30/11/2022
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი - Millennium Innovations Award (2022) ოფიციალურად დასრულდა!
გუნდი ვიბბა კი გახდა კონკურსის ერთ-ერთი სპონსორის - საქპატენტი • Sakpatenti - ს რჩეული პროექტის წარმომადგენელი გუნდი.
საქპატენტი • Sakpatenti-მა გუნდის წევრებს გადასცა გრანდიოზული საჩუქრები 🎉
კონკურსის ბოლო ეტაპზე წარმოდგენილ პროექტის გამოფენას შეგიძლიათ უყუროთ ჩვენს ფეისბუქ გვერზე, ლაივ ტრანსლაციის ფლეიბექში, დაჯილდოების ცერემონია იხილეთ ბმულზე:
https://fb.watch/h6P6PQwQIP/
მადლობას ვუხდით პროექტის ორგანიზატორებს და სპონსორებს!
Liberty • ლიბერთი
US Embassy Tbilisi, Georgia
29/11/2022
დიდი სიხარულით გაცნობებთ, რომ ჩვენი გუნდის წევრებმა - ერეკლე ჯამრულიძემ, ანა მკერვალიშვილმა და ნიკოლოზ დვალმა ჩვენივე პროექტი წარადგინეს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ორგანიზებულ პროექტ-კონკურსზე “ლეონარდო და ვინჩი”, სადაც III საპრიზო ადგილი დაიკავეს…
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
TBC Concept - თიბისი კონცეპტი
მთაწმინდის პარკი • Mtatsminda Park
17/11/2022
გაეცანით ჩვენს მოწყობილობას უკეთ! დღეს, 17 ნოემბერს, გიწვევთ TBC - თიბისი გალერეაში, IV სართულზე, სადაც იხილავთ ჩვენს ერთ-ერთ პროექტს - სტერილიზატორს...
გამოფენის ცერემონია იწყება 14:00 საათზე, მისამართი: თიბისი გალერეა, მარჯანიშვილის #7, ქ. თბილისი.
13/05/2022
WIBBA Corporation-ი ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი - Millennium Innovations Award - ს ფინალურ ეტაპზე!
ჩვენი გუნდი სიხარულით გაცნობებთ, რომ, გადავედით ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი - Millennium Innovations Award - ის ფინალურ ეტაპზე.
ვაგრძელებთ მუშაობას პროტოტიპზე, რომლის დასრულების ვადაა 30 ივნისი. ყველა დეტალი მალევე დაიდება ჩვენს ვებ-საიტზე.
დიდ მადლობას ვუხდით ყველა გულშემატკივარს, სულ ცოტაც დაგველოდეთ, პროტოტიპს მალე წარგიდგენთ!
07/05/2022
მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენი გუნდი ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი - Millennium Innovations Award - სის ნახევარფინალშია!
გუნდის იდეა ასეთია:
ჩვენ ვმუშაობთ ჰაერის სტერილიზატორზე, რომელიც სრულიად ახალი, ინოვაციური ტექნოლოგიით მუშაობს.
გარდა ჰაერში არსებული ვირუსებისა და ბაქტერიების განადგურებისა, ჩვენს მოწყობილობას აქვს დამატებითი ფუნქციები:
• ჰაერის გათბობა
• ჰაერის გაგრილება
• ჰაერის დატენიანება
მოწყობილობის მართვა შესაძლებელი იქნება მობილური აპლიკაციიდან, დისტანციურად.
პროდუქტის შესახებ დამატებით ინფორმაციას და მის 3D ვირტუალურ მოდელს სულ მალე, ჩვენს ვებ-საიტზე წარმოგიდგენთ.
Stay Tuned… 🦠🦠