აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის სამინისტრო

Share

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

Photos from აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის სამინისტრო's post 01/06/2026

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და სამედიცინო ცენტრი „აფხაზეთი“-ს ინიციატივით, ზუგდიდში, აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის უფასო სამედიცინო კონსულტაციები გაიმართა.

კლინიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე იმყოფებოდა, რომელიც აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ბესიკ კუსიდისთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილე ნინო ვიბლიანთან და სამედიცინო ცენტრ „აფხაზეთის“ გენერალურ დირექტორ ნათია ფარცვანიასთან ერთად პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო და დევნილ მოზარდებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

სამედიცინო აქციაში ქვეყნის წამყვანი ექიმები ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, პედიატრი და ბავშვთა პულმონოლოგი ივანე ჩხაიძე, პედიატრი თემურ მიქელაძე, ტრავმატოლოგ-ორთოპედი ბიძინა კანაშვილი, ენდოკრინოლოგი ირაკლი ფაღავა, ნევროლოგი გვანცა არველაძე, პედიატრი ჯაბა ყიფიანი, ორთოპედ- ტრავმატოლოგი მერაბ ვარძუკაშვილი, უროლოგი პაატა გიორგაძე, ოტორინოლარინგოლოგი ვაჟა ქათამაძე, გასტროენტეროლოგი დავით მახათაძე, ოფთალმოლოგი ქეთი ოქრუაშვილი და ყბა-სახის ქირურგი ნათია ცერცვაძე მონაწილეობდნენ, რომლებმაც აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს უფასო კონსულტაციები გაუწიეს.

დევნილი მოზარდებისთვის უფასო სამედიცინო კონსულტაციები, ქვეყნის წამყვან ექიმ სპეციალისტებთან ერთად, საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიმართება.

01/06/2026
Photos from აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის სამინისტრო's post 25/05/2026

📢 ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სამედიცინო ცენტრი „აფხაზეთი“-ს ინიციატივით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 30 მაისს ზუგდიდში გაიმართება უფასო სამედიცინო აქცია აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის.

👨‍⚕️👩‍⚕️ „ქვეყნის წამყვანი ექიმები ერთ სივრცეში“ — ამ გზავნილით, სამედიცინო ცენტრი „აფხაზეთი“-ს ზუგდიდის ფილიალში აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს უფასო კონსულტაციებს გაუწევენ სხვადასხვა მიმართულების წამყვანი ექიმ-სპეციალისტები:

🔹 ბიძინა კულუმბეგოვი — ალერგოლოგი
🔹 ივანე ჩხაიძე — პედიატრი / ბავშვთა პულმონოლოგი
🔹 თემურ მიქელაძე- პედიატრი
🔹 ირაკლი ფაღავა - ენდოკრინოლოგი
🔹 გვანცა არველაძე — ნევროლოგი
🔹 ჯაბა ყიფიანი — პედიატრი
🔹 ნინო დიხამინჯია— ნევროლოგი
🔹 მერაბ ვარძუკაშვილი — ორთოპედ / ტრავმატოლოგი
🔹 პაატა გიორგაძე — უროლოგი
🔹 ვაჟა ქათამაძე — ოტორინოლარინგოლოგი
🔹 დავით მახათაძე — გასტროენტეროლოგი
🔹 ქეთი ოქრუაშვილი— ოფთალმოლოგი
🔹 ნათია ცერცვაძე — ყბა-სახის ქირურგი

📍 ადგილი: სამედიცინო ცენტრი „აფხაზეთი“, ზუგდიდის ფილიალი
ქ. ზუგდიდი, გამსახურდიას I შესახვევი #2

📅 თარიღი: 30 მაისი

📞 ვიზიტზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით:
+995 593 191 957

#ჩვენერთადერთმანეთისთვის

Photos from Government of the A/R of Abkhazia - აფხაზეთის ა/რ მთავრობა's post 22/05/2026
22/05/2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აგრძელებს აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანთა მხარდაჭერას.

ქვეპროგრამის ბენეფიციარები არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედებების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ვეტერანები.

ქვეპროგრამა ითვალისწინებს: • საკურორტო-სარეაბილიტაციო მომსახურებას
• სასტუმროთი უზრუნველყოფას
• ექიმ-რეაბილიტოლოგის კონსულტაციას

🌐 WWW.Portal.abkhazia.gov.ge
📞 ცხელი ხაზი — 143

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


ვაჟა-ფშაველას 16
Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00