პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური • Personal Data Protection Service

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური • Personal Data Protection Service

Share

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობის მიმართულებები:

• პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი;

• ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი.

27/02/2026

გაცნობებთ, რომ 2025 წლის 17 დეკემბერს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, 2026 წლის 2 მარტიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ლიკვიდირებულია.

მისი უფლებამონაცვლეა სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც აღნიშნული თარიღიდან განახორციელებს საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლს, აგრეთვე ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების ზედამხედველობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სოციალური ქსელები წყვეტს ფუნქციონირებას.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.

🏢 სახელმწიფო აუდიტის სამსახური
📘 Facebook: https://www.facebook.com/www.sao.ge
📞 ტელ.: (032) 243 84 38

Photos from პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური • Personal Data Protection Service's post 28/01/2026

🔸პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სამსახურმა ქვეყნის მასშტაბით სკოლებში მასშტაბური საინფორმაციო შეხვედრები გამართა.

🔸სამსახურის უფროსი, ლელა ჯანაშვილი, მოადგილეებთან და უწყების სხვა თანამშრომლებთან ერთად საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ფხვენისის სკოლას ეწვია და სოფელ ფხვენისის, ნიქოზისა და ხვითის საჯარო სკოლების მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა საჯარო ლექცია არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობის შესახებ.

🔸ამასთანავე, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ქალაქ საჩხერისა და ქარელის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების დირექტორებისა და საქმისმწარმოებლებისთვის.

🔸პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სამსახურის თანამშრომლებმა შეხვედრები გამართეს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონშიც - კერძოდ, მარნეულის N1, N3 N5, N6 ასევე სოფელ საიმერლოს, სოფელ თამარისის და სოფელ წერეთლის საჯარო სკოლების მოსწავლებლებთან და მასწავლებლებთან.

🔸ამავე დღეს, საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა შპს იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელში, არასრულწლოვანი მოსწავლეებისთვის.

🔸შეხვედრების ფარგლებში ყურადღება გამახვილდა საგანმანათლებლო სფეროში პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობის გაძლიერებასა და მოქმედი კანონმდებლობის ეფექტიან განხორციელებაზე. სპიკერებმა ისაუბრეს მონაცემთა დაცვის ძირითად პრინციპებზე, პრაქტიკულ გამოწვევებსა და რეკომენდაციებზე, რომლებიც საგანმანათლებლო დაწესებულებების ყოველდღიურ საქმიანობას უკავშირდება.

🔸მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობის შესახებ, შეაფასეს ის რისკები, რომლებიც მონაცემთა უკანონო ან დაუფიქრებელ გამჟღავნებას შესაძლოა მოჰყვეს. გაეცნენ ინტერნეტუსაფრთხოების ძირითად წესებს.

🔸პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეს გამართულ შეხვედრებს ჯამში 320 მდე მსმენელი დაესწრო.

🔸დღის ბოლოს სამსახურის უფროსმა ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ლელა ჯანაშვილი ხორვატიის, საფრანგეთის, ურუგვაის და ფილიპინების კოლეგა საზედამხედველო ორგანოების წარმომადგენლებთან ერთად ღონისძიებას ონლაინ ფორმატში ჩაერთო და აუდიტორიას განხორციელებული აქტივობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

🔸პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, სამსახურის უფროსი ხვალ ასევე მონაწილეობას მიიღებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და და ხაენის (ესპანეთი) უნივერსიტეტის ერთობლივ ღონისძიებაში, სადაც დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართავს.

28/01/2026

🔐 28 იანვარი - პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეა.

📅 და თუ იმისთვის, რომ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობა გავიაზროთ, კონკრეტული თარიღი გვჭირდება - დღეს სწორედ ის დღეა.

🧭 დღე, როცა მნიშვნელოვანია პირადი მონაცემების დაცვის ეთიკას გადავხედოთ და დავფიქრდეთ:

🛡️ რა ჩვევები გვაქვს გამომუშავებული პირადი ინფორმაციის დასაცავად?
👁️ რამდენად გააზრებულად ვაზიარებთ ინფორმაციას - სად და რა მიზნით?
🌐 რამდენად ძლიერია ჩვენი უსაფრთხოების სტანდარტები სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტში?
🚨 შეგვიძლია თუ არა მონაცემთა დაცვის შესაძლო დარღვევების ამოცნობა?

🤖 და ბოლოს - დღეს, როდესაც ხელოვნურ ინტელექტს სულ უფრო მეტ ინფორმაციას ვუზიარებთ,
❓ გვახსოვს, რომ ხელოვნური ინტელექტი სწორედ ჩვენი მონაცემებით სწავლობს?

✨ AI უფრო ჭკვიანი ხდება.
🔐 მონაცემთა დაცვა - უფრო მნიშვნელოვანი!

