მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი

მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი, Government Organization, აკაკი წერეთლის გამზირი #8, Tbilisi.

მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ), რომლის მიზანია მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის ხელშეწყობა მათთვის პროფესიული განათლების უზრუნველყოფის, ასევე, მათი პროფესიული მომზადება/გადამზადებისა და დასაქმებისათვის მომზადების გზით

სამუშო ადგილი - სანაპიროს ქუჩა #2

31/05/2026
Photos from მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი's post 31/05/2026

🔷N2 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებისთვის მენეჯმენტის საფუძვლების შესახებ ტრენინგი ჩატარდა

🔹იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი“ პროფესიულ კოლეჯებთან თანამშრომლობას აგრძელებს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, N2 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულებისთვის მენეჯმენტის საფუძვლების შესახებ ტრენინგი ჩატარდა.

🔹უსაფრთხოების აკადემიის პროფესიული კოლეჯის დირექტორმა, დავით მაზმიშვილმა მსჯავრდებულებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კოლეჯის საქმიანობის, შრომის უსაფრთხოების მნიშვნელობისა და იმ მოკლევადიანი კურსების შესახებ, რომელთა განხორციელებაც პენიტენციურ დაწესებულებაშია შესაძლებელი.

🔹სამომავლოდ, სსიპ „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრისა“ და უსაფრთხოების აკადემიის ხელშეწყობით, მსჯავრდებულებისთვის „მიკროკლიმატისა და ფიზიკური ფაქტორების გაზომვის“ შესახებ პროფესიული მომზადების მოკლევადიანი პროგრამა განხორციელდება.

27/05/2026

🇬🇪საქართველოს დამოუკიდებლობის დღე იუსტიციის სამინისტრომ საზეიმო ღონისძიებით ქალაქ ზუგდიდში აღნიშნა.

ღონისძიების სტუმრებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს იუსტიციის მინისტრმა, მოადგილეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

იუსტიციის სამინისტრომ ადგილობრივებს და ქალაქის სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული, სპორტული, საბავშვო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიება შესთავაზა.

17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს, შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი.

სახალხო დღესასწაული გალა კონცერტით დაიხურა.

Photos from საქართველოს იუსტიციის სამინისტრო's post 26/05/2026

🇬🇪 საქართველოს დამოუკიდებლობის დღე იუსტიციის სამინისტრომ ზუგდიდში აღნიშნა

🔷 საზეიმო ღონისძიების ფარგლებში მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ თავდაცვის ძალების შეიარაღების, სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საჯარო რეესტრის სპეცტექნიკის გამოფენები, ეროვნული არქივის ინსტალაციები; გადაეღოთ სამახსოვრო ფოტოები სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში; მიეღოთ სიმბოლური პასპორტები; დაბადებისა და ქორწინების მოწმობები.

🔷 ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მსჯავრდებულთა ნამუშევრებისა და „რე-მარკეტის“ გამოფენა-გაყიდვა.

🔷 17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს, სიმბოლურად აჟღერდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი, ღონისძიება კი, გრანდიოზული გალა კონცერტით დასრულდა.

🇬🇪 იუსტიციის სამინისტრო კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს
დამოუკიდებლობის დღეს!

1700 წელია რწმენა გვაძლიერებს, სიყვარული გვაერთიანებს!
ეს დღე ჩვენია!

26/05/2026

26 მაისი - ეს დღე ჩვენია !

Photos from საქართველოს იუსტიციის სამინისტრო's post 26/05/2026

🇬🇪 საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს იუსტიციის სამინისტრო ზუგდიდში აღნიშნავს

ზუგდიდის მთავარ მოედანზე მთელი დღის განმავლობაში გაიმართება კულტურული, სპორტული, საბავშვო თუ გასართობ-შემეცნებით ღონისძიებები:

მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ:
🔹 დაათვალიერონ თავდაცვის ძალების შეიარაღება და ტექნიკა;
🔹 სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საჯარო რეესტრის სპეცტექნიკის გამოფენა;
🔹 ეროვნული არქივის ინსტალაციები: „1700 წელი საქართველოს გაქრისტიანებიდან“; „საქართველოს პირველი რესპუბლიკა / დამოუკიდებლობის აღდგენა“; „სამეგრელო“;
🔹 გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები გიგანტურ პასპორტთან, ID ბარათისა და ქორწინების სივრცეებში;
🔹 მიიღონ სიმბოლური პასპორტი; დაბადებისა და ქორწინების მოწმობები.
🔹 ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება მსჯავრდებულთა ნამუშევრების გამოფენა, „რე-მარკეტის” პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
🔹 განსაკუთრებული სანახაობა, გასართობი პროგრამები, აქტივობები, ვიქტორინები და სხვადასხვა სიურპრიზი ელის ბავშვებს.
🔹 მოეწყობა კულინარიის მასტერკლასები და ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; აგრეთვე, კონცერტი საბავშვო ანსამბლის მონაწილეობით.
🔹 17:10 სთ-ზე აჟღერდება საქართველოს ეროვნული ჰიმნი, ღონისძიებას კი, გრანდიოზული გალა კონცერტი დაასრულებს.

