Apostolic Nunciature in Georgia

Directions Website Contact the organization

Apostolic Nunciature in Georgia The Apostolic Nunciature ("Vatican Embassy") in Georgia

The Apostolic Nunciature in Georgia, with great joy, congratulates His Holiness and Beatitude SHIO III on his election a...
12/05/2026

The Apostolic Nunciature in Georgia, with great joy, congratulates His Holiness and Beatitude SHIO III on his election as Catholicos-Patriarch of All Georgia and for the new spiritual leadership.

The Apostolic Nuncio and Dean of the Diplomatic Corps, Archbishop Ante Jozić, sent an official congratulatory letter to the newly elected Patriarch. The letter highlights that this important new ministry occurs as the Georgian Orthodox Church and the Georgian people celebrate 1700 years of a Christian state, with traditional values that continue to inspire new generations.

The Archbishop prays for God's blessing and asks the Holy Spirit to grant the Patriarch wisdom and strength to establish cordial friendship and fraternal dialogue with all institutions, including our Churches in Georgia.

🕊️ 🇻🇦 🇬🇪

წმიდა საყდრის სადესპანო (ვატიკანის საელჩო) საქართველოში დიდი სიხარულით ულოცავს უწმინდესსა და უნეტარესს, შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევასა და სულიერ წინამძღოლობას.

ნუნციუსმა და დიპლომატიური კორპუსის დუაიენმა, მთავარეპისკოპოსმა ანტე იოზიჩმა ახლადარჩეულ პატრიარქს ოფიციალური მისალოცი წერილი გაუგზავნა. წერილში ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა ემთხვევა საქართველოს, როგორც ქრისტიანული სახელმწიფოს 1700 წლის იუბილეს, რომლის ტრადიციული ღირებულებები კვლავაც შთააგონებს ახალ თაობებს. მთავარეპისკოპოსი ითხოვს უფლის კურთხევას, რათა სულიწმიდამ მიანიჭოს პატრიარქს სიბრძნე და ძალა მეგობრობისა და ძმური დიალოგის გასაღრმავებლად ყველა ინსტიტუტთან, მათ შორის ეკლესიებთან, რათა ქართულმა საზოგადოებამ იყვავილოს და იყოს სახარების მოწმე.
🕊️ 🇻🇦 🇬🇪

08/05/2026
დიპლომატიური კორპუსის დუაიენმა, წმიდა საყდრის დესპანმა, მონსინიორ ანტე იოზიჩმა, კოლეგების სახელით პატივი მიაგო პატრიარქი...
21/03/2026

დიპლომატიური კორპუსის დუაიენმა, წმიდა საყდრის დესპანმა, მონსინიორ ანტე იოზიჩმა, კოლეგების სახელით პატივი მიაგო პატრიარქის ხსოვნას და ყვავილებით შეამკო მისი განსასვენებელი.

The Dean of the Diplomatic Corps, Apostolic Nuncio Msgr. Ante Jozić, on behalf of his colleagues, paid tribute to the memory of the Patriarch by laying flowers at his resting place.

პაპი ლეონ XIV - ის სამძიმარი, პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. მის მაღალ ყოვლადუსამღვდელოესობასსენაკისა და ჩხორ...
20/03/2026

პაპი ლეონ XIV - ის სამძიმარი, პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

მის მაღალ ყოვლადუსამღვდელოესობას
სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრეს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდს

დიდი გულისტკივილით შევიტყვე ცნობა მისი უწმიდესობის და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. გამოვთქვამ ჩემს გულწრფელ სამძიმარს და ვუდასტურებ თქვენს მაღალ ყოვლადუსამღვდელოესობას ჩემს ძმურ თანადგომას. თქვენი ერისათვის ამ მწუხარე ჟამს, გიერთდებით ლოცვაში და თქვენთან ერთად მადლიერებით ვიხსენებ მწყემსსა და მამას, რომელიც მრავალი წლის მანძილზე წინ მიგიძღოდათ სიკეთით, სიბრძნით და სახარებისეული ძლიერებით.
თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე, პატრიარქი ილია II გახლდათ ღვთისმოსავი მოწმე მკვდრეთით აღმდგარი უფლის რწმენისა. იგი თავისი მსახურებით გვერდში ედგა ქართველ ხალხს ძნელბედობისა და ძირეული ეპოქალური ცვლილებების პერიოდში, სიყვარულით მფარველობდა ტრადიციებსა და იმედით აღავსებდა ადამიანთა გულებს და მთელ საზოგადოებას.
მსურს განსაკუთრებით აღვნიშნო მისი სიყვარული მუსიკისადმი, რომელიც წარმოგვიჩენს უფლისეულ მშვენიერებას და რომელსაც ძალუძს გააერთიანოს ხალხები, დააახლოვოს ეკლესიები, მიუხედავად მათი კულტურული და თეოლოგიური განსხვავებებისა.
უამრავი ადამიანისთვის პატრიარქი ილია II იყო ხმა შერიგებისა, დაუღალავი შემოქმედი ერთობისა. იგი გულთბილი და ძმური სულისკვეთებით შეხვდა ჩემს ორ წინამორბედს - წმიდა იოანე პავლე მეორეს და პაპ ფრანცისკეს.
და ახლა, როცა უფალს ანდობთ ამ ერთგულ მსახურს, კვლავაც ჩაგვესმის პავლე მოციქულის სიტყვები, დასტურად იმისა, რომ იესოს აღდგომა ჩვენი რწმენის საფუძველი და იმედის წყაროა, რადგან, თუ იესო არ აღმდგარა, ჩვენი რწმენაც ფუჭი ყოფილა (შდრ, 1 კორ 15:14). ამიტომაც, მწყემსის სიკვდილმა გულები სასოწარკვეთით კი არა, იმის რწმენით უნდა აგვივსოს, რომ სიცოცხლე არ ჰქრება, არამედ გარდაიქმნება.
ამ გრძნობებით აღსავსე, ჩემს ძმურ სიახლოვეს ვუდასტურებ თქვენს მაღალ ყოვლადუსამღვდელოესობას, რომელსაც თანამოსაყდრეობის მძიმე ტვირთი აკისრია. დაე, უფალმა მოგმადლოთ სინათლე, სიბრძნე და ძალა, რათა თქვენც იმგვარივე მწყემსისეული სიყვარულით წარუძღვეთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, როგორითაც გარდაცვლილი პატრიარქი მიუძღოდა. შევთხოვ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, ნუგეშისა და სიყვარულის მოსასხამით დაიფაროს თქვენი მაღალი ყოვლადუსამღვდელოესობა, წმიდა სინოდი და მთელი ქართველი ერი.

ვატიკანიდან, 18 მარტი 2026

პაპი ლეონ XIV

წმიდა საყდრის სადესპანო საქართველოშითბილისი, 18 მარტი, 2026 წ.თქვენო მაღალო ყოვლადუსამღვდელოესობავ,ღრმა მწუხარებით შევიტ...
18/03/2026

წმიდა საყდრის სადესპანო საქართველოში
თბილისი, 18 მარტი, 2026 წ.
თქვენო მაღალო ყოვლადუსამღვდელოესობავ,
ღრმა მწუხარებით შევიტყვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. მისი გარდაცვალება მძიმე დანაკლისია არა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, არამედ მთელი ქართული საზოგადოებისთვის.
პატრიარქმა ილია II-მ, თავისი ნახევარსაუკონოვანი მოღვაწეობით განსაკუთრებული ამაგი დასდო ქართველი ერის ქრისტიანული რწმენის განმტკიცებასა და საეკლესიო სტრუქტურების განვითარებას, რამაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქართული საზოგადოების სულიერ ბურჯად აქცია.
არასოდეს დამავიწყდება ჩემი პირველი შეხვედრა მის უწმიდესობასთან და მუდამ ღრმა მოწიწებით დავაფასებ მის განსაკუთრებულ ღვაწლს საქართველოს ისტორიაში, მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში და ექვს პაპთან და წმინდა საყდართან მის მეგობრულ ურთიერთობებში.
თქვენო მაღალო ყოვლადუსამღვდელოესობავ, წმინდა მამის, პაპ ლეონ XIV-ის საქართველოში წარმომადგენლობის სახელით, კიდევ ერთხელ გულწრფელად ვუსამძიმრებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მთელ ქართველ ხალხს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო,
„საუკუნო განსასვენებელი დაუმკვიდრე, უფალო, და ამყოფე მარადიულ ნათელში“.
ლოცვითი ერთობით,
+ Ante Jozić
+ანტე იოზიჩი
წმიდა საყდრის დესპანი საქართველოში
მის მაღალ ყოვლადუსამღვდელოესობას
მიტროპოლიტ შიოს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსყდრეს სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტს

წმიდა საყდრის სადესპანო საქართველოში

თბილისი, 18 მარტი, 2026 წ.

თქვენო მაღალო ყოვლადუსამღვდელოესობავ,
ღრმა მწუხარებით შევიტყვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. მისი გარდაცვალება მძიმე დანაკლისია არა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, არამედ მთელი ქართული საზოგადოებისთვის.

პატრიარქმა ილია II-მ, თავისი ნახევარსაუკონოვანი მოღვაწეობით განსაკუთრებული ამაგი დასდო ქართველი ერის ქრისტიანული რწმენის განმტკიცებასა და საეკლესიო სტრუქტურების განვითარებას, რამაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქართული საზოგადოების სულიერ ბურჯად აქცია.