30/12/2025

📈 გიზიარებთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის სტატისტიკას (1 იანვარი-29 დეკემბერი).

🔸მოქალაქეთა მომართვიანობა საანგარიშო პერიოდში

სამსახურმა მიიღო 1043 განცხადება/შეტყობინება, რომელთაგან 728 (70%) შეეხებოდა მონაცემთა დამუშავებას კერძო სექტორში, 206 (20%) — საჯარო უწყებებში, ხოლო 109 (10%) — სამართალდამცავ ორგანოებში.

🔸მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება

სამსახურმა ჩაატარა მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება (ინსპექტირება) 271 ფაქტზე. მათგან 29% (78) ჩატარდა გეგმურად, ხოლო 71% (193) — არაგეგმურად.

🔸გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევები

სამსახურმა დაადგინა პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების 691 ფაქტი, მათგან 103 ფაქტი გამოვლენილ იქნა 2024 წელს დაწყებული და საანგარიშო პერიოდში დასრულებული, ხოლო 588 ფაქტი — საანგარიშო პერიოდში დაწყებული და დასრულებული შემოწმების (ინსპექტირების) საფუძველზე. 587 (85%) შემთხვევა შეეხებოდა კერძო სექტორში, 92 (13%) — საჯარო დაწესებულებებში, ხოლო 12 (2%) — სამართალდამცავ ორგანოებში მონაცემთა არაკანონიერ დამუშავებას.

🔸ჯარიმები, გაფრთხილებები, დავალებები და რეკომენდაციები

გამოვლენილ სამართალდარღვევათაგან, სამსახურმა ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა და გაფრთხილება გამოიყენა 690 შემთხვევაში.

გარდა ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებისა, აღმოჩენილ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის მიზნით, სამსახურმა საჯარო დაწესებულებებისთვის და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის, სამართალდამცავი ორგანოებისთვის გასცა 1053 დავალება და რეკომენდაცია.

🔸სამსახურის მიერ გაცემული კონსულტაციები

საანგარიშო პერიოდში სამსახურმა როგორც ზეპირი (სატელეფონო და პირადი შეხვედრების ფორმატში), ასევე წერილობითი ფორმით სულ 8693 კონსულტაცია გასცა.

🔸ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი

სამსახურმა სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩაწერის შეჩერების მექანიზმი (კონტროლის ელექტრონული სისტემის საშუალებით) 116 შემთხვევაში გამოიყენა.

🔸მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევის (ინციდენტი) შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის შეტყობინების ვალდებულება

საანგარიშო პერიოდში სამსახურმა მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევის (ინციდენტი) თაობაზე მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირებისგან მიიღო ჯამში 35 შეტყობინება.

🔸საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, საინფორმაციო შეხვედრები და ტრენინგები

სამსახურმა მონაცემთა სუბიექტებისა და დამუშავებისთვის პასუხისმგებელი/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირებისთვის ჯამში ჩაატარა 69 შეხვედრა 5047 დამსწრე პირთან. მათგან 49 შეხვედრა ჩატარდა სკოლის 1874 მოსწავლესთან ახალი პროექტის: „კონფიდენციალურობის გაკვეთილების“ ფარგლებში.

ვრცლად �https://pdps.ge/files/content/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%2012%20%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%98%20-%202025_1767087963.pdf

ENG 👉 https://pdps.ge/files/content/PDPS_Activity%20Report%20for%2012%20Months_%202025_ENG_en_1767088844.pdf

23/12/2025

📖გიზიარებთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ჟურნალის“ 2025 წლის N1-N2 გაერთიანებულ გამოცემას.

🔸ჟურნალი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების 33-ე ევროპულ საგაზაფხულო კონფერენციას (“European Conference of Data Protection Authorities – Spring Conference”) და „ტექნოლოგიის მიმართულებით მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის“ რიგით 75-ე შეხვედრას (ე.წ. „ბერლინის სამუშაო ჯგუფს“, ‘’IWGDPT“) ეძღვნება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ორივე საერთაშორისო ღონისძიების მასპინძელი უწყება გახლდათ.

🔸„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ჟურნალის“ წინამდებარე გამოცემა აერთიანებს ზემოაღნიშნული ორი საერთაშორისო ფორმატის, ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილ მოხსენებებს, აგრეთვე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის დარგის პრაქტიკოსთა, მკვლევართა სამეცნიერო ნაშრომებს.

🔸სამეცნიერო ჟურნალის მიზანია, მონაცემთა დაცვის საკითხების სამართლებრივი ანალიზი და საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა. ასევე, საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესის ხელშეწყობა და დარგობრივი კვლევის შედეგების გაზიარება მონაცემთა დაცვისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების თემატიკით დაინტერესებული პირებისთვის.

