01/06/2026
დიდი ხანია ვსაუბრობთ “ნაცმოძრაობისა” და “ოცნების” ფარულ კავშირებსა და თანამშრომლობაზე, “ოცნების” მიერ ოპოზიციაში ჩანერგილ თუ გადაბირებულ ადამიანებზე, რაც სულ
უფრო ცხადი და ნათელი გახდება, მათ შორის “ნაცმოძრაობის” ყოფილი ამომრჩევლისთვისაც, რომელთაც საკუთარი პარტია წლები ატყუებდა, შეურაცხყოფდა და როგორც ელექტორალურ საშუალებას, ისე უყურებდა.
არსებული ყალბი, კორუმპირებული, დიდწილად ფულზე გაყიდული ოპოზიციური პოლიტიკური სისტემის ნაწილი უნდა დაინგრეს, რომ ახლის აშენება გახდეს შესაძლებელი. სხვა შემთხვევაში “ოცნებას” ვერ დავამარცხებთ.
კორუმპირებული არც ხელისუფლება გვინდა და არც ოპოზიცია!!!
მელიას თუ რამე ჰქონდა სათქმელი, ეს ადრე უნდა გაეკეთებინა და წლები ამ ყალბ პოლიტიკურ პროცესში არ მიეღო მონაწილეობა. ახლა მისთვის გვიანია.

30/05/2026