გირჩი • Girchi

გირჩი • Girchi

Share

გირჩი 36 - თავისუფალი ხალხის პარტია!

04/06/2026

🟢 გვინდა ხალხის წვალება დავასრულოთ I სანდრო რაქვიაშვილი

🔴 ქართული ოცნების პოლიტიკას რომ შეხედოთ ყველანაირი წვალების ფორმა აქვთ, ჯარიმებით, გადასახადებით, დაჭერებით... წინა მთავრობაც გამოირჩეოდა ამგვარი მიდრეკილებებით და იმის წინა მთავრობაც. მთელი ჩვენი პოლიტიკა არის, ვინ როგორ აწვალებს ხალხს... ჩვენ გვინდა ხალხის წვალება დავასრულოთ!

03/06/2026

🟢 რა შუაშია ალიანსი ჩვენთან, რატომ უნდა ვიყოთ ნაცმოძრაობის ყოფილ და მოქმედ წევრებთან გაერთიანებაში? ეს ალიანსი მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მონების და ლილიპუტების გაერთიანებაა და როცა მას მოუნდება, მაშინ შეუძლია ჩაძიროს, ან არ ჩაძიროს ეს ხალხი... I სანდრო რაქვიაშვილი

03/06/2026

💬 ხალხს ჰგონია, რომ კორუფციაა პრობლემა და სინამდვილეში ეს [მხოლოდ] სიმპტომია ამ პრობლემის.

მოქალაქე რაც უფრო მეტ ძალაუფლებას გადასცემს მთავრობას, მით უფრო რთული ხდება კონტროლი.

❓ ბიუჯეტში რომ იყოს არა 35 მილიარდი, არამედ 10 მილიარდი, იქ ხომ ნაკლებს მოიპარავდნენ? მაგრამ როცა ამ 35 მილიარდიდან 20-ზე მეტი იხარჯება ფუნქციებზე, რომელიც არავის სჭირდება – გასაგებია, რომ მოიპარავენ.

– სანდრო რაქვიაშვილი ▸ 📍 ტვ პირველი

03/06/2026

❓ რატომ არის საჭირო პატარა აეროდრომი ყველა რეგიონში?

ასეთი აეროდრომები, როგორიც ამბროლაურშია, ერთკილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკით, ჩვეულებრივი ინფრასტრუქტურული ობიექტია, რომლის აშენებაც იგივე ჯდება, რაც დაახლოებით 2-3 კილომეტრიანი სოფლის გზა.

❓ როგორია აეროდრომის ეფექტი?

აეროდრომი გზას თბილისიდან ამბროლაურამდე 3,5 საათიდან 35 წუთამდე ამცირებს და ეს დიდ ბიძგს აძლევს რეგიონის განვითარებას, როგორც ტურისტული თვალსაზრისით, ისე ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის.

🛩️ ასეთი აეროდრომები მთელ საქართველოში, ყველა რაიონში უნდა იყოს, რომ ადამიანებმა არ იწვალონ გადაადგილებისთვის და დაზოგონ დრო.

მითუმეტეს, რომ ქვეყანაში გვაქვს რეგიონები, რომლებიც თითქმის მთელი ზამთრის განმავლობაში მოწყვეტილი არიან ცივილიზაციას, როცა თოვლისგან გზები იკეტება.

– გიორგი გვენეტაძე, თბილისის საკრებულოს წევრი

03/06/2026

🟢 ამერიკელების სახელით მოწყობილ ღონისძიებებზე ოპოზიციონერი ვერ გაურჩევიათ მოსყიდულისგან. ოპოზიციის სახელით გამოდის ის ხალხი, ვინც მოსყიდულია...

🟢 გვინდა ვთქვათ, ამ წერილის გამო ოცნების საქმე წასულია... არადა, ეს არ წერია ამ წერილში. წერია რომ საჭიროა სტაბილური გარემო!