👉იხილეთ ჟურნალი სრულად:https://journal.pdps.ge/doc/%E1%83%9F%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%201-2%20(2025)%20%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98.pdf

10/12/2025

გილოცავთ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს!

გიზიარებთ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის 2024–2025 წლების გადაწყვეტილებების კრებულს, რომელიც საქართველოს საზედამხედველო ორგანოს უახლესი პრაქტიკის ერთგვარ შეჯამებას წარმოადგენს.

,,პრეცედენტული გადაწყვეტილებების კრებული მოიცავს სამსახურის სამართლებრივ არგუმენტაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე და 2023 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმების თუ ახალი სამართლებრივი ინსტიტუტების ანალიზს. პრეცედენტული პრაქტიკის გაზიარებით სამსახური მიზნად ისახავს, უზრუნველყოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის ეფექტიანი აღსრულება და მონაცემთა სუბიექტების უფლებების სათანადო დაცვა.

გადაწყვეტილებების კრებული ასევე წარმოადგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესახებ სამსახურის საერთო ხედვასა და ღირებულებებს. მასში დეტალურად არის განხილული საზედამხედველო ორგანოს ბოლოდროინდელი პრაქტიკა. გადაწყვეტილებების თანმიმდევრულობისა და სამართლებრივი მსჯელობის განვითარების მაგალითზე, მკითხველს შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის აქტუალურ ტენდენციებს და სამსახურის სამართლებრივ შეფასებებს საჯარო, კერძო და სამართალდამცავ სექტორში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესებთან დაკავშირებით. კრებული განკუთვნილია ფართო საზოგადოებისათვის. " - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი.

ვრცლად 👉 https://shorturl.at/E6alp

08/12/2025

📃 გიზიარებთ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების მეთოდოლოგიას!

📌 წინამდებარე ინსტრუქცია ეფუძნება ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების წესთან დაკავშირებით ეროვნულ კანონმდებლობას, სასამართლო პრაქტიკას, ასევე ევროპული სამართლის კვლევას და განსაზღვრავს სახდელის სწორად შერჩევისა თუ მისგან გათავისუფლებისას გასათვალისწინებელ ძირითად საკითხებს.

✔ აღნიშნული სახელმძღვანელო ინსტრუქციის არსებობა უზრუნველყოფს გადაწყვეტილებების პროპორციულობას, სამართლიანობას და თანმიმდევრულობას.

🎯სახდელის დადებასთან დაკავშირებით სახელმძღვანელო მეთოდოლოგიის განსაზღვრა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალი საკანონმდებლო რეგულაციების პრაქტიკაში ეფექტიან და ერთგვაროვან იმპლემენტაციას.

👉🏻https://pdps.ge/files/content/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%90_1765177199.pdf

04/12/2025

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური გიზიარებთ სახელმძღვანელო რეკომენდაციას მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლების შესახებ.

მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება მონაცემთა სუბიექტის მნიშვნელოვანი უფლებაა, რომლის შინაარსს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლი აყალიბებს. ევროკავშირის „მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციის“ მე-16 მუხლის თანახმად, მონაცემთა სუბიექტს აქვს უფლება, მოითხოვოს მის შესახებ მცდარი/არაზუსტი მონაცემების დაუყოვნებლივ გასწორება. მონაცემთა დამუშავების მიზნების გათვალისწინებით, მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, მოითხოვოს არასრული მონაცემების შევსება, მათ შორის, დამატებითი დოკუმენტის წარდგენის გზით.

სახელმძღვანელო რეკომენდაცია მიზნად ისახავს მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლების არსისა და საკანონმდებლო მოთხოვნების პრაქტიკულ ახსნას მონაცემთა სუბიექტების, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირებისა და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირებისთვის.

ვრცლად 👉 https://shorturl.at/HZn6a

27/11/2025

🔸წარმოგიდგენთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სპეციალურ ანგარიშს საჯარო დაწესებულებების მიერ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებული პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვის ვალდებულების შესრულების მდგომარეობის შესახებ.

🔸„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით არსებითად შეიცვალა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მომწესრიგებელი ნორმები, მიდგომები და სტანდარტები. კანონმდებელმა, ერთი მხრივ, დააკონკრეტა საკითხები, რომლებიც საქართველოს პარლამენტის მიერ 2011 წლის 28 დეკემბერს მიღებული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების ფარგლებში წარმოშობდა პრაქტიკულ პრობლემებს, ხოლო, მეორე მხრივ, მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირებს დაუდგინა ახალი მოთხოვნები და გააუქმა გარკვეული სახის ვალდებულებები.

