Alternative - ალტერნატივა

Alternative - ალტერნატივა

Share

მოძრაობა - ალტერნატივა

ჩვენი პოლიტიკური მოძრაობა ამოიზარდა სამოქალაქო პროტესტიდან. გვინდა გავხდეთ ძალა, რომელიც თქვენთან ერთად დაიცავს ხალხის და სახელმწიფოს ინტერესებს და დაასრულებს პოლიტიკურ ორპოლუსიან რადიკალიზაციას. დაინახე ალტერნატივა-შეცვალე მომავალი.

09/10/2021

ვუსამძიმრებთ ბათუმს ამ დიდ ტრაგედიას 😞
უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს საქართველო 🖤

03/09/2021

მოგესალმებით! ბატონი ალექსანდრე პაიკიძე ჯანმრთელობის პრობლემის გამო (კოვიდი არ აქვს) დროებით გასულია სოციალური ქსელიდან და ახლო მომავალში დაბრუნდება. მადლობა.

28/08/2021

მარიამობას გილიცავთ! ღვთის მშობლის მადლი ფარავდეს საქართველოს💜

14/07/2021

🌿საქართველოს ეროვნული გმირის დაბადების დღეს გილოცავთ!

ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი დაიბადა 14 ივლისს, 1888 წელს, მატანში თბილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია;

ქართველი სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე. 1922—1924 წლებში ხელმძღვანელობდა პარტიზანულ ბრძოლას საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ.

12/07/2021

პეტრე-პავლობას გილოცავთ. უფალმა გაგვაძლიეროს🌿

06/07/2021

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღოს ყველა პროპორციული ზომა, რომ არ მოხდეს დაპირისპირებული მხარეების დაახლოება და ვითარების კიდევ უფრო დაძაბვა. მოვუწოდებთ ორივე აქციის ორგანიზატორებს - სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხის თავიდან ასაცილებლად, დაუყოვნებლივ შეხვდნენ ერთმანეთს და ცივილური გზებით გადაწყვიტონ ქვეყნის მთავარ გამზირზე მიმდინარე მოვლენები. სამოქალაქო საზოგადოებას ვთხოვთ, ნუ ჩაერთვებიან ამ ფრიად მღვრიე პროცესებში და ნუ მიიღებენ მონაწილეობას საკუთარი თანამოქალქეების წინააღმდეგ რაიმე ტიპის შეურაცხმყოფელ პროცესებში.

03/07/2021

მასობრივი ვაქცინაცია და თქვენი უფლებები❗

🔴 ქვეყანაში ვაქცინის შემოსვლის შემდეგ, რიგ საჯარო სამსახურებში დაიწყო ინფორმაციის შეგროვება თანამშრომლების ვაქცინაზე რეგისტრაციის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია მოიცავდა შემდეგ მონაცემებს: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, აცრილია თუ არა პირი, რეგისტრირებულია/ელოდება რიგს, თუ არ არის რეგისტრირებული/მიზეზი.

აღსანიშნავია, რომ თავისთავად ამ ინფორმაციის უმეტეს (პირველ) ნაწილს დამსაქმებელი ისედაც ფლობს თქვენს შესახებ. თუმცა აქ საუბარია აღნიშნული მონაცემების დამუშვების კანონიერებასთან დაკავშირებით. ყველა შემთხვევაში, როდესაც თქვენი პერსონალური მონაცემების მფლობელი დამსაქმებელი ამუშავებს თქვენს ინფორმაციას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მე-5 მუხლის მიხედვით თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ და ასეთ შემთხვევაში მას ვალდებულება აქვს, წარმოგიდგინოთ ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლები.

➡️ტერმინი პერსონალური მონაცემი − ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით ;
ეს რაც შეეხებოდა ჩვეულებრივ პერსონალურ მონაცემებს.

