11/02/2025
🔬 11 თებერვალი – ქალებისა და გოგოების საერთაშორისო დღეა მეცნიერებაში!
📌 STEM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა) სფეროებში ქალების ჩართულობა გადამწყვეტია ინოვაციისა და პროგრესისთვის, მაგრამ სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა:
📊 ტექნოლოგიურ სექტორში დასაქმებულთა მხოლოდ 20%-ია ქალი
📊 უმაღლეს განათლებაში სტუდენტთა 38.6% ქალია საბაკალავრო პროგრამებზე, 43.4% – სამაგისტროზე, ხოლო პროფესიულ განათლებაში –20.6%
👩🔬 ქალების უფრო აქტიური ჩართულობა მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში ნიშნავს ძლიერ ეკონომიკასა და საზოგადოებას!
📌 მოვუსმინოთ, გავაძლიეროთ და მხარი დავუჭიროთ მომავალ მეცნიერ ქალებს!
28/11/2024
➡️ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. სახელმწიფო წლების განმავლობაში ახორციელებდა საკანონმდებლო რეფორმებს, რათა გაეძლიერებინა ძალადობის პრევენცია და მსხვერპლთა მხარდაჭერა:
✔️ 2012 - ოჯახში ძალადობის სისხლის სამართლის დანაშაულად გარდაქმნა;
✔️ 2014 - დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის დამტკიცება;
✔️ 2017 - ე.წ. სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება;
✔️ 2022 - ძალადობის მსხვერპლთა კომპენსაციის წესის დამტკიცება;
✔️ 2022 - გენდერული თანასწორობის კონცეფციის შექმნა;
✔️ 2023 - ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციის დამტკიცება;
✔️ 2023 - თავშესაფრებითა და კრიზისული ცენტრებით მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება;
➡️ სოლიდარობა - ძალაა ძალადობის წინააღმდეგ
27/11/2024
🟣მსოფლიოში, ყოველ 10 წუთში ერთი ქალი ძალადობის მსხვერპლი ხდება.
🟣2023 წელს გენდერული ძალადობის მაჩვენებელმა გლობალურად საგანგაშო ნიშნულს მიაღწია:
• ქალების 1/3-ს ძალადობა საკუთარ თავზე გამოუცდია
• ქალთა მკვლელობების 55% ჩადენილია პარტნიორების ან ოჯახის წევრების მიერ
👉 ვუთხრათ არა ძალადობას
👉 დავეხმაროთ ძალადობაგამოვლილ ქალებს და გამოვუცხადოთ სოლიდარობა მათ
👉 ავამაღლოთ ცნობიერება
09/11/2024
🟣 ჩვენმა საბჭომ ბუღალტერთა კავშირთან ერთად ბუღალტერთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა.
🟣 საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანმა, ქალების ეკონომიკური გაძლიერების კუთხით, პარლამენტის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.
🟣 ღონისძიებაში, რომელსაც ბუღალტერთა კავშირის პრეზიდენტი ტატა ბერიძე მოდერატორობდა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე მონაწილეობდნენ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა გენდერული საბჭოს წევრი გრეტა წიწავა.
🟣 ღონისძიების მსვლელობისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალების მნიშვნელოვან როლს ფინანსურ სექტორში. მხარეებმა ისაუბრეს წარმატების მიღწევის გზებზე, გამოწვევებზე და შესაძლებლობებზე.
15/10/2024
🟣 15 ოქტომბერი სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეა.
🟣 2022 წლიდან, გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით და უშუალოდ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დაიწყო საპილოტე პროგრამის განხორციელება ქალებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სოფლად მცხოვრებ ქალთა ჩართულობას ეკონომიკურ საქმიანობაში.
🟣 პროგრამა ახალი სასათბურე მეურნეობების მოსაწყობად პოტენციური ქალი ბენეფიციარების ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას ითვალისწინებს. 2022-2023 წლებში პროგრამის ფარგლებში ჯამში 38-მა ბენეფიციარმა მიიღო თანადაფინანსება.
11/10/2024
📣 11 ოქტომბერი გოგოების საერთაშორისო დღეა. 2024 წლის თემაა - “გოგოების ხედვა მომავლის შესახებ!”
07/10/2024
📍 ჩვენი საბჭო წელსაც უერთდება ვარდისფერი ოქტომბრის ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვის აღნიშვნას!
🖇 ძუძუს კიბო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა და ქალებში ონკოლოგიურ დაავადებებს შორის იგი პირველ ადგილზეა.
📍 1997 წლიდან მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში არსებული სამედიცინო ორგანიზაციები და ადამიანები ერთიანდებიან საერთო მიზნის გარშემო, ცნობიერების ამაღლებით დაამარცხონ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული სიმსივნე.
19/09/2024
❗️უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა. კესარია ნამდვილად იყო თავისუფლებისა და სიძლიერის სიმბოლო.
შსს-მ ცხელ კვალზე გახსნა დანაშაული, დააკავა მკვლელობაში ეჭვმიტანილი, რომელიც სავარაუდოდ მისი პარტნიორია.
საბჭო ყოველთვის განსაკუთრებულ ხაზს უსვამდა შესაბამისი სტრუქტურების ვალდებულებას, მსგავსი უმძიმესი შემთხვევები დროულად იყოს გამოძიებული და მოყვეს შესაბამისი რეაგირება.
საბჭო კიდევ ერთხელ მკაცრად გმობს ქალთა მიმართ ჩადენილ ნებისმიერი ფორმის დანაშაულს.
ვიზიარებთ ტრაგედიას და ვუსამძიმრებთ კესარია აბრამიძის ოჯახსა და ახლობლებს.
06/09/2024
🟣 პარაძიუდოისტი ინა ქალდანი ბრინჯაოს მედალოსანია! 🇬🇪
🟣 ინა ტოკიოს პარალიმპიური თამაშების ვიცე ჩემპიონიც გახლდათ🇬🇪
04/09/2024
📣 ნინა თიბილაშვილი პარიზის პარალიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანია! 🇬🇪
ნინა პირველი პარაათლეტია, რომელსაც მედალი ორ პარალიმპიადაზე (ტოკიოსა და პარიზის) აქვს მოპოვებული 🇬🇪