მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო

Share

ეროვნული სააგენტოს ოფიციალური გვერდი

Photos 04/05/2026
Photos from მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო's post 27/04/2026

გაეცანით კვირის მნიშვნელოვან სიახლეებს 👇

27/04/2026

✅ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 16 ათას ჰექტარზე მეტი საძოვარი დარეგისტრირდა

📍ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საძოვრების ინვენტარიზაციისა და რეგისტრაციის პროგრამა ფინალურ ეტაპზე გადავიდა.

🗂️ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულმა სააგენტომ, ნინოწმინდის ადგილობრივი ხელისუფლებისა და ფერმერების ჩართულობით, პროექტის ფარგლებში განახორციელა რეგისტრირებული, არაკატეგორიზებული და არარეგისტრირებული პოტენციური საძოვრების ტერიტორიების იდენტიფიცირება, მათი მდგომარეობის შესახებ საველე მონაცემების შეგროვება და საკადასტრო-აზომვითი სამუშაოების ჩატარება. ასევე, მიწების კატეგორიზაცია, რის საფუძველზეც მონაცემები შესათანხმებლად სსიპ ქონების ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს გადაეგზავნა.

📊მიმდინარე ეტაპზე, სათიბ-საძოვრის კატეგორიით უკვე რეგისტრირებულია 16 687 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი.

🔗ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სათიბ-საძოვრების კატეგორიით საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების რუკა ხელმისაწვდომია სააგენტოს ვებგვერდზე - https://land.gov.ge/Ge/Projects/Ongoing/1025

🗺️ პროექტის ფარგლებში სამუშაოები ისევ მიმდინარეობს, რაც გულისხმობს დარჩენილი ფართობების იდენტიფიცირებას და საჯარო რეესტრში მათი სათიბ-საძოვრის კატეგორიით რეგისტრირებას.

🗓️ სამუშაოები მიმდინარე წლის მაისის თვეში დასრულდება.
პროექტის მიზანია საქართველოში საძოვრების მართვის ეფექტიანი რეფორმებისათვის საფუძვლის მომზადება, საძოვრების ინვენტარიზაციისა და აღრიცხვის პილოტირება.

✅ განხორციელებული სამუშაოები რეგიონში ხელს შეუწყობს მიწის რესურსების უფრო ეფექტიან მართვასა და მეცხოველეობის დარგის განვითარებას.

🐂 პროექტი ხორციელდება „მერძევეობის დარგის მოდერნიზაცია და ბაზარზე წვდომა: ადაპტაციის კომპონენტის (DiMMAdapt)“ პროგრამის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდისა (IFAD) და ადაპტაციის ფონდის (AF) დაფინანსებით.

More than 16,000 Ha of Pasture Registered in Ninotsminda Municipality

The pasture inventory and registration program in Ninotsminda Municipality has moved into its final stage.

The National Agency for Sustainable Land Management and Land Use Monitoring, with the involvement of local authorities and farmers, has identified registered, uncategorized and unregistered potential pasture areas. Within the scope of the project, field data regarding their condition was collected and cadastral-surveying works were conducted. Additionally, the categorization of these lands was carried out, and the resulting data was submitted for approval to the LEPL National Agency of State Property and the LEPL Agency of Protected Areas.

At the current stage, 16,687 ha of agricultural land plots have already been registered under the hayfields-pastures category. A map of the land plots registered in the Public Registry within Ninotsminda Municipality is available on the Agency’s website: https://land.gov.ge/Ge/Projects/Ongoing/1025 .

Work is ongoing to identify the remaining areas and register them as hayfields-pastures in the Public Registry. These activities are scheduled for completion in May of this year.

The goal of the project is to lay the foundation for effective pasture management reforms in Georgia and to pilot pasture inventory and record-keeping. The work performed will promote more efficient land resource management and support the development of the livestock sector in the region.

The project is implemented within the framework of the "Dairy Modernization and Market Access: Adaptation Component (DiMMAdapt)" program, funded by the International Fund for Agricultural Development (IFAD) and the Adaptation Fund (AF).

24/04/2026

✅დედოფლისწყაროში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლების ტერიტორიაზე დაზიანების ფაქტები გამოვლინდა

🌳მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწათსარგებლობის მონიტორინგის განხორციელებისას, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედში სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული ქარსაფარი ზოლების ტერიტორიის თვითნებური ათვისებისა და დაზიანების შემთხვევები გამოვლინდა.