🔸აღნიშნული დოკუმენტის შემუშავების მიზანია გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების უზრუნველყოფა, რომელთა დაცვა მონაცემთა დამუშავების მიზნების, საფუძვლების, მონაცემთა დასაცავად მიღებული უსაფრთხოების ზომების ადეკვატურობისა და მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული სხვა საკანონმდებლო ვალდებულებების შესრულების იდენტიფიცირების საუკეთესო საშუალებაა.

🔸სპეციალურ ანგარიშში ასახულია ძირითადი ღონისძიებები, რაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა საჯარო სექტორისთვის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებული გამოწვევების იდენტიფიცირებისა და პრაქტიკაში მისი ეფექტიანად დანერგვის ხელშეწყობის მიზნით განახორციელა.

ვრცლად 👉 https://shorturl.at/4LnOz

Photos from პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური • Personal Data Protection Service's post 14/11/2025

✨👩‍🏫პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, პროექტის „კონფიდენციალურობის გაკვეთილები“ ფარგლებში, თბილისის, ბათუმის, ნაბეღლავის, ფოთის, ახალციხისა და ხაშურის სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრები გამართა.

📚2025 წლის სექტემბრიდან დღემდე სამსახურის წარმომადგენლებმა საჯარო და კერძო სკოლების 6️⃣0️⃣0️⃣-მდე მოსწავლეს გაუზიარეს ინფორმაცია პირადი მონაცემების დაცვის მნიშვნელობასა და უსაფრთხოების ძირითად წესებზე.

🏫👥სამსახური სკოლის მოსწავლეებს ჩვენს ოფისებში მასპინძლობს (📍თბილისი, 📍ბათუმი), ხოლო დაინტერესებულ სკოლებს რეგიონებში თავად სტუმრობს. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს სამსახურის მიერ მომზადებული შემეცნებით-გასართობი საინფორმაციო გაზეთები გადაეცემათ.

ℹ️შეხვედრების ფარგლებში მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს მონაცემთა დაცვის მნიშვნელობისა და მათი უფლებების შესახებ. გაეცნენ მონაცემთა უკანონოდ დამუშავების რისკებს, ინტერნეტ უსაფრთხოების წესებს, მონაცემთა დაცვის კულტურის მნიშვნელობასა და სამსახურის როლს ამ პროცესში.

🎯პროექტის მიზანია პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ არასრულწლოვანთა ცნობიერების ამაღლება. ,,კონფიდენციალურობის გაკვეთილებზე’’ VI-XII კლასების მოსწავლეები ინფორმაციას იღებენ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობის შესახებ და აფასებენ რისკებს, რაც მონაცემთა უკანონო ან დაუფიქრებელ გამჟღავნებას შესაძლოა მოყვეს.

Photos from პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური • Personal Data Protection Service's post 07/11/2025

🤩პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში ეროვნული შეჯიბრის მეოთხედფინალი ჩატარდა.

🎓მეოთხედფინალში 4-4 მონაწილისგან დაკომპლექტებული 8 გუნდი იღებდა მონაწილეობას. სტუდენტებმა იმუშავეს კაზუსზე და 6 საათიან ვადაში მოამზადეს საბოლოო გადაწყვეტილება.

🔎მეოთხედფინალის შემდეგ ოთხი საუკეთესო გუნდი გამოვლინდება, ფინალში კი ორი გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

❗ გამარჯვებული გუნდის ოთხივე წევრი მონაცვლეობით გაივლის სამთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში, ქ. თბილისში.

🏫აღსანიშნავია, რომ შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 108 სტუდენტისგან შემდგარი 27 გუნდი დარეგისტრირდა.

🎯პროექტის მიზანია სტუდენტებში ცნობიერების ამაღლება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის, მონაცემთა დაცვის მნიშვნელობისა და სამსახურის საქმიანობის შესახებ.

🛡️პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში ეროვნული შეჯიბრი სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით ყოველწლიურად ჩატარდება.

Photos from პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური • Personal Data Protection Service's post 06/11/2025

🤖⁉️ გაგიზიარებიათ ხელოვნურ ინტელექტთან თქვენი 🏫 სასწავლო, 💼 სამსახურებრივი ან 🩻 ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია?

✔️⁉️ მიგიციათ თანხმობა თქვენს პირად მონაცემებზე წვდომისთვის?

📄⁉️და რამდენჯერ გაცნობიხართ კონფიდენციალურობის პოლიტიკას, სანამ ამ ნაბიჯებს გადადგამდით?

📢 ამ კამპანიის ფარგლებში გაიგებთ, როგორ დაიცვათ თქვენი პირადი მონაცემები და უფლებები AI-ის ეპოქაში.

🤖💡იყავი გონიერი ხელოვნურ ინტელექტთან!

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


ვაჩნაძის ქ N° 7
Tbilisi
0105

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00