27/03/2024
მიმდინარე წლის 27 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილი ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მელინე არაკელიანს, ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო დესპანს რწმენისა და რელიგიის საკითხებში, ბეა ტენ ტუშერსა და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის განმავლობაში განხილილი იქნა რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების მიმართულებით საქართველოში არსებული ვითარება. ასევე, საუბარი შეეხო ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით არსებულ ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტებს.
მხარეებმა ასევე, განიხილეს ის ბოლოდროინდელი მიღწევები, რომლებიც საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვას ემსახურება.
შეხვედრის დასასრულს, შეხვედრის მონაწილეებმა გამოხატეს მზაობა თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურების შესახებ.
23/03/2024
22 და 23 მარტს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის კოორდინაციით, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა.
ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის და გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით ჩატარდა.
კომისიაზე განხილულ იქნა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის ერთიანი სამოქმედო გეგმის პირველადი პროექტი, რომელიც სახელმწიფო უწყებების ჩართულობითა და ადგილობრივი ექსპერტის დახმარებით შემუშავდა.
შეხვედრის მიმდინარეობისას მონაწილეებმა წარმოადგინეს შენიშვნები დოკუმენტთან დაკავშირებით და მათ მიეცათ ვადა წერილობით პოზიციის გაზიარებისთვის. გეგმის შემუშავების ვალდებულება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმიდან გამომდინარეობს.
სხდომაზე გაიმართა დისკუსია სექსუალური შევიწროების პრევენციის და მასზე რეაგირების მექანიზმების გაძლიერების შესახებ, განხილულ იქნა ადრეული ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით დაგეგმილი ღონისძიებები და ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები.
ასევე, ყურადღება გამახვილდა მიმდინარე წლის 22 იანვარს დამტკიცებულ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნულ მექანიზმზე (რეფერალზე).
შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რეფერირების მექანიზმიდან გამომდინარე ვალდებულებების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე.
31/01/2024
მიმდინარე წლის 30 იანვარს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილი ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ბერგლიოტ ჰოვლანდს შეხვდა.
შეხვედრის განმავლობაში საუბარი შეეხო ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტების არსებობის მნიშვნელობას, ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მეორე ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესსა და ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ინკლუზიას.
მხარეებმა ასევე, განიხილეს ის ბოლოდროინდელი მიღწევები, რომლებიც საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვას ემსახურება.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოხატეს მზაობა თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურების შესახებ.
26/01/2024
მიმდინარე წლის 26 იანვარს საქ. მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა საქართველოს მთავრობის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი კომიტეტის საკონსულტაციო საბჭოს და ინკლუზიური განათლების თემატური სამუშაო ჯგუფის წევრების შეხვედრა.
შეხვედრას ხელმძღვანელობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილი.
შეხვედრა შეეხო საქართველოში ინკლუზიური განათლების შესახებ საკითხებს. საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა და სამინისტროს ინკლუზიური განათლების დეპარტამენტის თანამშრომლებმა დამსწრეებს წარუდგინეს პრეზენტაცია, რომელიც მოიცავდა განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებს. გაიმართა დისკუსია, სადაც დამსწრეებმა დასვეს შეკითხვები და გამოთქვეს რეკომენდაციები.
შეხვედრის დასასრულს ნიკო თათულაშვილმა გამოთქვა მზაობა შედგეს საქართველოს მთავრობის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი კომიტეტის დებულებით შექმნილი ინკლუზიური განათლების მიმართულებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრა,რათა გაგრძელდეს მიმოხილული საკითხების ირგვლივ მსჯელობა.
23/01/2024
მიმდინარე წლის 22 იანვარს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურები დამტკიცდა.
რეფერირების პროცედურების დოკუმენტით განისაზღვრა ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც ხელს შეუწყობს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენას, დაცვას, დახმარებას, ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერას და მეორეული ვიქტიმიზაციის პრევენციას.
დოკუმენტის მთავარი ამოცანაა რელევანტურ უწყებებს შორის მათი კომპეტენციის ფარგლებში, სწრაფი, ეფექტიანი კომუნიკაცია და ურთიერთშეთანხმებული საქმიანობის უზრუნველყოფა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად.
ეროვნული რეფერირების პროცედურებში თავიანთი კომპეტენციისა და უფლება-მოვალეობების შესაბამისად მონაწილეობენ თემატური სახელმწიფო უწყებები და გაწერილია თითოეული მათგანის უფლებამოსილება.
დოკუმენტი შემუშავებული იქნა გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის კოორდინაციით, თემატური სახელმწიფო უწყებების, გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობით.
გენდერული ნიშნით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, ძალადობის პრევენცია, ისევე როგორც, მსხვერპლთა დაცვა, კვლავ რჩება საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად.
საქართველოს მთავრობა, პარტნიორებთან ერთად, კვლავ გააგრძელებს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ქმედითი ღონისძიებების განხორციელებას.
18/12/2023
მიმდინარე წლის 10-14 დეკემბერს, საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდნენ ბრაგი გუდბრანსონი, „ბარნაჰუსის“ მოდელის ავტორი და ემა ჰეარვუდი, გაერთიანებული სამეფოს პირველი „ბარნაჰუსის“ თანადამფუძნებელი.