📊სპეციალისტების მიერ სამი მიწის ნაკვეთის ადგილზე გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ სრულად არის ათვისებული და მოხნული ქარსაფარი ზოლის ორი მიწის ნაკვეთი, ჯამში 2.94 ჰექტარი, ხოლო მესამე მიწის ნაკვეთზე, რომლის ფართობი 2.13 ჰექტარია, ფიქსირდება მიწის ზედაპირის დაზიანება, სადაც ტექნიკის გამოყენებით გაყვანილია 479 კვ.მ ფართობის ხელოვნური თხრილი.

❗️სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, ქარსაფარი ზოლის სტატუსით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე ვრცელდება „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები. აღნიშნული ქმედებები წარმოადგენს კანონდარღვევას, რაც ზიანს აყენებს რეგიონის ეკოსისტემას და პირდაპირ ეწინააღმდეგება ქარსაფარი ზოლების ფუნქციურ დანიშნულებას.

🗂️შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, დარღვევის ამსახველი სრული დოკუმენტაცია გადაეგზავნა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს.

Cases of Damages to State-Owned Windbreaks Identified in Dedoplistskaro

During land use monitoring conducted by the National Agency for Sustainable Land Management and Land Use Monitoring, cases of arbitrary use and damage to state-owned windbreaks were identified in the village of Zemo Kedi, Dedoplistskaro Municipality.

As a result of on-site inspections of three land plots by specialists, it was established that two windbreak plots, with a total area of 2.94 hectares, have been fully occupied and ploughed. On the third land plot, with an area of 2.13 hectares, damage to the land surface was recorded where an artificial trench of 479 sq. m has been created using machinery.

State-owned land plots registered with the status of windbreaks are subject to the requirements established by the Law of Georgia “On Windbreaks (Field-Protective Belts).” These actions constitute a violation of the law, causing damage to the region’s ecosystem and directly contradicting the functional purpose of windbreaks.

For the purpose of further legal action, the complete documentation reflecting the violations has been forwarded to the Department of Environmental Supervision.

22/04/2026

✅ მიწათსარგებლობის მონიტორინგით 11 ჰექტარზე მეტი მოხნული საძოვარი გამოვლინდა

🗂️ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის I კვარტალში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოავლინა საძოვრების არამიზნობრივი გამოყენების ფაქტები. იჯარით გაცემული საძოვრების ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მოხნული იყო 11.07 ჰექტარი საძოვრის კატეგორიის 7 სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი.

🔸მონიტორინგი განხორციელდა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, მოიჯარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლის უზრუნველსაყოფად.

🔸საძოვრის მოხვნა იწვევს ადგილობრივი ეკოსისტემის მოშლას და ნიადაგის დეგრადაციას. აღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით, სააგენტომ მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს გადასცა.

🔎 მიწის რესურსების მონიტორინგი წარმოადგენს სახელმწიფო კონტროლის მნიშვნელოვან მექანიზმს, რომელიც ხელს უწყობს მიწის რესურსების მდგრად მართვას და ნიადაგის დაცვას დეგრადაციისგან.

More Than 11 Hectares of Ploughed Pastures Identified Through Land Use Monitoring

As a result of monitoring conducted in the first quarter of the current year, the National Agency for Sustainable Land Management and Land Use Monitoring identified cases of improper use of pastures. On-site inspections of leased pastures revealed that 7 agricultural land plots in the pasture category, with a total area of 11.07 hectares, had been ploughed.

The monitoring was carried out within the framework of the “State Program for Access to State-Owned Pastures,” in order to ensure control over lessees’ compliance with their contractual obligations.
Ploughing of pastures leads to the disruption of local ecosystems and soil degradation. In connection with these violations, the Agency has forwarded the relevant materials to the Department of Environmental Supervision for follow-up action.

Land resource monitoring is an important mechanism of state control, contributing to the sustainable management of land resources and the protection of soil from degradation.

20/04/2026

✅ იჯარით გაცემული საძოვრების მონიტორინგის შედეგად დარღვევები 4 390 ჰექტარზე გამოვლინდა

🗂️ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულმა სააგენტომ მოიჯარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი განახორციელა.