🇬🇪 ერთად აღვნიშნოთ 26 მაისი!
1700 წელია რწმენა გვაძლიერებს, სიყვარული გვაერთიანებს!
ეს დღე ჩვენია!

26/05/2026

26 მაისი - ეს დღე ჩვენია !

25/05/2026

🇬🇪 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ქ. ზუგდიდში გიმასპინძლებთ.

ღონისძიების ფარგლებში, ზუგდიდის მთავარ მოედანზე სტუმრები შეძლებენ ⤵

🔹 იხილონ საქართველოს ეროვნული არქივის ინსტალაცია – საქართველოს გაქრისტიანებიდან 1700 წელი, ასევე, ინსტალაცია სამეგრელოს შესახებ;
🔹 შეავსონ საპასპორტო მონაცემები, ადგილზე გადაიღონ სურათი, რის შემდეგაც დაუმზადდებათ 26 მაისის ლოგოთი დაბრენდილი, იმიტირებული სამახსოვრო პასპორტები;
🔹 მიიღონ სამართლებრივი კონსულტაციები მათთვის საინტერესო სანოტარო სერვისების შესახებ;
🔹 დაათვალიერონ და შეიძინონ მსჯავრდებულების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები: ტყავის, ხის, თექისა და სხვადასხვა მასალისგან შექმნილი ნამუშევრები;
🔹 ისარგებლონ გიფერით და გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები;
🔹 ბავშვებთან ერთად უფროსებიც ჩაერთონ სხვადასხვა თამაშში;
🔹 პატარა სტუმრებისთვის მოეწყობა სპეციალური სივრცეები, სადაც შეძლებენ სახის მოხატვას, ფაზლების აწყობას; ჩაუტარდებათ ძერწვის ვორქშოფი; დახვდებათ მხიარული ჰულა-ჰუპები; მონაწილეობას მიიღებენ სახალისო თამაშებსა და შეჯიბრებებში; ასევე, დახვდებათ ჯამბაზები, ოჩოფეხები და მოსიარულე ორკესტრი, ფერადი ბამბის ნაყინი და ბატიბუტი;
🔹 ბავშვები ხატვისა და ანიმაციის მასტერკლასშიც მიიღებენ მონაწილეობას – საკუთარი ფანტაზიით დახატავენ ნახატებს, რომელთაც შემდეგ მოძრავ ანიმაციად გარდაქმნიან;
🔹 მოეწყობა ციფრული ტექნოლოგიების სივრცე – კიბერთამაშები და შემეცნებითი ქვიზები;
🔹 ღონისძიება დასრულდება კონცერტით და ლამაზი სანახაობით.

მაშ, ასე: 26 მაისს შევხვდებით ქალაქ ზუგდიდში.
🇬🇪 ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!

22/05/2026

🔷პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკებს 3 000-ზე მეტი ახალი წიგნი შეემატა.

🔹პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკების შევსება-განახლების მიზნით, იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს“ სსიპ. „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა“ 3 000-ზე მეტი წიგნი გადასცა. საკითხავი ლიტერატურა ეტაპობრივად, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში გადანაწილდება.

🔹შემეცნებითი, ისტორიული და მხატვრული ლიტერატურა მსჯავრდებულებს შესაძლებლობას მისცემს პენიტენციურ დაწესებულებებში ყოფნის პერიოდი ნაყოფიერად გაატარონ და სხვადასხვა მიმართულებით ცოდნა გაიღრმავონ.

🔹N8 პენიტენციური დაწესებულების განახლებული ბიბლიოთეკა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მერაბ ტურავამ, იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის“ დირექტორმა თამთა დემურიშვილმა, სსიპ. „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ დირექტორმა გვანცა ვარამაშვილმა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა ნიკა აბრამიშვილმა დაათვალიერეს

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Website

Address


აკაკი წერეთლის გამზირი #8
Tbilisi
0119

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00