არასოდეს დამავიწყდება ჩემი პირველი შეხვედრა მის უწმიდესობასთან და მუდამ ღრმა მოწიწებით დავაფასებ მის განსაკუთრებულ ღვაწლს საქართველოს ისტორიაში, მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში და ექვს პაპთან და წმინდა საყდართან მის მეგობრულ ურთიერთობებში.

თქვენო მაღალო ყოვლადუსამღვდელოესობავ, წმინდა მამის, პაპ ლეონ XIV-ის საქართველოში წარმომადგენლობის სახელით, კიდევ ერთხელ გულწრფელად ვუსამძიმრებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მთელ ქართველ ხალხს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო,

„საუკუნო განსასვენებელი დაუმკვიდრე, უფალო, და ამყოფე მარადიულ ნათელში“.

ლოცვითი ერთობით,
+ Ante Jozić
+ანტე იოზიჩი
წმიდა საყდრის დესპანი საქართველოში

მის მაღალ ყოვლადუსამღვდელოესობას
მიტროპოლიტ შიოს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსყდრეს სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტს

წმიდა საყდრის სადესპანო საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესო...
18/03/2026

წმიდა საყდრის სადესპანო საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობის ილია II-ის გარდაცვალების გამო.

Pace. Pace. Pace. A quasi otto mesi dalla sua elezione al soglio Pontificio,   torna ad affacciarsi dalla Loggia central...
26/12/2025

Pace. Pace. Pace. A quasi otto mesi dalla sua elezione al soglio Pontificio, torna ad affacciarsi dalla Loggia centrale della basilica Vaticana per invocare la riconciliazione in ogni angolo della Terra. Nel giorno del Natale del Signore, il suo accorato appello risuona tra i circa 26mila pellegrini radunati in piazza San Pietro, ancora bagnata dalla pioggia battente delle ultime ore. Il vescovo di Roma li saluta con un giro in papambile, compiuto al termine della Messa del giorno celebrata stamani in basilica e prima di affacciarsi alla Loggia.

Nel suo primo messaggio di con la benedizione apostolica " ", il Papa esorta a farsi solidali con i deboli e gli oppressi e chiede di pregare per le vittime di “tutte le guerre nel mondo” e per Gaza, il Medio Oriente, la martoriata Ucraina e diversi Paesi in Africa, Asia e America Latina. L’Anno Giubilare sta per concludersi, ma “Cristo nostra speranza rimane sempre con noi”.

👇 Leggi l'articolo

The Apostolic Nunciature in Georgia with both deep sorrow and Christian hope informs that His Holiness Pope Francis dece...
22/04/2025

The Apostolic Nunciature in Georgia with both deep sorrow and Christian hope informs that His Holiness Pope Francis deceased on Easter Monday 21 April 2025.

The Book of Condolences will be open at the Apostolic Nunciature (18 Zhgenti Street, Nutsubidze Plateau I m/r) from Wednesday 23 April to Friday 25 April, from 10:00 to 12:00 and from 15:00 to 17:00. An electronic Book of Condolences is also available at: [email protected].

A solemn Liturgy for the rest of the Pope's soul will be celebrated on Friday 25 April 2025, at 18:00, at the Catholic Cathedral of the Assumption of the Virgin Mary (4 Gia Abesadze St., Tbilisi).

წმიდა საყდრის სადესპანო საქართველოში (ვატიკანის საელჩო) ღრმა მწუხარებით და ქრისტიანული იმედით იუწყება, რომ, აღდგომის ორშაბათს, 2025 წლის 21 აპრილს, გარდაიცვალა მისი უწმიდესობა პაპი ფრანცისკე.
სამძიმრის წიგნი გაიხსნება წმიდა საყდრის სადესპანოში, (ნუცუბიძის პლატო, II მ/რ, ჟღენტის ქ. 18), 23 აპრილიდან (ოთხშაბათი) 25 აპრილის ჩათვლით (პარასკევი), 10: 00-დან 12: 00 საათამდე და 15:00-დან 17:00 საათამდე. იმოქმედებს სამძიმრის ელექტრონული წიგნიც, შემდეგ მისამართზე: [email protected] .
პაპის სულის განსასვენებელი ლიტურგია ჩატარდება პარასკევს, 2025 წლის 25 აპრილს, 18:00-ზე, ქალწული მარიამის ცად აღყვანების კათოლიკურ საკათედრო ტაძარში (თბილისი, გია აბესაძის ქ. 4)

თბილისი, 22 აპრილი, 2025 წ.

Address

18 Besarion Jgenti Street, T'bilisi
Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Apostolic Nunciature in Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Apostolic Nunciature in Georgia:

Shortcuts

Share