ახლა გადავიდეთ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებზე. ასეთია თქვენი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია. ამ შემთხვევაში თავისთავად კითხვა - ხართ თუ არა აცრილი, არ არღვევს თქვენი მონაცემების შესახებ კანონით დადგენილ ნორმებს, თუმცა როცა შემდეგი კითხვაა "რატომ" და გთხოვენ განმარტოთ მიზეზი, რატომ არ იცრებით, ეს გახლავთ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი.
ტერმინის განმარტება კანონიდან:
➡️განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი − მონაცემი, რომელიც დაკავშირებულია პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ შეხედულებებთან, რელიგიურ ან ფილოსოფიურ მრწამსთან, პროფესიულ კავშირში გაწევრებასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, სქესობრივ ცხოვრებასთან, ნასამართლობასთან, ადმინისტრაციულ პატიმრობასთან, პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან, პირთან საპროცესო შეთანხმების დადებასთან, განრიდებასთან, დანაშაულის მსხვერპლად აღიარებასთან ან დაზარალებულად ცნობასთან, აგრეთვე ბიომეტრიული და გენეტიკური მონაცემები, რომლებიც ზემოაღნიშნული ნიშნებით ფიზიკური პირის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა;

⚠️ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად აკრძალულია განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დამუშვება.

⚠️ ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ასეთი მონაცემების დამუშავება დასაშვებია მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობით ან იმ შემთხვევებში, როცა:

1. მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის ან მესამე პირის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად და მონაცემთა სუბიექტს ფიზიკურად ან სამართლებრივად უნარი არა აქვს, მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობა განაცხადოს;

2. მონაცემები მუშავდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის, ჯანმრთელობის დაცვის ან დაწესებულების (მუშაკის) მიერ ფიზიკური პირის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, აგრეთვე თუ ეს აუცილებელია ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მართვისათვის ან ფუნქციონირებისათვის;

ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე მონაცემთა დამუშავების შემთხვევაში დაუშვებელია❗ მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე მონაცემთა გასაჯაროება და მესამე პირისათვის გამჟღავნება.

✅ამდენად, დამსაქმებლების მიერ თქვენს შესახებ ასეთი ტიპის ინფორმაციის შეგროვება თქვენგან განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, უნდა იცოდეთ საკუთარი უფლებები და მათი ვალდებულებები.

✅ თუკი ხედავთ, რომ თქვენი უფლებები ირღვევა, თუკი ვინმე მოითხოვს ამგვარ ინფორმაციას ან ადგილი აქვს რაიმე ფორმით ვაქცინაცის პროგრამაში ჩართვის იძულებას, შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის (იგივე პეროსნალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის) აპარატს, როგორც ტელეფონით, ისე ფეისბუქზე მიწეროთ, ასევე, იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ საკუთარი ვინაობის იდენტიფიცირება, შეგიძლიათ ისარგებლოთ მათი ანონიმური მიმართვის ფორმით.

28/06/2021

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

ეს გახლავთ სამი არასამთავრობო ორგანიზაციის 2020 წლის ანგარიში „დემოკრატია და ადამიანის უფლებები პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის პირობებში“

კვლევა რა თქმა უნდა მოცულობითია, განვსაზღვრეთ ათი ძირითადი პუნქტი, რომელიც ხაზგასმით არაკონსტიტუციურადაა მიჩნეული მათ მიერ.

1. „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული საგანგებო უფლებამოსილებების (გააადგილების შეზუდვა, კომენდანტის საათი, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების კონტროლი, გაფიცვის აკრძალვა და ა.შ.) უმრავლესობა, ძირითადად არათანაზომიერებისა და განუსაზღვრელობის გამო, არღვევს ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებს; არასრულყოფილადაა მოწესრიგებული ეპიდემიის გამო საგანგებო სიტუაციის გამოცხადების საკითხი და იგნორირებულია პარლამენტის როლი; აქ უნდა აღინიშნოს, რომ საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, მთავრობამ რიგ კანონებში ცვლილებების განხორციელებით, საგანგებო მდგომარეობის დროს მოქმედი თითქმის ყველა რეგულაციის გამოყენების უფლება მიანიჭა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს, რომლის მოქმედებები საპარლამენტო ჩართულობისა და კონტროლის გარეთაა.

2. კანონი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ ითვალისწინებს რიგ ღონისძიებებს (იზოლაცია, კარანტინი, საქმიანობის აკრძალვა, კონტაქტში მყოფი პირების დასახელების ვალდებულება, ბარგის, საქონლისა და საფოსტო გზავნილების ინსპექტირება და ა.შ.), რომლებიც კონსტიტუციასთან ფორმალური და მატერიალური შეუსაბამობის გამო არღვევს ძირითად უფლებებს;

3. საგანგებო მდგომარეობის/სიტუაციის დროს არ არის გათვალისწინებული მთავრობის ანგარიშვალდებულება და უზრუნველყოფილი პარლამენტის ქმედითი კონტროლი; ეს ნორმად დარჩა საგანგებო სიტუაციის დასრულების შემდეგ.

4. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას საქართველოს მთავრობამ ვერ დაასაბუთა იმგვარი ვითარების არსებობა, რომელსაც შეეძლო საფრთხე შეექმნა სახელმწიფოებრიობისათვის ან კონსტიტუციური წესრიგისათვის, ეს უკანასკნელი კი წარმოადგენს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების წინაპირობას. მან ასევე ვერ დაასაბუთა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება იყო უკიდურესი საჭიროება.

5. გამოიკვეთა აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის ფართო დისკრეციის მინიჭების საკითხი, რამაც ერთის მხრივ საფრთხე შეუქმნა სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპს, მეორე მხრივ კი გაზარდა თვითნებობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკები. ამგვარმა მიდგომამ დაარღვია ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, რადგან საქართველოს მთავრობას მიეცა უფლებამოსილება, დაედგინა მოქმედი კანონმდებლობისგან განსხვავებული წესები და ამ მხრივ ჩაენაცვლებინა კანონმდებელი (ეს ეხება მაგალითად, თავისუფლების ხელშეუხებლობას, საჯარო დაწესებულებებში დაცული საჯარო და პერსონალური ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებას, განათლების უფლებას და სხვა).

6. თავისუფლების ხელშეუხებლობის კუთხით პრობლემური იყო იზოლაციისა და კარანტინის წესები, რომელთან დაკავშირებითაც პირებს არ გააჩნიათ რიგი საპროცესო გარანტიები და სასამართლო კონტროლის შესაძლებლობა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მოთხოვნებს.

7. მიმოსვლის თავისუფლებასთან დაკავშირებით არაკონსტიტუციურად მივიჩნევთ კომენდატის საათის დაწესებას, 70 წელს გადაცილებული პირებისთვის გადაადგილების შეზღუდვას, მექანიკური სატრანსპორტი საშუალებებით გადაადგილების აკრძალვას, ასევე სატრანსპორტო საშუალებით სამზე მეტი პირის გადაადგილების აკრძალვას (თუმცა ეს უკანასკნელი მიმოსვლის თავისუფლებაზე მეტად, საკუთრების უფლებას ზღუდავს). თითოეული მათგანი ვერ აკმაყოფილებდა თანაზომიერების ტესტის მოთხოვნებს, კერძოდ არ იყო გამოსადეგი ან/და აუცილებელი საშუალება ლეგიტიმური მიზნის (საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის) მისაღწევად. არაკონსტიტუციური იყო ასევე პირადობის დამდასტურებელი მოწმობის არქონის გამო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.

8. შეკრების თავისუფლების კუთხით დაწესებული შეზღუდვები იყო ბლანკეტური. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის საწინააღმდეგოდ საქართველოს მთავრობამ სოციალური თავყრილობები და ფიზიკურ პირთა თავშეყრა ასევე მოაქცია შეკრების თავისუფლების ქვეშ, თუმცა ამ უფლებათა შეზღუდვისათვის არც დეკრეტში არსებული ჩანაწერი და არც მოქმედი კანონმდებლობა არ იყო საკმარისი და ამდენად მათი შეზღუდვა მოხდა არაკონსტიტუციურად.

9. მეწარმეობის თავისუფლებასთან და საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით მიღებული შეზღუდვები იყო გადამეტებულად მკაცრი. ამ მხრივ მიღებული ღონისძიებები ვერ აკმაყოფილებს სამართლებრივი უსაფრთხოების, სამართლებრივი ნდობისა და განსაზღვრულობის კონსტიტუციურ პრინციპებს, ვინაიდან ხელისუფლების მიერ მიღებული ზომები ხშირად იცვლებოდა და, შესაბამისად, არაპროგნოზირებადი იყო. მეწარმეობის თავისუფლების შეზღუდვამ ასევე დაარღვია თანაზომიერების პრინციპი.

10. განათლების უფლებასთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია, რომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერებისა და დისტანციურად წარმართვის გზით, განათლების მიღების უფლების შეზღუდვის საკანონმდებლო საფუძველი არ არსებობდა, რის გამოც შეზღუდვა ფორმალურად არაკონსტიტუციურია.

