ნოტარიუსი ფალიაშვილზე

ნოტარიუსი ფალიაშვილზე

Share

სანოტარო ოფისი/ Notary Office Mediator notary

სრული სანოტარო მომსახურება, ონლაინ სერვისები (რწმუნებულების/მინდობილობის/განცხადების დამოწმება ელექტრონული საშულებებით). ავტორიზებული სერვისები, მათ შორის წვდომა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უძრავი ქონების და სამეწარმეო (ბიზნეს) რეესტრებთან. მედიატორი ნოტარიუსი

Full notary services, online services (certification of proxies / power of attorney/ applications by electronic means). Aut

09/01/2023

ამ გვერდის საშუალებით უმოკლეს დროში შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია სანოტარო მოქმედებებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.

დაგვიკავშირდით აქ ან ტელეფონის ნომერზე 032 2431146

04/01/2023

გილოცავთ შობა-ახალ წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას და ეკონომიკურ სიძლიერეს. გამარჯვების და აღმშენებლობის წელი ყოფილიყოს 🇬🇪🇺🇦

22/03/2021

#სამკვიდრომოწმობა

📌ნოტარიუსი გასცემს სამკვიდრო მოწმობას, ხოლო კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში იღებს ზომებს სამკვიდრო ქონების დასაცავად, აღწერს სამკვიდრო ქონებას, ნიშნავს სამკვიდროს მმართველს.

🔴იმისათვის, რომ ნოტარიუსის მიერ გაიცეს სამკვიდრო მოწმობა, მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში მემკვიდრემ/განმცხადებელმა უნდა წარადგინოს განცხადება სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ, რისთვისაც განმცხადებელმა სანოტარო ბიუროში უნდა წარმოადგინოს მამკვიდრებლის გარდაცვლალების მოწმობა, ასევე, მემკვიდრისა და მამკვიდრებლის ნათესაური კავშირის დამდგენი დოკუმენტი (დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა და ა.შ)

🔴ნოტარიუსი, რომელიც მიიღებს სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადებას, ვალდებულია განცხადების მიღება დაუყოვნებლივ დაარეგისტრიროს სამემკვიდრეო საქმეთა ერთიან რეესტრში.

❌არ დაიშვება ერთი და იმავე მამკვიდრებლის სამემკვიდრეო საქმის წარმოება რამდენიმე სანოტარო ბიუროში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ იმავე მამკვიდრებლის სამკვიდროსთან დაკავშირებული განცხადებები წარდგენილია სხვადასხვა ნოტარიუსთან, სამემკვიდრეო საქმისწარმოება უნდა გაერთიანდეს და უნდა გადაეცეს იმ ნოტარიუსს, რომელმაც ყველაზე ადრე მიიღო განცხადება.

22/01/2021

📌ჩვენს სანოტარო ოფისში შესაძლებელია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უძრავი ქონებისა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრების ავტორიზებული სერვისებით სარგებლობა.

რაც გულიხმობს:
✅ საჯარო აქტის ფორმით უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებების (ნასყიდობა, უზუფრუქტი, აღნაგობა, ქირავნობა, იჯარა, იპოთეკა და სხვა) შედგენისას, ხოლო, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა სარეგისტრაციო დოკუმენტების (პარტნიორთა კრების ოქმი, დამფუძნებელი პარტნიორის გადაწყვეტილება, წესდება) შედგენისას/დამოწმებისას ნოტარიუსი, უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირის -საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში დაინტერესებული პირის განცხადების მიღების რეგისტრაციას, თუ ეს პირი არ არის ნოტარიუსის მიერ განცხადების მიღების რეგისტრაციის წინააღმდეგი.

🕘სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით; 09:00 საათიდან 17:00 საათამდე.
🔻მისამართი: ზ.ფალიაშვილის ქ. N13/8.