📝 მიმდინარე წლის I კვარტლის მონაცემებით, შემოწმდა დედოფლისწყაროს, საგარეჯოს, სიღნაღის, წყალტუბოსა და ხობის მუნიციპალიტეტებში არსებული 58 საძოვარი, საერთო ფართობით 6 902.81 ჰა. მონიტორინგის შედეგად, 22 ნაკვეთზე (4 390 ჰა) სხვადასხვა სახის დარღვევა გამოვლინდა.
საძოვრებზე განთავსებული იყო პროგრამაში დაურეგისტრირებელი (3 258 სული), ჩაურთველი (814 სული) და სხვა პირზე რეგისტრირებული პირუტყვი (2 756 სული). ასევე დარღვეული იყო ადგილმონაცვლეობის პრინციპი.

❗იჯარით გაცემულ საძოვრებზე პირუტყვის ძოვების ზღვრული დატვირთვის ნორმების დარღვევა იწვევს გადაძოვებას და ნიადაგის დეგრადაციას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ამცირებს საძოვრების პროდუქტიულობას და აზიანებს სოფლის მეურნეობას.

🗂️ იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შესახებ ინფორმაცია შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა ქონების ეროვნულ სააგენტოს.

🔸მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულმა სააგენტომ, გაიჯარებული საძოვრების მონიტორინგის პარალელურად, შეისწავლა ის საძოვრებიც, რომლებიც სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის მიუხედავად, პრეტენდენტთა მხრიდან ინტერესი არ გამოხატულა, მათი რაოდენობა 129 ერთეულს შეადგენს, საიდანაც დათვალიერდა 28 საძოვარი, ჯამური ფართობით 1,425.38 ჰექტარი. როგორც საველე დათვალიერებამ აჩვენა, მსგავსი ტიპის საძოვრები დაბალი სამეურნეო ღირებულებით გამოირჩევა, კერძოდ, მიუვალია, დაქვიანებულია ან გატყევებულია და ა.შ.

🔎 მიწის რესურსების მონიტორინგი წარმოადგენს სახელმწიფო კონტროლის მნიშვნელოვან მექანიზმს, რომელიც ხელს უწყობს მიწის რესურსების მდგრად მართვას და ნიადაგის დაცვას დეგრადაციისგან.

Violations Identified on 4,390 Hectares Following Monitoring of Leased Pastures

Within the framework of the State Program for Access to State-Owned Pastures, the National Agency for Sustainable Land Management and Land Use Monitoring conducted monitoring of lessees’ compliance with their contractual obligations.

According to data from the first quarter of the current year, 58 pastures with a total area of 6,902.81 hectares were inspected in the municipalities of Dedoplistskaro, Sagarejo, Signagi, Tskaltubo, and Khobi. As a result of the monitoring, various types of violations were identified on 22 plots (4,390 hectares).

Pastures were found to contain livestock that were not registered in the program (3,258 head), not recorded in the program (814 head), or registered to other individuals (2,756 head). In addition, the principle of rotational grazing had been violated. Exceeding the permissible grazing load on leased pastures leads to overgrazing and soil degradation, which in the long term reduces pasture productivity and negatively affects agriculture.

Information on violations of lease agreement obligations has been forwarded to the National Agency of State Property for follow-up action.

In parallel with monitoring leased pastures, the Agency also assessed pastures included in the state program that did not attract interest from applicants. Their total number is 129, of which 28 pastures, with a total area of 1,425.38 hectares, were inspected. Field observations showed that such pastures are characterized by low economic value, as they are difficult to access, stony, or overgrown with vegetation.

Land resource monitoring is an important mechanism of state control, contributing to the sustainable management of land resources and the protection of soil from degradation.

17/04/2026

📊მიწის რესურსების მონიტორინგის ფარგლებში, რომელიც მოიცავს როგორც მიწის მიზნობრივი გამოყენების კონტროლს, ისე სახელმწიფო პროგრამების მიმდინარეობის შეფასებას, 2026 წლის I კვარტალში 8 540 ჰექტარი მიწის მონიტორინგი განხორციელდა.

🗂️ იჯარით გაცემული საძოვრები - 6 903 ჰა.
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, განხორციელდა მოიჯარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი 58 საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთზე;

🗂️ აუთვისებელი (გაუიჯარებელი) საძოვრები - 1, 425.38 ჰა.
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამაში“ ჩართულ 129 საძოვარზე პრეტენდენტების მხრიდან დაინტერესება არ დაფიქსირებულა. ადგილზე ფაქტიური გარემოებების შესწავლისა და ანალიზის მიზნით მონიტორინგი განხორციელდა 28 საძოვარზე.

