159-ე საჯარო სკოლა\ 159 public school

159-ე საჯარო სკოლა\ 159 public school

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from 159-ე საჯარო სკოლა\ 159 public school, Public School, Tbilisi.

Photos from 159-ე საჯარო სკოლა\ 159 public school's post 16/05/2026

🥇🏆 ჩვენი პატარა ჩემპიონების დიდი გამარჯვება საერთაშორისო არენაზე! 🏆🥇

15–17 მაისს, თბილისში წარმატებით ჩატარდა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ელეგანტური საერთაშორისო ტურნირი მხატვრულ ტანვარჯიშში — PAZHAVA CUP 2026 (FIG & NON-FIG) 🇬🇪

მსოფლიოს 18 ქვეყნიდან ჩამოსულმა 450-მდე მონაწილემ მაღალი ოსტატობით, შრომითა და დაუვიწყარი გამოსვლებით აქცია ტურნირი ნამდვილ სპორტულ ზეიმად. 🌍🤸‍♀️

განსაკუთრებული სიამაყით ვულოცავთ 159-ე სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეებს, საუკეთესო მეგობრებს — ნიტა ცხოვრებაძესა და კატო მოდებაძეს!💖👏

ჩვენმა პატარა ჩემპიონებმა სხვადასხვა ნომინაციებში #პირველი ადგილები მოიპოვეს და კიდევ ერთხელ გვასახელეს! 🥇🏅 🇬🇪

#159სკოლა🎓

Photos from 159-ე საჯარო სკოლა\ 159 public school's post 16/05/2026

📝 საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრაზე ურთიერთდასწრების კვირეული წარმატებით დასრულდა! 📚🌍

📍კვირეულმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა გამოცდილების გაზიარების, პროფესიული ზრდისა და ერთმანეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა. თითოეული შეხვედრა იყო ახალი იდეების, საინტერესო მიდგომებისა და სასარგებლო პრაქტიკის აღმოჩენის შესაძლებლობა.

მადლობა მასწავლებელს ჩართულობისთვის, პროფესიონალიზმისთვის და იმ ერთგულებისთვის, რაც ჩვენი მოსწავლეების უკეთესი მომავლის შექმნას ემსახურება. ❤️👏

#159სკოლა 🎓

Photos from 159-ე საჯარო სკოლა\ 159 public school's post 13/05/2026

კიდევ ერთი ჩემპიონი💪 🥋

ჩვენი სკოლის მერვე კლასის მოსწავლე გიორგი ნინიაშვილი, ტაეკვანდოში საქართველოს ლიგის შეჯიბრზე -41 კგ წონით კატეგორიაში გამარჯვებულია! 🏆🥋🇬🇪

ვულოცავთ გიორგის ამ დიდ წარმატებას და მომავალშიც არაერთ გამარჯვებას ვუსურვებთ! 👏

#159სკოლა 🎓

Photos from 159-ე საჯარო სკოლა\ 159 public school's post 13/05/2026

13 მაისი ცნობილი ქართველი მწერლის, ჯემალ ქარჩხაძის დაბადების დღეა!
დღეს იგი 90 წლის გახდებოდა. 📝🇬🇪

მისმა შემოქმედებამ ქართული ლიტერატურა გამორჩეული ხედვით, სიღრმითა და ადამიანური ფასეულობებით გაამდიდრა.
ჯემალ ქარჩხაძის ნაწარმოებები დღესაც განსაკუთრებულად გვაფიქრებს სიცოცხლეზე, სიყვარულზე და ადამიანობაზე.

#ჩვენგვახსოვს #ვკითხულობთ და #ვსწავლობთ

#159სკოლა 🎓

Photos from 159-ე საჯარო სკოლა\ 159 public school's post 12/05/2026

📚 #პირველკლასელების ურთიერთდასწრების კვირეული წარმატებით დასრულდა! 🎓
კვირეული იყო საინტერესო, ნაყოფიერი და შთამბეჭდავი.
პატარებმა დიდი მონდომებით, სიხარულითა და აქტიურობით წარმოაჩინეს საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები. 👧👦👏

მადლობა პედაგოგებს გაწეული შრომისთვის, მშობლებს მხარდაჭერისთვის და ჩვენს საყვარელ პირველკლასელებს ამ ლამაზი კვირეულისთვის! ❤️

#159სკოლა

12/05/2026

ჩვენი სკოლის მეათე კლასის მოსწავლე, მარიამ ნინიაშვილი, პარა ტაეკვონდოში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი გახდა! 🥉🇬🇪👏

ვულოცავთ მარიამს ამ დიდ წარმატებას! ვუსურვებთ კიდევ ბევრ გამარჯვებას, წინსვლასა და საქართველოს სახელის ღირსეულად წარმოჩენას საერთაშორისო ასპარეზზე! 💙❤️

#159სკოლა🎓

Photos from 159-ე საჯარო სკოლა\ 159 public school's post 06/05/2026

📚🌍 უცხო ენების კათედრაზე ურთიერთდასწრების კვირეული წარმატებით ჩატარდა .👏

კვირეულის ფარგლებში პედაგოგებმა ერთმანეთს გაუზიარეს საინტერესო და მრავალფეროვანი გაკვეთილები, თანამედროვე სწავლების მიდგომები 📖📝 და სასწავლო პროცესში გამოყენებული ეფექტური მეთოდები. 💡

🤝 მსგავსი აქტივობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროფესიული განვითარებისათვის, გამოცდილების გაზიარებისა და კოლეგიალური თანამშრომლობის გაძლიერებისთვის.

