Forest Academy - ტყის აკადემია

Forest Academy - ტყის აკადემია

Share

ტყის აკადემია - ბუნების ახალგაზრდა მკვლევარების აღზრდა.
#outdooreducation
#youngexplorers
#Woodlandgarden
#Naturelovers
სადაც იქმნება მოგონებები! 🍀🌲🌳🌿☘️

🍀ბუნებასთან მჭიდრო კავშირი აბედნიერებს და აფერადებს თქვენი პატარების განვითარების პროცესს!

დაუმეგობრეთ თქვენი პატარები ბუნებას!🍀

25/09/2025

🌧️🌲 ცუდი ამინდი არ არსებობს!

წვიმა, ნისლი თუ ქარი - ეს ყველაფერი უბრალოდ ბუნების სხვა მხარეა, რომელიც ჩვენი თავგადასავლებისთვის იდეალურია💚

ტყის აკადემიაში ვსწავლობთ, რომ წვიმიან ამინდშიც გასვლა შეიძლება სავსე იყოს მხიარულებით: ტალახში ხტუნვა, წვეთების ხმა ფოთლებზე და სუფთა ჰაერი - ერთად ყველაფერი გვანიჭებს ბედნიერებას 🌿

მიიყვანეთ თქვენი ბავშვები ტყის აკადემიაში, მოიმარჯვონ რეზინის ჩექმები და უსაფრთხოდ, მხიარულ გარემოში გაატარონ დრო ბუნებაში - გპირდებით, წვიმაც კი მათთვის ნამდვილი თავგადასავალი იქნება! 🌧️👣

📅 მიმდინარეობს რეგისტრაცია 27 სექტემბრის ჯგუფში!

Photos from Forest Academy - ტყის აკადემია's post 17/09/2025

🌳 ტყის აკადემია 3 - 6 წლის ბავშვებისთვის! 🌳

ტყის აკადემია ბავშვებს სთავაზობს გარე სივრცეში სწავლას, თამაშსა და შემოქმედებით თავგადასავლებს სკანდინავიური მეთოდით, რომელიც სწავლას ბუნების სიყვარულთან, დამოუკიდებლობასთან და კრეატიულობასთან აერთიანებს 🌲✨

📅 თარიღები: 27 სექტემბერი / 28 სექტემბერი
🕛 დრო: 12:00 - 16:00
📍 ადგილმდებარეობა: ვაკის პარკის მიმდებარე ტყის ზონა
💵 ღირებულება: 50₾ ერთჯერადი ვიზიტი

🎯 რას ვაკეთებთ ერთად?

🎭 ტყის თეატრი - ზღაპრების კითხვა და მათი გმირების გაცოცხლება

🔥 ტყის კულინარია - კოცონთან ერთად პატარა გასტრონომიული თავგადასავლები

🧠 ემოციური ინტელექტი - ფსიქოლოგთან შეხვედრები და კომუნიკაციის თამაშები

⚽ გართობა და ფიზიკური აქტივობები - დილის ვარჯიში, მხიარული სტარტები, ბურთით თამაშები და სხვა სპორტული აქტივობები

🍃 ბუნების კვლევა - ფოთლების შეგროვება, მიკროსკოპით დაკვირვება, ბუნების ანაბეჭდები

🎨 შემოქმედებითი სამუშაოები - ხატვა, აპლიკაციები, ფერადი ცარცები,თიხის ვორქშოფი, ხელნაკეთი ნივთების დამზადება

🌲 სათავგადასავლო ბილიკი - სეირნობა ტყეში, გარემოს შესწავლა და ფიზიკური აქტივობები

🧺 პიკნიკი ბავშვებთან ერთად - სასაცილო და გემრიელი პაუზა შუაგულ ტყეში

ტყის აკადემია - ადგილი, სადაც ბავშვები სწავლობენ ბუნებასთან სიახლოვეს, იზრდებიან შემოქმედებითად და მხიარულდ თანატოლებთან ერთად! 💚

მიმდინარეობს მომდევნო ჯგუფების შევსება:

📞 ტელეფონი : 591 100 065

📩 ელ. ფოსტა: [email protected]

ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში.