26/06/2021

👉ენერგო მაფია საქართველოში!

25/06/2021

დღეს, 22:00, გვექნება ონლაინ შეხვედრა.
თემა - საკოორდინაციო საბჭო და მის მიერ განხორციელებული დამღუპველი რეგულაციები.
შეხვედრის ლინკს ამ პოსტის კომენტარებში დავდებ.
დაპლიუსდით.

24/06/2021

ჩვენ შევაგროვეთ და ეტაპობრივად წარმოგიდგენთ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშებიდან მნიშვნელოვან ინფორმაციას.
აქვე აღნიშნავთ, რომ ინფორმაცია სრულად ეფუძნება ანგარიშებში ასახულ მონაცემებს, შესაბამისად,"ალტერნატივა"არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

"ადამიანის უფლებები და საქართველოს მთავრობის საქმიანობა პანდემიის მართვის პროცესში"

პირველი გახლავთ
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) - 2020 წლის ანგარიში მთავრობის საქმიანობის შესახებ, სათაურით -

„მთავრობა ორდინალურ და საგანგებო მდგომარეობაში - გაუმჭვირვალობა, მოუმზადებლობა და რეცეპტები“

• დახურული სხდომები

მთავრობა არსებითად დახურულ ფორმატში საქმიანობს. ეს ამცირებს საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხს არა მხოლოდ განსახილველი საკითხების თაობაზე, არამედ განხილვის დროს მსჯელობასა და გამოთქმულ აზრთა სხვადასხვაობასა თუ გადაწყვეტის ალტერნატივებზე.

• დოკუმენტების გამოქვეყნება

მთავრობის ვებგვერდზე სრულად არ ქვეყნდება მთავრობის სხდომათა დღის წესრიგები, განსახილველი პროექტები, სხდომების ოქმები.

• მთავრობის აქტებზე ხელმისაწვდომობა

დადგენილებებისაგან განსხვავებით, საკანონმდებლო მაცნეზე განკარგულებების გამოქვეყნების ვალდებულება არ არსებობს. ისინი იტვირთება მთავრობის ვებგვერდზე, თუმცა არაკოდიფიცირებული ფორმით, საკანონმდებლო მაცნეზე კი დადგენილებების კოდიფიცირებული ვერსიის ნახვა ფასიანია. მნიშვნელოვანია, ნორმატიული აქტების შესახებ კანონსა და იუსტიციის მინისტრის შესაბამის ბრძანებაში ეს წესი შეიცვალოს, რაც ნებისმიერი პირისთვის სამართლებრივი აქტების კონსოლიდირებულ ვერსიებზე თავისუფლად წვდომის შესაძლებლობას უზრუნველყოფს.

• საგანგებო კანონმდებლობა

ორდინალურ კანონმდებლობაში არსებობს ისეთი ნორმები, რომლებიც წინასწარ ადგენენ საგანგებო მდგომარეობის დროს შესაძლო განსახორციელებელ ქმედებებს. მაგალითად, გაწერილია, რა ღონისძიებები შეუძლია განახორციელოს მთავრობამ, დაშვებულია ცალკეულ ტერიტორიაზე დროებითი მმართველობის შემოღების, აგრეთვე საგანგებო ბიუჯეტის დამტკიცების შესაძლებლობა. ასეთი ზომების თუ მასშტაბების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია და შესაბამისად, გაუმართლებელია მათი გაწერა უნივერსალური ნორმის სახით.

•საგანგებო სიტუაციების რეგულირება

„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონი ეხება უმეტესად სახანძრო-სამაშველო ოპერაციებს და სახანძრო უსაფრთხოების წესებს, სხვა საგანგებო სიტუაციებს კი ზედაპირულად აწესრიგებს, რაც განსხვავებულ ვითარებებზე მორგებისთვის როგორც რეაგირების ზომების, ისე ინსტიტუციურ-საკადრო თვალსაზრისით, არაეფექტიანია და მალე ამოწურავს თავს ორდინარულ პირობებში.

• საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება

განსხვავებით სამედიცინო ფაქტორებისა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პოლიტიკურ-სამართლებრივი საფუძვლები არასაკმარისად იყო დასაბუთებული. არადამაჯერებელი იყო ის მიზეზები, რატომ არ მიმართა ხელისუფლებამ ორდინარული კანონმდებლობის ცვლილებების გზას, ასევე რატომ არ გამოიყენა კრიზისის სფეროში არსებული ინსტიტუციური მექანიზმები (მაგალითად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო). მთავრობა ვალდებულია, მეტი არგუმენტაცია წარუდგინოს საზოგადოებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე და დახურულ ფორმატში განხილვიდან უმალვე არ გადაწყვიტოს მისი შეთავაზება ქვეყნის პირველი პირისთვის.

