკოლების მოსწავლეებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, კანონისადმი პატივისცემის ჩამოყალიბება და დანაშაულის პრევენციის მექანიზმების გაძლიერება. ამასთანავე, ახალგაზრდებში სამოქალაქო განათლების განვითარების ხელშეწყობა, მათ შორის ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პრინციპების შესახებ ცოდნის გაღრმავების კუთხით.

მემორანდუმის ფარგლებში, იურიდიული დახმარების სამსახური სკოლებში არასრულწლოვანთა უფლებების შესახებ სამართლებრივ განათლებას უზრუნველყოფს, რაც მათი დაცულობისა და უსაფრთხოებისთვის, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წინაპირობას წარმოადგენს.

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Address


140A Davit Agmashenebeli Str
Tbilisi
0102