ვიზიტის დასასრულს უცხოელმა ექსპერტებმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან, ნიკო თათულაშვილთან, შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელი საქართველოში, იასპერ მოლერი და ამავე ორგანიზაციის თანამშრომლები.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, უცხოელი ექსპერტები გაეცნენ ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა ინტეგრირებული მომსახურების ცენტრის მუშაობასთან დაკავშირებულ პრაქტიკას. ზემოაღნიშნული შეხვედრის განმავლობაში მათი მხრიდან უწყებების მიმართ გაზიარებული იქნა როგორც ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული მიღწევები და დადებითი შეფასებები, ასევე, ცენტრის გამართულ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული გამოწვევები, მიგნებები და რეკომენდაციები.
14/12/2023
მიმდინარე წლის 11-12 დეკემბერს, ქალაქ ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ორგანიზებით, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 75-ე წლისთავის აღსანიშნავად, მაღალი დონის ღონისძიება გაიმართა, სადაც საქართველოს დელეგაციამ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის − ნიკო თათულაშვილის ხელმძღვანელობით მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიების პირველ დღეს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სიტყვით მიმართა დელეგატებს და ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო წლებში განხორციელებულ ღონისძიებათა შესახებ ისაუბრა.
ამავდროულად ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესზე. აღნიშნა, რომ სამოქმედო გეგმა მოიცავს ადამიანის უფლებათა დაცვის ფართო სპექტრს, ყურადღებას ამახვილებს სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციაზე, ქმნის ვალდებულებებს საჯარო და კერძო სუბიექტებისთვის და ეფექტურად უზრუნველყოფს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის განხორციელებას.
ნიკო თათულაშვილმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა, რომ სამოქმედო გეგმის როგორც შემუშავების, ისე განხორციელების პროცესში სრულად ჩაერთვება სამოქალაქო სექტორი.
გარდა ამისა, დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს შეერთებული შტატების, საფრანგეთის, ყაზახეთის, გაეროს და ევროსაბჭოს წარმომადგენლებთან, სადაც საუბარი შეეხო ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებს და სამომავლო გეგმებს.
08/12/2023
ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის განხილვა
07/12/2023
For English please scroll down 👇
მიმდინარე წლის 6-7 დეკემბერს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის ინიციატივითა და გაეროს სააგენტოების და ევროკავშირის წარმომადგენლობის დახმარებით სახელმწიფო უწყებებებისა და სამოქალაქო სექტორის ჩართულობით, იმართება მორიგი სამუშაო შეხვედრა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის (2024-2026 წწ.) განხილვის მიზნით.
აღნიშნული დოკუმენტი შემუშავებულია მთავრობის ადმინისტრაციის კოორდინირებით სახელმწიფო უწყებების მიერ სამოქალაქო სექტორის რეკომენდაციებზე დაყრდნობით.
აღნიშნული ფორმატი საშუალებას აძლევს სამოქალაქო სექტორს დააფიქსირონ თავიანთი მოსაზრებების გეგმის აქტივობებთან დაკავშირებით და მოისმინონ პასუხისმგებელი უწყებების უკუკავშირი.
სამოქალაქო სექტორთან ამგვარ ი ფორმატით მუშაობა კვლავ გაგრძელდება ზემოაღნიშნული სამოქმედო გეგმის შესრულების ეტაპზეც.
On December 6-7 of this year, at the initiative of the Prime Minister's adviser on human rights protection issues and with the support of UN agencies and the EU representation, with the involvement of state agencies and the civil sector, another working meeting has been held to discuss the National Action Plan for Human Rights Protection (2024-2026).
The development of this document is underway within state agencies, guided by input from the civil sector and coordinated by the government's administration. The structure of the meeting provides an avenue for the civil sector to share their perspectives on the plan's initiatives and to receive feedback from the relevant authorities.
This cooperative engagement with representatives from the civil sector is anticipated to persist in the same framework during the implementation phase of the National Action Plan.
03/12/2023
საქართველოს მთავრობის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის“ სხდომა გაიმართა
დღეს საქართველოს მთავრობის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის“ სხდომა ჩატარდა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში - ნიკო თათულაშვილი ხელმძღვანელობდა.
სხდომის დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს პარლამენტის წევრმა რატი იონათამიშვილმა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის უფროსმა მრჩეველმა სამხრეთ კავკასიაში - ვლადიმირ შკოლნიკოვმა; სხდომას ასევე დაესწრნენ კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს წევრები.
სხდომის ფარგლებში დამსწრეებმა იმსჯელეს შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის დადგენილებით შექმნილი თემატური სამუშაო ჯგუფების მიერ განხილულ თემებზე: ინკლუზიური განათლებისა და მუნიციპალიტეტებში საპარკინგე საშვების ერთიანი წესის შექმნის შესახებ.
სხდომის დასასრულს გაიმართა დისკუსია და ხაზი გაესვა შშმ პირთათვის არსებულ საჭიროებებს, რომელთა მოსაგვარებლადაც საკონსულტაციო საბჭო და კომიტეტი განაგრძობენ მუშაობას.