07/09/2025

დღე წვიმით დაიწყო, თუმცა ამ ფაქტმა კიდევ უფრო განსაკუთრებული გახადა ჩვენი შეხვედრა "ტყის აკადემიაში". წვიმის შემდეგ ღრუბლებმა გზა მზეს დაუთმეს და თავგადასავლებით სავსე დღეც დაიწყო!

სიცილი, მეგობრობა და ბუნებასთან ახლო ურთიერთობა ჩვენი დღის განუყოფელი ნაწილი იყო.

გულწრფელი მადლობა თითოეულ ბავშვს, ვინც დღეს ჩვენთან ერთად იყო — თქვენი მონაწილეობით დღე ნამდვილად მშვენიერი და დასამახსოვრებელი მომენტებით იყო სავსე.

📩 მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ:
📞 591100065
[email protected]

06/09/2025

ხვალ ტყის აკადემიის პატარა ბინადრებს განსაკუთრებული დღე ელით — ბუნებაში, მწვანე სივრცეში გვექნება თიხის ვორქშოფი!

👐 ბავშვები საკუთარ ხელით მოზელენ თიხას, გამოძერწავენ ტყის თემატიკის ფიგურებს — იქნებიან შემოქმედები, აღმოჩენის პროცესში და, რაც მთავარია, ბუნებასთან ჰარმონიაში.

🌱 რატომ არის თიხასთან თამაში მნიშვნელოვანი ბავშვისთვის?

✔️ ავითარებს წვრილ მოტორიკას და კოორდინაციას
✔️ ხელს უწყობს ემოციური დაძაბულობის განმუხტვას
✔️ აძლიერებს შემოქმედებით აზროვნებას
✔️ ეხმარება ბავშვს თავის გამოხატვაში და თვითშეფასების ამაღლებაში.

📩 მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ:
📞 591100065
[email protected]

05/09/2025

„ბავშვებს ბუნებასთან კავშირი სჭირდებათ – ეს მათ სამყაროს სიყვარულს ასწავლის.“

📩 მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ:
📞 591100065
[email protected]

04/09/2025

🌳🍂 ბუნება ბავშვებისთვის ერთდროულად არის თამაშიც, სწავლაც და ნამდვილი თავგადასავალიც.

სწორედ მშობლებმა იცით ყველაზე კარგად რა ახარებთ, აღაფრთოვანებთ და აოცებთ თქვენს პატარებს.

🧡 ამიტომ გვინდა თქვენი მოსმენა — გაგვიზიარეთ, როგორ ატარებთ დროს ბავშვებთან ერთად ბუნებაში:

📸 საყვარელი ფოტოები, 🎨 გასართობი და შემოქმედებითი აქტივობები, 🐾 პატარა თუ დიდი თავგადასავლები — ყველაფერი გვაინტერესებს!

რას სწავლობენ, რით ერთობიან და რაზე იცინიან თქვენი პატარები მაშინ, როცა ბუნებასთან ახლოს არიან?

💬 მოგვწერეთ კომენტარში — იქნებ თქვენი იდეა იყოს შთაგონება ჩვენი შემდეგი შეხვედრებისთვის!

#ტყისაკადემია # ბუნებაშითამაშისდრო

04/09/2025

🍁 September is here —

🌟 A new season begins... Hello, September!

ერთად შევიგრძნოთ შემოდგომის სილამაზე !!! 🍁🍂🍃

03/09/2025

🌱 ჩვენი შვილები ბუნებაში სულ უფრო ცოტ დროს ატარებენ 🥀
უპირატესობას კი კომპიუტერის, ტელევიზორისა თუ პლანშეტის წინ ჯდომას ანიჭებენ. 📱🤳📺

📊 უკანასკნელი კვლევები აჩვენებს, რომ ბავშვები ეკრანებთან საშუალოდ 5 საათს ატარებენ, ხოლო ბუნებრივ გარემოში მხოლოდ 4–7 წუთს. 🍀
ეს საგანგაშო სტატისტიკა ბავშვების რეალური, ორგანული სამყაროსგან მოწყვეტას ცხადყოფს, რაც სერიოზულად აზიანებს მათ ფსიქიკას, ემოციებსა და განვითარებას.

