🔷 თბილისის მერი კახა კალაძე - „სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, მოქალაქეთა თხოვნის გათვალისწინებით, განაგრძობს მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტების ცვლილებას.
ამჯერად, ცვლილება შეგვაქვს ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ქავთარაძის ქუჩის გავლით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსის მიმართულებით მოძრავი ავტობუსის - N304 მარშრუტში.
აღნიშნულ მარშრუტზე 16 მაისიდან 12-მეტრიანი ავტობუსები ჩანაცვლდება 18-მეტრიანი ავტობუსებით. შედეგად, მარშრუტზე შემცირდება არსებული ინტერვალი, რაც ორჯერ მეტი მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობას მოგვცემს. გამოთავისუფლებულ ავტობუსებს, ინტერვალის შემცირების მიზნით, სხვა მარშრუტებზე გამოვიყენებთ.
მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, სამომავლოდ დაგეგმილია დამატებით 200 ერთეული ავტობუსის შესყიდვა და ახალი ავტობუსების მარშრუტებზე გასვლის პარალელურად, გამოთავისუფლებული რესურსი ყველა პრიორიტეტულ მიმართულებაზე გადანაწილდება“.
ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო
Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, Government Organization, ჟ. შარტავას ქუჩა №7, Tbilisi.
13/05/2026
✅ ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ქავთარაძის ქუჩის გავლით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსების მიმართულებით მოძრავ N304 მარშრუტზე 12-მეტრიანი ჩანაცვლდება 18-მეტრიანი ავტობუსებით.
თბილისის მერია საქართველოს ახლად არჩეული პატრიარქის ინტრონიზაციაზე დასწრების მსურველთა უფასო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. მოქალაქეები მუნიციპალური ავტობუსებით პირველი რესპუბლიკის მოედნიდან სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრამდე, ქვეყნის 142-ე პატრიარქის ინტრონიზაციის დასრულების შემდეგ კი, ისევ რესპუბლიკის მოედნამდე იმგზავრებენ.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხვალ, 12 მაისს, 08:00 საათზე გავა თბილისიდან მცხეთის მიმართულებით. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, შიო III-ის აღსაყდრების ცერემონია ხვალ 10:00 საათზე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართება.
10/05/2026
საქართველოს პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება შემდეგი მიმართულებებით:
საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება ბუხაიძის ქუჩიდან სამრეკლოს ქუჩის მიმართულებით;
ნაწილობრივ შეიზღუდება საავტომობილო მოძრაობა ბუხაიძის ქუჩაზეც. აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ქვეითად მოსიარულეთათვის;
საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება ახვლედიანის მოედანსა და ახვლედიანის აღმართზე; ასევე, ნიაბის ქუჩიდან გუმბრის ქუჩის მიმართულებით;
მეტროსადგურ "ავლაბრის" მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება გონაშვილის ქუჩიდან მესხიშვილის ქუჩის მიმართულებით.
საპარკინგე სივრცე მოეწყობა ახვლედიანის მოედანზე და ხეთაგუროვის ქუჩაზე, საიდანაც სამების ტაძრისკენ გადაადგილება შესაძლებელი იქნება სპეციალურად გამოყოფილი მიკროავტობუსების საშუალებით ან ფეხით ახვლედიანის ქუჩით, ასევე, მეტროსადგურ "ავლაბრიდან" ფეხით გონაშვილის ქუჩით.
09/05/2026
ონიაშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ⬇️
27/04/2026
🚍 18-მეტრიან ავტობუსს 162 მგზავრი გადაჰყავს;
🚘 162 ადამიანი, საშუალოდ, 80+ ავტომანქანით გადაადგილდება, რაც საგზაო მონაკვეთზე ბევრად მეტ ადგილს იკავებს.
➡️ თბილისის მერიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 22 აპრილის 00:00-დან 15:00 საათამდე ევროპის მოედნის მიმდებარედ სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება.
➡️ შეზღუდვა იმოქმედებს გორგასლის მოედნიდან, ასევე, მეტეხის ხიდისა და მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით. სატრანსპორტო მოძრაობა აიკრძალება ნოე ჟორდანიას სახელობის მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბის ამომსვლელი პანდუსიდან მეტეხის ეკლესიის მიმართულებით.
➡️ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ გორგასლის მოედნიდან კოტე აფხაზის ქუჩაზე. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გორგასლის ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ, როგორც ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროს მიმართულებით, ისე გორგასლის მოედნიდან კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით, თუმანიანის ქუჩიდან გორგასლის ქუჩის მიმართულებით. სატრანსპორტო საშუალებები ასევე იმოძრავებენ ევროპის მოედნიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებულ გვირაბში ჩამსვლელ პანდუსზე.
➡️ საზოგადოებრივი ტრანსპორტის იმ ნაწილს, რომელიც ევროპის მოედნის გამოყენებით გადაადგილდება, შეეცვლება მოძრაობის მიმართულება. კერძოდ, მუნიციპალური ავტობუსები: N102, N301, N310, N331, N345 და მიკროავტობუსები: N550 და N580, რომლებიც გორგასლის ქუჩიდან ბარათაშვილის ხიდისა და ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობენ, მეტეხის ხიდის, ევროპის მოედნისა და ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს გავლით, გორგასლის ქუჩიდან დაუკავშირდებიან კოტე აფხაზის ქუჩას და თავისუფლების მოედნიდან მოძრაობას გააგრძელებენ, როგორც ბარათაშვილის ქუჩის, ისე რუსთაველის გამზირის მიმართულებით, დადგენილი მარშრუტის შესაბამისად.
➡️ რაც შეეხება N333 მარშრუტს, ავტობუსი ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩიდან აღარ შევა ევროპის მოედანზე და იმოძრავებს ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით, ბარათაშვილის ქუჩაზე მობრუნდება და ისევ ხიდის გავლით დაუკავშირდება ბარათაშვილის აღმართს, შემდეგ იმოძრავებს დადგენილი მარშრუტით.
🚍 საზოგადოებრივი ტრანსპორტის როლი ქალაქის განვითარებაში
☑️ დაგეგმილი მასშტაბური პროექტები
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Website
Address
ჟ. შარტავას ქუჩა №7
Tbilisi
Opening Hours
| Monday | 11:00 - 18:00 |
| Tuesday | 11:00 - 06:00 |
| Wednesday | 11:00 - 06:00 |
| Thursday | 11:00 - 06:00 |
| Friday | 11:00 - 06:00 |
