01/06/2026
„საქართველოს მთავრობა პრიორიტეტს ანიჭებს ადგილობრივი გენერაციის, ახალი განახლებადი სიმძლავრეებისა და გადამცემი ინფრასტრუქტურის განვითარებას. ჩვენი ამოცანაა, 2036 წლისთვის ქვეყანა იყოს სრულად თვითკმარი, გაიზარდოს დადგმული სიმძლავრეები, განულდეს ელექტროენერგიის იმპორტი და გაფართოვდეს როგორც საექსპორტო, ისე სატრანზიტო შესაძლებლობები“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ინგა ფხალაძემ ბაქოში გამართულ ენერგეტიკულ ფორუმზე განაცხადა.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებასა და საქართველოს, როგორც საიმედო სატრანზიტო ჰაბის როლის განმტკიცებაზე. მისივე თქმით, ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა მხოლოდ რეგიონული თანამშრომლობითა და კოორდინირებული პარტნიორობით არის შესაძლებელი.
ვრცლად იხილეთ: https://www.economy.ge/?page
29/05/2026
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი ბიზნეს ლაუნჯი გახსნა. პროექტი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ საერთაშორისო კომპანია Visa-სთან თანამშრომლობით განახორციელა. ახალი სივრცე მგზავრებს საშუალებას მისცემს, გაფრენამდე დრო კომფორტულად გაატარონ და შესაბამისი სერვისებით ისარგებლონ.
ბიზნეს ლაუნჯის გახსნასთან ერთად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სწრაფი გავლის ( Fast Track) სერვისი ამოქმედდა, რომელიც შეამცირებს ლოდინის დროს უსაფრთხოების შემოწმებისა და პასპორტ-კონტროლის გავლისას, რაც პიკის საათებში მგზავრთა ნაკადის მართვას გააუმჯობესებს.
"ყოველწლიურად ვამატებთ ახალ სერვისებს იმისთვის, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იყოს ბევრად უფრო კომფორტული და კონკურენცია გაუწიოს რეგიონში არსებულ სხვა აეროპორტებს" -აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
ვრცლად იხილეთ: https://www.economy.ge/index.php?page=news&nw=3100
29/05/2026
მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია გრძელდება - აპრილის თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 6.2% შეადგინა, ხოლო იანვარ-აპრილის საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 8.3%-ს გაუტოლდა
2026 წლის აპრილის ეკონომიკური ზრდა საკმაოდ დივერსიფიცირებულია და მასში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა დამამუშავებელი მრეწველობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, განათლების, ჯანდაცვის, ვაჭრობისა და საფინანსო-სადაზღვევო სექტორებმა.
ვრცლად იხილეთ: https://www.economy.ge/?page=news&nw=3099
28/05/2026
ინგა ფხალაძემ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ხელმძღვანელობით გამართულ პრეზენტაციაზე საქართველოს მდგრადი განვითარების პროცესში სამართლიანი და ინკლუზიური ენერგეტიკული ტრანზიციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ანგარიშის პრეზენტაცია გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) ხელმძღვანელობით გაიმართა. საუბარი შედგა ანგარიშის ძირითად მიგნებებზე, დასკვნებსა და რეკომენდაციებზე, რომლებიც საქართველოს პოლიტიკის, ინსტიტუციური გარემოსა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სიღრმისეულ ანალიზს ეფუძნება.
მონაწილეების მხრიდან ხაზი გაესვა ღონისძიების, როგორც მნიშვნელოვანი პლატფორმის როლს დიალოგისთვის, რომლის ფარგლებშიც შედგა საქართველოსთვის სამართლიანი ენერგეტიკული ტრანზიციის პრიორიტეტების, არსებული გამოწვევების და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.
ვრცლად იხილეთ: https://www.economy.ge/index.php?page=news&nw=3098
27/05/2026
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვისა და სტრატეგიული თანამშრომლობის აღდგენის მიმართულებით მზაობა გამოთქვა.
მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის, ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და ენერგეტიკის მიმართულებით.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის ფარგლებში საქართველოს როლის გაძლიერებას და რეგიონული დაკავშირებადობის ზრდას. ასევე, აღინიშნა ამერიკის მაღალი ინტერესი შუა დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებით. აქცენტი გაკეთდა ამერიკულ ინვესტიციებზე საქართველოში, მათ შორის, ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის (PACE) გაფართოების პროექტზე, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მხარდაჭერით ხორციელდება.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის არსებული დინამიკა და აღნიშნეს, რომ დიალოგის არსებობა პოზიტიურად აისახება ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის აღდგენის პროცესზე.
27/05/2026
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ინგა ფხალაძე გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) რეგიონულ მრჩეველს, ოლეგ ძიუბინსკის შეხვდა. მხარეებმა მიმდინარე ენერგეტიკული პროექტები და ქვეყანაში განახლებადი ენერგიის ათვისების შესაძლებლობები განიხილეს.
მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ენერგეტიკული პროექტების, მათ შორის, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელისა და მწვანე ენერგეტიკული დერეფნის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ.
როგორც ინგა ფხალაძემ აღნიშნა, ენერგეტიკულ პროექტებში სამართლიანი ტრანზიციის პრინციპების ინტეგრაცია მნიშვნელოვანია და სახელმწიფო უკვე მუშაობს ამ მიმართულებით შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავებისთვის.
ვრცლად იხილეთ: https://www.economy.ge/?page=news&nw=3096