მადლობა თითოეულ მოსწავლეს და პედაგოგს აქტიურობისთვის!🎓

#159სკოლა

Photos from 159-ე საჯარო სკოლა\ 159 public school's post 29/04/2026

📌დღეს მესამე (დ) კლასში განსაკუთრებული და შთამბეჭდავი ღონისძიება ჩატარდა — „საით მიდიხარ, ადამიანო?“ 💙

პატარებმა საოცარი მონდომებით გააცოცხლეს ბერძნული მითოლოგიისა და ვაჟას-ფშაველას უკვდავი პერსონაჟები. 🎭

ღონისძიებას ემოციების გარეშე არ ჩაუვლია. ეს იყო დღე, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რამდენად დიდი ძალა აქვს განათლებას, რამდენი რამის თქმა შეუძლია შემოქმედებასა და ბავშვურ გულწრფელობას.👏

დამრიგებელი: ეკა ლურსმანაშვილი

#159სკოლა🎓

27/04/2026

🏆 ფინალში ვართ! 🏆

სსიპ ქ. თბილისის 159-ე საჯარო სკოლა კვლავ ლიდერია!

70-ე სკოლასთან საფეხბურთო მატჩი გამარჯვებით — 5 : 1 დასრულდა და ჩვენი გუნდი ფინალში დამსახურებულად გადავიდა! 💙🙌

გილოცავთ, ჩვენო საამაყო ბავშვებო — თქვენი ბრძოლა, ერთობა და შეუპოვრობა სწორედ ის ძალაა, რომელსაც ყოველთვის სიხარული მოაქვს!

#ვამაყობთთქვენით ⚽️💪🫶

წინ კიდევ ბევრი გამარჯვებაა!

#159სკოლა 🎓

Photos from 159-ე საჯარო სკოლა\ 159 public school's post 24/04/2026

სსიპ ქალაქ თბილისის 159-ე საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო კათედრაზე წარმატებით განხორციელდა #ურთიერთდასწრების კვირეული. 📚

კვირეულის ფარგლებში პედაგოგები ესწრებოდნენ გაკვეთილებს, აკვირდებოდნენ სწავლა-სწავლების პროცესს და მსჯელობდნენ გამოყენებულ მეთოდებსა და მიდგომებზე. 👩‍🏫👨‍🏫

ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა პროფესიული გამოცდილების გაზიარება, საგანმანათლებლო პრაქტიკის გაუმჯობესება და თანამედროვე სასწავლო მიდგომების დანერგვის ხელშეწყობა. 💡📖

ურთიერთდასწრების კვირეულმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი პედაგოგთა პროფესიულ განვითარებასა და კათედრის თანამშრომლობის გაღრმავებას. 🤝

მადლობას ვუხდით მასწავლებლებსა და მოსწავლეებს აქტიური ჩართულობისა და თანამშრომლობისთვის.

#159სკოლა🎓

#საბუნებისმეტყველოკათედრა⌛️🌏🪐🔌

19/04/2026

ჩვენი სკოლის უდიდესი ტკივილი…💔

ძალიან ცოტა დარჩა სამყაროში უანგაროდ კეთილი, მზიანი გულის ადამიანი, რომელიც ყოველთვის მზად არის თანადგომისთვის — ჭირშიც და ლხინშიც, თან ჩუმად, სუნთქვასავით უხმაუროდ.

სწორედ ასეთი იყო ქალბატონი მანანა გელაშვილი — ჩვენი სკოლის მუსიკის მასწავლებელი, მრავალი თაობის გულისხმიერი აღმზრდელი და ერთგული მეგობარი. „მიყვარხარ გულში“ — ასე გვეფერებოდა კოლეგებსაც და ზუსტად ვიცოდით, რომ ყველას ჰქონდა ადგილი მის უთბილეს გულში…

მოულოდნელად დაგვტოვა — პარასკევს „ორშაბათამდეო“ დაგვემშვიდობა სიყვარულით… რა ვიცოდით, თუ ეს მისი ბოლო დღე იყო სკოლაში.

ცრემლებით, უდიდესი გულისტკივილითა და სიყვარულით აცილებენ მისი გაზრდილები — ყოფილი თუ დღევანდელი მოსწავლეები, მეგობრები, კოლეგები. წავიდა ჩვენი ტკბილი მანანიკო და ანდერძად დაგვიტოვა — გავამრავლოთ და გადავცეთ ერთმანეთს სიკეთე, სიყვარული და გულის სითბო, გადავცეთ ზუსტად ისე, როგორც ამას თავად აკეთებდა — ჩუმად, უხმაუროდ და გულწრფელად.

მშვიდობით, მანანიკო, სულ გვემახსოვრები და გვეყვარები, უფალს ებარებოდეს შენი სპეტაკი სული. 💔🥀♥️

ჩვენს გულებში დარჩები მუდამ — შენი 159-ე საჯარო სკოლა.

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Website

Address


Tbilisi