15/01/2021

📌ჩვენი სანოტარო ოფისი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
✅გთავაზობთ სრულ სანოტარო მომსახურებას, მათ შორის, რწმუნებულების/მინდობილობის/განცხადების დამოწმებას პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით (skype; Facebook Messenger).
✅იმისათვის, რომ პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მიღებული რწმუნებულება/მინდობილობა/განცხადება დამოწმდეს სანოტარო წესით, აუცილებელი პირობაა გარიგების მხარე (მინდობილობის გამცემი) იყოს საქართველოს მოქალაქე ან ჰქონდეს საქართველოს დროებითი/მუდმივი ბინადრობის მოწმობა.
✅ასევე, სავალდებულოა აღნიშნული სანოტარო მოქმედების შესრულების პროცესს დაესწროს ორი მოწმე.
✅მოწმე უნდა იყოს სრულწლოვანი და ქმედუნარიანი პირი.
✅მოწმე არ შეიძლება იყოს სანოტარო მოქმედების მონაწილე რომელიმე მხარის და/ან ნოტარიუსის ნათესავი აღმავალი და დამავალი ხაზით მესამე რიგის ჩათვლით, ასევე სანოტარო მოქმედების მონაწილე იურიდიული პირის დაქირავებული პირი.
✅სანოტარო მოქმედების შესრულებას მოწმეები უნდა ესწრებოდნენ ნოტარიუსის მიერ დოკუმენტის წაკითხვის დაწყებიდან მაინც სანოტარო მოქმედების სრულად დასრულებამდე.

🕘სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით; 09:00 საათიდან 17:00 საათამდე.
🔻მისამართი: თბილისი, ზ.ფალიაშვილის ქ. N13/8.

08/12/2020

#იცითთუარარომ

„ნოტარიუსი“ ლათინური სიტყვიდან „notae” არის ნაწარმოები.

🔴ნოტარიატის ინსტიტუტი საფუძველს იღებს ძველი რომიდან (ანტიკური ზესახელმწიფო, რომის იმპერია). ნოტარიუსი ასრულებდა გადამწერის ფუნქციას. აღსანიშნავია, რომ ნოტარიუსის კეთილდღეობა რომის იმპერატორების განსაკუთრებული ზრუნვის საგანს წარმოადგენდა. მწერლის თანამდებობაზე ინიშნებოდა მხოლოდ რომის მოქალაქე და იგი თანამდებობას სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებდა. მწერლის მოვალეობაში შედიოდა იურიდიული მასალის ჩაწერასთან ერთად, საჯარო დოკუმენტების მომზადება, საზოგადოებრივი ანგარიშების წარმოება, საჯარო დოკუმენტებიდან ამონაწერისა და ასლების დამზადება და ა.შ. რომის შემდგომ ნოტარიატის ინსტიტუტი განვითარდა იტალიის ბარბაროსულ ტომებში, გერმანიასა და საფრანგეთშიც.
🔴არსებობს მოსაზრება, რომ საქართველოშიც უნდა ყოფილიყო ძველი რომის „გადამწერთა“ და XII საუკუნის იტალიის, საფრანგეთის, გერმანიისა და ბიზანტიის ნოტარიუსთა კორპორაციის მსგავსი ორგანიზაცია. ადამიანთა ნააზრევისა და მათ შორის წარმოშობილი ურთიერთობისთვის იურიდიული ფორმის მიცემას ცალკეულ „დამწერელთა“ თუ „მწიგნობართა“ გარდა „მწერალთა“ ჯგუფიც აწარმოებდა. როგორც ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავს, გადამწერთაგან ერთ-ერთი ან რამდენიმე ჯგუფის ხელმძღვანელი უნდა ყოფილიყო. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს უნდა ყოფილიყო „მწერალთა“ ამხანაგობა, სადაც განსაზღვრული იყო ჯგუფის ხელმძღვანელისა და წევრთა უფლება-მოვალეობები. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოში სწორედ „გადამწერები“ წარმოადგენდნენ თანამედროვე ნოტარიუსის წინამორბედებს.

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Website

Address


ზაქარია ფალიაშვილის #13, მე-2 სართული (მრგვალი ბაღის მიმდებარედ)
Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 17:00
Tuesday 10:00 - 17:00
Wednesday 10:00 - 17:00
Thursday 10:00 - 17:00
Friday 10:00 - 17:00