29/05/2026
🗓️დღეს 29/05/2025
თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართა.
✅2026 წლის თბილისის ბიუჯეტი 45 მილიონ 23 ათასი ლარით გაიზარდა და 2 მილიარდ 636 მილიონ 851 ათას ლარს მიაღწია.
✅სახელმწიფო ბიუჯეტიდან 35 მილიონი ლარი გამოიყო თბილისის საჯარო სკოლების ნაწილობრივი რეაბილიტაციისთვის. გაიზარდა რამდენიმე რაიონში ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების დაფინანსება
➡️ იხილეთ ვრცლად: https://tbsakrebulo.gov.ge/index.php?m=255&news_id=8600
29/05/2026
🗓️29/05/2026
🔷ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიამ საკრებულოს დადგენილებაში შესატანი ცვლილებები განიხილა.
სხდომას კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ცინცაძე უძღვებოდა.
✅ცვლილებით, მიკრო და მცირე ბიზნესის დაფინანსების ზედა ზღვარი 50 000 ლარამდე გაიზარდა.
✅კომისიამ კულტურული მემკვიდრეობის ზონებში ავარიული შენობების რეაბილიტაცია/ჩანაცვლების საკითხზეც იმსჯელა.
🤝 სხდომას მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
22/05/2026
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ცინცაძე, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე და საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ლევან არველაძე საქართველოში ვიზიტით მყოფ გუანჯოუ-ს მუნიციპალიტეტის სახალხო კრების დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრის ფარგლებში ჩინელ სტუმრებს ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოებისა და თბილისის საკრებულო-ს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
➡️იხილეთ ვრცლად: https://tbsakrebulo.gov.ge/index.php?m=255&news_id=8584
18/05/2026
დღეს 18/05/2026
✅თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართა რომელიც განცხადებებით გაიხსნა, რის შემდეგაც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
➡️ იხილეთ ვრცლად: https://tbsakrebulo.gov.ge/index.php?m=255&news_id=8579
15/05/2026
🗓️დღეს 15/05/2026
✅თბილისის საკრებულოს ორი კომისიის - ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ასევე იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელსაც ავთანდილ ცინცაძე უძღვებოდა.
✅გაერთიანებულ სხდომაზე სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილეს ოთარ ჩიტიძეს მოუსმინეს, რომელმაც „კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით, რამდენიმე მისამართზე მდებარე მიწის ნაკვეთებთან მიმართებით, გასატარებელი ღონისძიებების საკითხები წარადგინა.
13/05/2026
🔶თბილისის მერია „მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის“ პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას იწყებს
🔶პროგრამის ფარგლებში, გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც საერთო ბიუჯეტი, ისე თითოეული მეწარმისთვის გათვალისწინებული დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა - 20 000 ლარის ნაცვლად, ბიზნესებს უკვე 50 000 ლარამდე თანადაფინანსების მიღება შეეძლებათ.
🔶პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია თბილისში რეგისტრირებულ ყველა მოქმედ მიკრო და მცირე მეწარმეს, რომელიც ბაზარზე მინიმუმ ორი წელია უწყვეტად ოპერირებს. აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობისთვის განცხადებების მიღება 1-ელ ივნისს დასრულდება.
12/05/2026
დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და სრულიად ქვეყნისთვის ისტორიული დღეა.
გულითადად ვულოცავ მეუფე შიოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას.
მჯერა, რომ მისი მოღვაწეობა ღვთის და სამშობლოს სიყვარულით იქნება განპირობებული!
თითოეული ჩვენგანის გულში მუდამ განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს ილია II, ადამიანი, რომლის ღვაწლი ქართველი ერის, ეკლესიისა და ქვეყნის წინაშე სამუდამოდ დარჩება საქართველოს თანამედროვე ისტორიის განუყოფელ ნაწილად.
ვუსურვებ ჩვენს ეკლესიასა და ქართველ ხალხს მშვიდობას და ერთობას.
27/04/2026
🗓️დღეს: 27/04/2026
✅დედაქალაქის ბიუჯეტი 84 მილიონი ლარით გაიზარდა
➡️ იხილეთ ვრცლად: https://tbsakrebulo.gov.ge/index.php?m=255&news_id=8548
24/04/2026
🗓️ დღეს 24/04/2026
✏️ თბილისის საკრებულოში ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თინათინ ნიბლოშვილი უძღვებოდა.
✏️კომისიის დღევანდელ სხდომაზე, დედაქალაქში რამდენიმე მისამართზე არსებული ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების საკითხებსა და საკრებულოს შესაბამის განკარგულებებში ცვლილებების შეტანის შესახებ იმსჯელეს. საკითხები კომისიის წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა სერგო ბირკაძემ წარუდგინა.
✏️კომისიის წევრებმა, დედაქალაქში რამდენიმე მისამართზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით გასატარებელი ღონისძიებებიც განიხილეს და საკრებულოს შესაბამისი განკარგულებების პროექტებში ცვლილებების შეტანის შესახებ იმსჯელეს. საკითხები კომისიის წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ოთარ ჩიტიძემ გააცნო.
✅ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.