სსიპ ქ.თბილისის N168 საჯარო სკოლა

სსიპ ქ.თბილისის N168 საჯარო სკოლა

Share

სსიპ ქალაქი თბილის N168 საჯარო სკოლა

29/12/2025

ჩვენი სკოლის სიამაყე, უნიჭიერესი საბა ჯაფარიძე! ბევრი წარმატება უსაყვარლესო ბიჭო 💚💚💚👏👏👏📚📚📚💚💚💚

Photos from სსიპ ქ.თბილისის N168 საჯარო სკოლა's post 17/12/2025

9 დეკემბერს 8 ა კლასის მოსწავლეებმა მოაწყვეს პრეზენტაცია თემაზე "ჩრდილო ამერიკა". მოსწავლეებმა მიმოიხილეს კონტინენტის შესახებ ყველა ის თემა, რომელიც სასწავლო პროგრამით არის გათვალისწინებული. ასევე მოიძიეს დამატებითი ინფორმაციები, საინტერესო ფაქტები, შექმნეს სლაიდები .
გაკვეთილის მიზანი იყო კონტინენტის ძირითადი თავისებურებების გაცნობა და გეოგრაფიული ცოდნის გაღრმავება
გეორგრაფიის პედაგოგი: Leila Kavtaradze

Photos from სსიპ ქ.თბილისის N168 საჯარო სკოლა's post 21/11/2025

სამოქალაქო განათლების პროექტის ფარგლებში Xაკლასის მოსწავლეები: საბა გეთიაშვილი , ნინი აბესაძე, თინათინ მელაძე, ბარბარე გულუაშვილი და დემეტრე ოთარაშვილი VI ა და ბ კლასის მოსწავლეებს ესაუბრნენ თემაზე: „ განათლება და უფლებები“.
პრეზენტაციის მიზანი: სკოლის შინაგანაწესის გაცნობა, განათლების საჭიროება და სკოლის როლის გააზრება მოსწავლეებში. მოსწავლეებამდე მიიტანეს ცოდნა იმისა , რომ შინაგანაწესი არ არის აკრძალვების სია. ის არის დოკუმენტი,რომელიც იცავს მათ უფლებებს ( უსაფრთხოება , განათლების ხელშეწყობა). სკოლა არის ადგილი სადაც ბავშვები სწავლობენ ურთიერთპატივისცემას , თავისუფალ აზროვნებას, რომელიც მათ მთელი ცხოვრება გამოადგებათ. შეხვედრა დატვირთული იყო აქტივობებით , რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართული მოსწავლეები . შეხვედრის ბოლოს მეათე კლასი მოსწავლეებმა სიგელი გადასცეს მონაწილეობისთვის მეექვსე კლასის დამრიგებლებს: თამარ თევზაძეს და თეონა ბურდულს. Tamuna Tevzadze Teona Burduli
დიდი მადლობა ყველას გაწეული შრომისთვის
💜💜💜💜

Photos from სსიპ ქ.თბილისის N168 საჯარო სკოლა's post 10/11/2025

დღეს, 10 ნოემბერს Xა კლასმა დაიწყო პროექტის განხორციელება „ ვიცოდეთ ჩვენი უფლებები “
პროექტის მიზანი: უფლებების სწავლებით მოსწავლეებში შეიქმნას უსაფრთხო გარემო ., ხოლო დისკუსიის პროცესში ჩამოუყალიბდეთ საკუთარი შეხედულებები და ღირებულებები .
ეკატერინე ბალხამიშვილი, ელენე ქინქლაძე, ანა ჯმუხაძე, გივი ნემსიწვერიძე და დავით იაგუტიანი , Vა და Vბ კლასის მოსწავლეებს ესაუბრნენ თემაზე : „ ეთიკა , ჰიგიენა და ჩაცმულობა სკოლაში“. .მეხუთე კლასის მოსწვლეებმა ისაუბრეს როგორც დადებით, ისე უარყოფით მხარეებზე , როგორც ჩაცმულობაზე, ისე ქცევის წესებზე.
მეათე კლასის მოსწავლეებს ჰქონდათ ორივე კლასისთვის საინტერესო აქტივობა, რომლის შემდეგაც ორივე კლასს გადაეცა სიგელი და თასი მონაწილეობისთვის.
მადლობა კლასის ხეკმძღვანელებს ნათია კოჩაძეს და ზაქარია მახათაძეს კლასების ორგანიზებისთვის .
სამოქალაქო განათლების პედაგოგი: ეკატერინე ჭინჭარაული

Photos from სსიპ ქ.თბილისის N168 საჯარო სკოლა's post 05/11/2025

სკოლაში დაიწყო X და XII კლასების მიერ დაგეგმილი პროექტების განხორციელება, რომელშიც სკოლის საზოგადოება არის ჩართული.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სკოლის ადმინისტრაციას და ყველა კოლეგას გვერდში დგომისთვის და ასევე მოსწავლეებს რომლებიც დიდ გამოცდილებას და სხვადასხვა უნარს განივითარებენ აქტივობებში მონაწილეობით.
XIIკლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს პროექტი „ ვირტუალური თამაშები და რეალობა “. პროექტის მიზანი : მოსწავლეები დავუბრუნოთ ეზოს . ძალიან კარგია ტექნოლოგიების პროგრესი , მაგრამ აუცილებელია სწორი მიმართულებაც. სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას ემსახურება მეთორმეტე კლასელებისმიერ დაგეგმილი პროექტი.
დღეს 5 ნოემბერს შედგა პირველი შეხვედრა. ნურაი ნამაზოვი , სოფო გიგაური და ლუკა კონსტანტინოვი Ix კლასის მოსწავლეებს ესაუბრნენ თემაზე „ სოციალური ქსელების გავლენა ადამიანებზე“
სამოქალაქო განათლების პედაგოგი:
ეკატერინე ჭინჭარაული
💚💚💚📚📚📚

Photos from სსიპ ქ.თბილისის N168 საჯარო სკოლა's post 25/09/2025

სსიპ ქალაქ თბილისის N168 საჯარო სკოლის IVა კლასის მოსწავლეს ფეხბურთის გუნდის კაპიტანს თემურ კაპატაძეს ვულოცავთ შეჯიბრებებში მიღწეულ წარმატებებს!
გილოცავ თემურ! კიდევ ბევრი გამარჯვებები წინ!

11/07/2025

14 ივლისს, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე სკოლაში ტარდება

სსიპ ქალაქ თბილისის N168 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს არჩევნები.

საბჭოს წევრობის კანდიდატებს ხმას აძლევენ შესაბამისი საფეხურის მშობლები.

გთვაზობთ წევრობის კანდიდატებს საფეხურების მიხედვით:

პირველი საფეხური(1-6 კლასები):

1. ვერა წოწერია

2. თამარ კვანჭილაშვილი

3. ირმა წივილაშვილი

მეორე საფეხური(7-10 კლასები):

1. ლია მეკოკიშვილი

2. ნათელა ოთანაძე

3. ნათია ძიძიშვილი

მესამე საფეხური(11-12 კლასები):

1. ნათია ფოცხიშვილი

2. თამარ ლობჯანიძე

წარმატებები ჩვენს კანდიდატებს.

23/06/2025
19/06/2025

წარმატებები! 💜💜💜

Photos from სსიპ ქ.თბილისის N168 საჯარო სკოლა's post 08/06/2025

ბევრი წარმატება ბავშვებო! 💖💖💖

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Address


საქნავთის დასახლება
Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00
Saturday 09:00 - 17:00