31/01/2021
საქართველოში პატივსაცემი სტუმარი, ამერიკელი ბიზნესმენი სკიპერი გვესტუმრა. ჩვენმა შეხვედრამ შესანიშნავად ჩაიარა. დღეიდან ის ჩვენი არაერთი ღონისძიების სპონსორი იქნება.
შემოხაზეთ ნომერი 4, რათა ერთად გავაუმჯობესოთ ჩვენი ცხოვრება და გავუტოლდეთ ადამიანებს!
31/01/2021
საქართველოში პატივსაცემი სტუმარი, ამერიკელი ბიზნესმენი სკიპერი გვესტუმრა. ჩვენმა შეხვედრამ შესანიშნავად ჩაიარა. დღეიდან ის ჩვენი არაერთი ღონისძიების სპონსორი იქნება.
31/01/2021
იხილეთ ჩემი ინტერვიუ🎙🤍
შეწყდეს ადამიანებსა და ცხოველებს შორის ჩხუბი❗️
30/01/2021
გავუტოლდეთ ადამიანებს!
დღეს მე და ჩემმა ერთ-ერთმა ამომრჩეველმა, ქალბატონმა ლულუმ გულახდილად ვისაუბრეთ.
P.s ჩვენი შემუშავებული ყურსასმენების მეშვეობით ყველაფერი გავიგე რაც მას აწუხებდა.
ძვირფასო ცხოველებო თუ თქვენც გსურთ ადამიანებთან საუბარი ჩვენს ოფისსში მობრძანდით და დაგირიგებთ ყურსასმენებს.
გავხადოთ კომუნიკაცია უფრო მარტივი! 🤝გვეწვიეთ ჩვენს მთავარ ოფისში და ყურსასმენებს მიიღებთ სრულიად უფასოდ!
29/01/2021
წერტილი დაუსვი მსგავს ძალადობას!!! შემოხაზე 4! 🦁💪
NASA-ს კვლევით ლაბორატორიაში 27 მაიმუნი მათი დაბერების გამო დახოცეს The Guardian-ის ცნობით, NASA-ს კუთვნილ დაწესებულებაში მყოფი ყველა მაიმუნი გასულ წელს ერთ დღეში დახოცეს. მედიაგამოცემის მ.....
29/01/2021
მოგესალმებით მეგობრებო! მე ვარ ანა თაყაძე და კენჭს ვიყრი, რათა გავხდე ცხოველების პრეზიდენტი.
ჩემი ოცნება ყოველთვის იყო იმ სამყაროს გაუმჯობესება, სადაც ვცხოვრობთ. ეს კი, რა თქმა უნდა, მხოლოდ მოძრაობით მიიღწევა, რაც ჩვენი პარტიის მთავარი მიზანია.
როგორც უკვე იცით, საქართველოში მცხოვრებ ყველა ცხოველს სრულიად უფასოდ გადაეცა ჩემი წარმოებული საკომუნიკაციო საშუალება - სათარგმნი ყურსასმენები, რომელთა მეშვეობითაც უკვე ყოველ ჩვენგანს ნებისმიერ ცხოველთან და ასევე ადამიანებთანაც შეუძლია საუბარი!
მართალია, ამ ყველაფერმა შედარებით გაამარტივა ჩვენი ყოველდღიურობა, მაგრამ ფაქტია, რომ ის ჯერ ისევ ადამიანთა გარშემო ტრიალებს. ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა კი ის არის, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ ძალგვიძს, წინააღმდეგობა გავუწიოთ მათ სასტიკ მოპყრობას, რადგან არ ვართ საკმარისად განვითარებულები ამისთვის.
მეგობრებო, მე სიტყვას გაძლევთ, რომ ამ ფაქტს აუცილებლად წერტილი დაესმევა, რადგან ჩემი ხელისუფლებაში მოსვლის შემთვევაში მე და ჩემი გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ აღარაფრით ჩამოვუვარდეთ ადამიანებს!
უკუსვლა არ არის ჩვენი არჩევანი მეგობრებო! ჩვენ მზად ვართ ვიმოძრაოთ სწორი მიმართულებით!💪