15/12/2022
Meet our new 25 years old patient Fluffy the deer!✨ His friend Erekle brought it to be cured from multiple injuries on his face, waiste and Legs. We did our best to make Fluffy happy and beautiful to meet this Christmas joyfully!🥳💛💫 And ofcourse we have awarded a "Certificate of Appreciation" to Erekle for his kind affort of taking care of his childhood friend!💛💫
06/08/2022
ცოტა დაგვაგვიანდა ამბის მოყოლა, მაგრამ მაინც გიზიარებთ ჩვენს პირველ პაციენტს❤️🩹 ვუმკურნალეთ როგორც შეგვეძლო და ჩავაბარეთ მზრუნველ მეგობარს, რომელთანაც 22 წლის მეგობრობა აკავშირებს! 🤗💫
გაგვეხარდება თუ კიდევ ბევრი პაციენტის გადარჩენას შევძლებთ. დაზიანებულ სათამაშოებს თუ შევაკეთებთ და არ გადავყრით, ამით დედამიწასაც დავიცავთ ზედმეტი დაბინძურებისგან 🥳
შეიძლება ეს ძალიან ცოტაა რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი პლანეტისთვის, მაგრამ გვჯერა, რომ პატარა ნაბიჯიც მნიშვნელოვანია 🌏💛💫
25/10/2021
პირველი პაციენტი მიღებულია 🥳💫
27 წლის არის ეს თოჯინა, რომელიც მისმა მზრუნველმა მოგვიყვანა Nino Soselia 💛
მალე მოგიყვებით უფრო მეტს მათ შესახებ და განახებთ როგორ ვუმკურნალებთ ჩვენს პირველ პაციენტს😍💫
💫გახსოვდეთ რომ #ზრუნვამნიშვნელოვანია
18/10/2021
ზრუნვა ის სუპერ ძალაა რომელიც ყველა ჩვენთაგანშია, მთავარია აღმოვაჩინოთ და გამოვიყენოთ! თუ ამას შევძლებთ, ვნახავთ როგორ შეიცვლება ჩვენი გარემო უკეთესობისკენ 💫
რაკი ჩვენ ჩვენი ბავშვობოდან მოვდივათ, გვინდა დავეხმაროთ ჩვენი საზოგადოების ყველაზე პატარა წევრებს ეს ძალა ადრეულ ასაკშივე აღმოაჩინონ და გამოიყენონ.
🏩 "სათამაშოების ჰოსპიტალი" მიზნად ისახავს რბილი სათამაშოების შეკეთება/განახლებას, რაც პოსტ-კონსუმერული ნარჩენების მინიმუმამდე დაყვანას უწყობს ხელს და ემსახურება მეთორმეტე მიზანს - მდგრადი მოხმარება და წარმოება. უხანგრძლივებს სასაციცხლო ციკლს სათამაშოებს, რომ არ მოხდეს დროზე ადრე მათი გადაყრა და არ დადგეს ახლის ყიდვის საჭიროება (overconsumption).
ამ პროექტის მნიშვნელობას ზრდის ის ფაქტორი, რომ ბავშვებს აქვთ საშუალება თავად მოიყვანონ სათამაშოები შესაკეთებლად, სადაც მოუყვებიან რას ნიშნავს ნივთებზე ზრუნვა, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი გარემოსთვის. ამ ყველაფერს ექნება "როლური თამაშის" ფორმა, რაც გაზრდის მათ მოტივაციას და გაუჩენს მოთხოვნილებას გაუფრთხილდნენ და იზრუნონ თავიანთ საყვარელ მეგობრებზე და გარემოზე 💛
💫 გვჯერა, რომ ახალი თაობა ისედაც უფრო პასუხისმგებლიანი და მზრუნველი იქნება და გვინდა, რომ ჩიკატაიმაც შეიტანოს თავის პატარა წვლილი ამ ამბავში. ჩვენი ბრენდის მამოძრავებელი ძალაც ხომ სწორედ ეს არის - ვმეგობრობთ, ვზრუნავთ, ვიცავთ ბუნებას და მის ბინადრებს!
✨ ჩიკატაის ჰოსპიტალი პირველ მზრუნველ გმირებს თავის დაბადების დღეზე - 25 ოქტომბერს მიიღებს. 20 ოქტომბრიდან კი შეძლებთ მიღებაზე ჩაწერას. გელოდებით! 💛💫
#ზრუნვამნიშვნელოვანია