👨‍👩‍👧 მშობლების მთავარი პასუხისმგებლობაა, ბავშვებმა მეტი დრო გაატარონ ნამდვილი სამყაროს აღმოჩენაში და არა ეკრანებში.

🌲 სწორედ ამიტომ არსებობს „ტყის აკადემია“ — საბავშვო ბაღი და შაბათ-კვირის სასწავლო პროგრამა, სადაც ბავშვები ბუნებაში თამაშით, კვლევით და შემოქმედებით ივითარებენ თავიანთ უნარებს.

✨ აჩუქეთ ყველაზე ძვირფასი ბავშვობა ბუნებაში. 🌿

03/09/2025

🧚‍♂️🧚🧚‍♀️ გელოდებით ტყის აკადემიაში !

📩 მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ:
📞 591100065
[email protected]

20/08/2025

🌈1 დღე ბუნებაში = 1000 კადრს მეხსიერებაში !🌈

🦋რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ Messenger-ში ან მეილზე.🦋
📧 [email protected]
📞 599 222 545

🌺სიამოვნებით გიპასუხებთ ყველა კითხვაზე🌺

17/08/2025

🌿 ტყის აკადემია იწყება! 🌿

ბავშვებისთვის შაბათ-კვირის ბაღი ბუნებაში - სავსე შემოქმედებითი, გასართობი და საგანმანათლებლო აქტივობებით!

📅 ვიწყებთ: 6 სექტემბერს
🕛 დრო: 12:00–16:00
📍 ადგილი: ტყე ( ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორია)

🎯 რას ვაკეთებთ?

ბავშვებს ელოდებათ განსხვავებული და თავგადასავლებით სავსე აქტივობები! 🌿✨

🔹 თვეში ერთი დღე დაეთმობა ფსიქოლოგთან შეხვედრას — ემოციური ინტელექტის განვითარებისთვის 🧠
🔹 "ტყის თეატრი" – ზღაპრების კითხვა და სპექტაკლად გაცოცხლება, სპეციალურად შექმნილი გმირებით 🎭
🔹 "ტყის კულინარია" – დიდი კარვის გაშლა, ცეცხლის დანთება და ბუნებაში კულინარიული თავგადასავალი 🔥🏕️
🔹 მეტყველების სავარჯიშოები 🗣️
🔹 დილის ვარჯიში – დღის ენერგიული დასაწყისი.
🔹 შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტივობები.
🔹 ბუნებაზე დაკვირვება მიკროსკოპით, ფოთლების შეგროვება და ანაბეჭდების შექმნა 🍃
🔹ხატვა, აპლიკაციები, ფერადი ცარცებით თამაში
🔹 ფიზიკური აქტივობები – ბურთით, მხიარული სტარტები. ⚽️
🔹სათავგადასავლო ბილიკი" – სეირნობა ტყეში და გარემოს შესწავლა 🌲
🔹პიკნიკის დაგეგმვა ბავშვებთან ერთად 🧺
მხიარულად ვისწავლით წესრიგსა და სისუფთავეს ბუნებაში 💚

📩 მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ:

📞 599 222 545
[email protected]

გელით ბუნებაში — სადაც ბავშვები სწავლობენ, თამაშობენ და იზრდებიან თავისუფალ გარემოში!

#ტყისაკადემია
#ბუნებაშიბავშვებთან
#ბავშვებისგანვითარება
#სწავლაობუნებაში
#შაბათკვირისბაღი

20/03/2025

📌ჩვენ გთავაზობთ შაბათ-კვირის ბაღს სუფთა ჰაერზე 🌳 მეგობრებთან ერთად👫 მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით ☎️ 591100065 #ტყისაკადემია #გაჯეტებისგანშორს #შაბათკვირისბაღი

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Website

Address


Vake Park
Tbilisi
0179