🔴 სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტსა და ოპოზიციასთან შეხვედრებზე I იაგო ხვიჩია

03/06/2026

🔴 რომელი პარტია გეგულებათ, ადამიანის წვალება რომ არ უნდოდეს? ებრძოლეთ რუსულ რეჟიმს, მაგრამ შევთანხმდეთ ერთადერთ რამეზე - ხალხს ნუ ვაწვალებთ! I იაგო ხვიჩია

02/06/2026

🔴 ამ ქვეყანაში რამდენი ადამიანიც იგინება, იმდენს რომ სდიოს თამთამ, ეს ხომ აბსურდია? 10 კაცი რატომ დანიშნეს, 10 000 კაცი მაინც უნდა დაენიშნათ, რაიმეზე პრეტენზია რომ ჰქონოდათ ქოცებს... ამ კანონით გარანტირებულად ამბობ რომ შერჩევით იქნება სამართალი...

🟢 სიტყვის ცენზურის დაწესების არაერთი მცდელობა ყოფილა ამ ქვეყანაში, მაგრამ, არასდროს გამოდიოდა... რად უნდოდათ? მაინც დასცინებენ და გალანძღავენ, ოღონდ სხვა სიტყვებით და უფრო სასაცილო იქნება... I სიტყვის ცენზურის სამმართველოზე სანდრო რაქვიაშვილი, ჰერმან საბო

02/06/2026

🔴 შარვლის გარეშე, ან უტრუსიკოდ სიარულიც არაა სწორი; ცოლის ღალატიც ცოდვაა, მაგრამ ამის გამო ადამიანები ციხეში ხომ არ უნდა ჩავსვათ?
🟢 არის ცოდვები, რომელიც ცუდია, რომელსაც რაღაც ტიპის რეაქცია სჭირდება და არის საკითხები, სადაც გჭირდება პოლიციელი. ყველაფერში პოლიციელს ხომ ვერ გამოიყენებ?!
🔴 ვახო მეგრელიშვილი და ჰერმან საბო სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ფუნქციონირების დაწყებასა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე

01/06/2026

🔴 მინდა ქართველ ხალხს მივმართო, რომელმაც ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც წვალებით სავსე ქალაქი აირჩია!

🟢 ამ ქვეყანაში ყველა მთავრობა აწვალებდა საკუთარ მოსახლეობას, ჩვენ ვიქნებით ერთადერთი, ვინც არ გაწვალებთ!

ყველა მთავრობა ამბობს: მე დაგბან, მე დაგვარცხნი, მე გიმკურნალებ... მაგრამ, ვისაც შენი დაბანა შეუძლია, მას შენი მიტყეპვაც შეუძლია! ჩვენ ამას არ ვიზამთ. ქართველი ხალხის წვალებას დავასრულებთ მთავრობის მიერ! | იაგო ხვიჩია რუსთავი 2-ის დებატებში, თემაზე "დედაქალაქის გამოწვევები"

01/06/2026

🔴 "ხრუშჩოვკების" ჩანაცვლების პროექტი | იაგოს კითხვა თბილისის ვიცე-მერს გიორგი ტყემალაძეს

🟢 ჩემი ინფორმაციით, არცერთმა ადამიანმა არ იცის, როდის მოვა მის სახლამდე ეს პროექტი, როდის მოხდება მისი ჩანაცვლება, რადგან არანაირი წინასწარი გეგმა ამ სისტემურ პრობლემაზე მოსაგვარებლად არ არსებობს.

თქვენ შეგიძლიათ მითხრათ, რამდენი წელი დასჭირდება მის დასრულებას და ამის ნაცვლად რატომ არ აკეთებთ იმ გეგმას, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ თბილისის მოსახლეობას?

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Address


2 Dzmebi Zubalashvilebi Street
Tbilisi
0108

Opening Hours

Monday 11:00 - 18:00
Tuesday 11:00 - 18:00
Wednesday 11:00 - 18:00
Thursday 11:00 - 18:00
Friday 11:00 - 18:00