• უწყებათაშორისი საბჭოს საქმიანობის ფორმატი

კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით შექმნილი დროებითი ორგანო - უწყებათაშორისი საბჭო საქმიანობდა დახურულ ფორმატში, რამაც არსებითად გაართულა გადაწყვეტილებათა მიზეზების, მიზნების, ალტერნატივების, მათი მიღების პროცედურების, ჩართული სუბიექტებისა და აზრთა სხვადასხვაობის გაანალიზება. გაირკვა, რომ ის არც სხდომების ოქმებს აწარმოებდა. მნიშვნელოვანია, ისეთი უწყებების მუშაობაში, რომლებიც ფაქტობრივად სახელმწიფოს მართვის სადავეებს (თუნდაც დროებით) იღებენ, ჩართოს ადამიანის უფლებების დამცველი ინსტიტუტებისა და პარლამენტის წარმომადგენლები, რომელთა მონაწილეობა უფრო გამჭვირვალეს და ინკლუზიურს გახდის საგანგებო მდგომარეობის მართვას. ასევე მნიშვნელოვანია, ამ ორგანოებმა სავალდებულო წესით აწარმოონ სხდომების ოქმებიც, სხვაგვარად შეუძლებელია მათი მუშაობის შეფასება და დადასტურება, ვინაიდან ისინი ფორმალურ გადაწყვეტილებებს არ იღებენ.

დასკვნა:
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას საქართველო მოუმზადებლად შეხვდა არა მხოლოდ კანონმდებლობის, არამედ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისითაც, რამაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და ადამიანის უფლებებში ინტენსიური და არასასურველი ფორმით ჩარევა გარდაუვალი გახადა. მთავრობამ პანდემიის სამართავად არ გამოიყენა (ან სათანადოდ არ გამოიყენა) ნორმატიულ ან ფაქტობრივ დონეზე უკვე არსებული, სპეციალურად კრიზისების მენეჯმენტისთვის გათვალისწინებული ორგანოები და შექმნა ახლებური დროებითი სისტემა, საკოორდინაცო საბჭო, რისი საჭიროებაც კვლევის არცერთ ეტაპზე არ დადასტურდა.
დახურულ კარს მიღმა საქმიანობა და საზოგადოებისთვის ამ საქმიანობის მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის წარდგენა არსებითად აზიანებს დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს. ამგვარად, გარდა იმისა, რომ მთავრობამ მკაცრად უნდა უზრუნველყოს კოლეგიური ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებულ არასაიდუმლო მასალებზე ფართო ხელმისაწვდომობა, სათათბირო ორგანოებმა სავალდებულო წესით უნდა აწარმოონ სხდომების ოქმები. სხვაგვარად შეუძლებელია მათი მუშაობის შეფასება და დადასტურება, ვინაიდან ისინი ფორმალურ გადაწყვეტილებებს არ იღებენ. მნიშვნელოვანია, ასევე, ისეთი უწყებების მუშაობაში, რომლებიც, ფაქტობრივად, სახელმწიფოს მართვის სადავეებს (თუნდაც, დროებით) იღებენ, ჩაერთონ ადამიანის უფლებების დამცველი ინსტიტუტებისა და პარლამენტის წარმომადგენლები, რომელთა მონაწილეობა უფრო გამჭვირვალეს და ინკლუზიურს გახდის საგანგებო მდგომარეობის მართვას. მხოლოდ ასეთი პროცესი ემსახურება მმართველობის კანონიერებას.

16/06/2021

27 ივნისს, ალტერნატივას დამფუძნებელი ყრილობა, დროებით გადაიდო.
სიახლეს, ამ საკითხთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში გაცნობებთ.

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Website

Address


რუსთაველის 40ა
Tbilisi

Opening Hours

Monday 11:00 - 18:00
Tuesday 11:00 - 18:00
Wednesday 11:00 - 18:00
Thursday 11:00 - 18:00
Friday 11:00 - 18:00
Saturday 12:00 - 16:00