🗂️ სახელმწიფო პროგრამა - 211 ჰა.
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეების მომართვის საფუძველზე მიწათსარგებლობის მონიტორინგი განხორციელდა 9 ერთეულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე;

🗂️ მიზნობრივი დანიშნულების ცვლილება - 1.43 ჰა.
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილებასთან დაკავშირებით მოქალაქეების მომართვის საფუძველზე მონიტორინგი განხორციელდა 6 მიწის ნაკვეთზე.

Land Use Monitoring was carried out on land plots totaling 8,541 Hectares in the First Quarter of the Current Year

Within the framework of land resources monitoring, which includes both control of designated land use and assessment of the progress of state programs, monitoring was carries out on 8,540 hectares of land in the first quarter of 2026.

- Leased pastures - 6,903 hectares.
Within the framework of the "State Program Access to State-Owned Pastures", monitoring of the fulfillment of obligations assumed by tenants was carried out on 58 pasture category land plots;

- Unutilized (unleased) pastures - 1,425.38 hectares.
No interest was expressed by applicants in 129 pastures included in the "State Program Access to State-Owned Pastures". In order to study and analyze the actual on-site conditions, monitoring was carried out on 28 pastures.

- State program - 211 ha.
Within the framework of the state program "Access to agricultural land resources" land use monitoring was carried out on 9 units of agricultural land plots based on citizens' applications;

- Change of designated land use purpose - 1.43 ha.
Monitoring was carried out on 6 land plots in response to citizens' applications regarding the change of the designated land use purpose of non-agricultural land plots.

14/04/2026
03/04/2026

📍ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის პროგრამის ფარგლებში, 2021-2025 წლებში ქვეყნის მასშტაბით საინვენტარიზაციო სამუშაოები განხორციელდა 30 მუნიციპალიტეტში და ჯამურად 12,046.3 ჰექტარი მოიცვა (25 412 მიწის ნაკვეთი).

📊 საანგარიშო პერიოდში, ქარსაფარი ზოლის სტატუსით უკვე რეგისტრირებულია 6,707.9 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა. რეგისტრაციის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, რაც მოიცავს სხვადსხვა უწყებებთან შეთანხმების პროცესსაც.
სტატუსით რეგისტრაცია ქარსაფარი ზოლების სამართლებრივ დაცვასა და ეფექტიან მართვას უზრუნველყოფს.

✅ 2021 წელს - ინვენტარიზებულია 355.08 ჰა ქარსაფარი ზოლი თელავის მუნიციპალიტეტში, ქარსაფრის სტატუსით რეგისტრირებულია 321.58 ჰა;

✅ 2022 წელს - ინვენტარიზებულია 916.84 ჰა ქარსაფარი ზოლი 2 მუნიციპალიტეტში (საგარეჯო და მარნეული), ქარსაფრის სტატუსით რეგისტრირებულია 742.22 ჰა;

✅ 2023 წელს - ინვენტარიზებულია 2718.15 ჰა ქარსაფარი ზოლი 4 მუნიციპალიტეტში (დედოფლისწყარო, ქარელი, კასპი, დუშეთი ), ქარსაფრის სტატუსით რეგისტრირებულია 2333.49 ჰა.

✅ 2024 წელს - ინვენტარიზებულია 2684.57 ჰა ქარსაფარი ზოლი 5 მუნიციპალიტეტში (თეთრიწყარო, წალკა, დმანისი, ბოლნისი, გარდაბანი), ქარსაფრის სტატუსით რეგისტრირებულია 2381.88 ჰა;

✅ 2025 წელს - ინვენტარიზებულია 5371.71 ჰა ქარსაფარი ზოლი 18 მუნიციპალიტეტში (მცხეთა, გორი, ხაშური, თიანეთი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, გურჯაანი, ახმეტა, ნინოწმინდა, ახალქალაქი, ბორჯომი, ასპინძა, ახალციხე, ადიგენი, ჩოხატაური, ოზურგეთი, ლანჩხუთი), ქარსაფრის სტატუსით რეგისტრირებულია 928.8 ჰა.

🔄აქტიურად მიმდინარეობს 2025 წელს ინვენტარიზებული ქარსაფარი ზოლებისთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭების პროცესი.

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


შ. ნუცუბიძის ქ. 51ა
Tbilisi
0177

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00